გულანი
საცდელი · 1.37.0
მეზვერისა და ფარისევლის კვირა 1 / 5ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა…

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

მარხვანი

orthodoxy.ge; „ქართული გალობა“, ტ. XXV (folk.gov.ge) · მხოლოდ საგალობელთა ნაწილი · დღის განგება სრულად ჯერ არ არის დამატებული · დაახლ. 1 წთ

ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა…

კონდაკი

ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე, და სულთქუმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვყოთ: შეგვიწყალენ ჩვენ, მხოლოო მრავალმოწყალეო.

სულთქუმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა და მისსა მიმართ…

კონდაკი

სულთქუმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩვენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფისა ნებავს ცხოვრებაი ყოველთა კაცთა და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩვენთვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.

მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების…

კვირიაკესა მეზვერისა და ფარისეველისასა ტროპარი აღდგომის ხმისა. უწყოდეთ, რამეთუ ამიერ კვირიაკითგან ვიდრე ბზობის კვირიაკედმდე ნაცვლად „მოციქულთა ვედრებითასა“ ვიტყვით სამთა ამათ მუჴლთა ყოველთა შინა კვირიაკეთა, შემდგომად მიწყალესა, დიდება, ხმა 8.

მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარესა ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ყოვლისა ცოდვისა ქვაბ ქმნილ არს, არამედ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მრავლითა წყალობითა შენითა და შემიწყალე მე.

ცხოვრებისა გზასა შეცთომილმან, ღმრთის-მშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა…

აწ და

ცხოვრებისა გზასა შეცთომილმან, ღმრთის-მშობელო, ცოდვითა, და უსჯულოებითა, და გულის წყრომითა დავაბნელე ყოველივე სულისა ჩემისა სიკეთეჲ, და აწ გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ ყოველთა სიბოროტეთაგან.

მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნილთა, გულის-ხმა-ვჰყოფ საწყალობელი…

მიწყალე მე ღმერთო.

მრავალთა ცოდვათა ჩემ მიერ ქმნილთა, გულის-ხმა-ვჰყოფ საწყალობელი, და შევსძრწუნდები საშინელისა მის დღისა სამსჯავროსაგან, არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა შენისა, ვითარცა დავით გიღაღადებ: შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო, დიდითა წყალობითა შენითა.