საწყისი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
სამწმიდაო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ
ყოვლადწმიდაო სამებაო
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
მამაო ჩვენო
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
საღამოს ტროპარნი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ძილის წინ ლოცვები
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ფსალმუნი 90
1 რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.
2 ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3 რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4 ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
5 არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6 ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
7 დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8 ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9 რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10 არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11 რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12 ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;
13 ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14 რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15 ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
16 დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
ლოცვა ცოცხალთათვის
თითოეული თხოვნის შემდეგ — მეტანია
მოიხსენე უფალო, ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცნენ და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლმორწმუნეთა შენთასა, აღსდექ, ამაღლდი ზეცად და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, მოჰხედენ მოწყალებით მვედრებელთა ამათ შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოიხსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ ჰყავ და წარმართა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ და მეტყველება მათი ცუდ-ყჰვენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი.
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი. მოიხსენე, უფალო, ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე-შეზღუდენ მპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველი მტერნი და მბრძოლნი მათნი, შთაუთხენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის და ყოვლისა ერისა შენისა და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ.
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამა ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი, მასწავლელი ჩემი (სახელები), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოიხსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობა და ხსნა მოანიჭე მათ.
აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე და ნუ დასჯი მათ უსჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქვთ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა.
უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ.
ლოცვა მიცვალებულთათვის
3-გზის და მეტანია
მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
ღირს-არს ჭეშმარიტად
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ხელთა შენთა, უფალო
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
დიდება, აწ და მარადის
3-ჯერ
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ.
განტევება
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.