გულანი
საცდელი · 1.37.0
პარაკლისის განგება მღვდლისა და დიაკვნისათვის 1 / 80გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

პარაკლისის განგება მღვდლისა და დიაკვნისათვის

პარაკლისები

orthodoxy.ge; მამა ლაზარეს კრებული; „საღვთისმსახურო წიგნები“ · დაახლ. 14 წთ

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

დიაკონი

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენ, ყოვლადვე აწ და…

მღვდელი

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. მეუფეო ზეცათაო

გუნდი

ამინ. მეუფეო ზეცათაო.

წმიდაო ღმერთო. მამაო ჩუენო

მედავითნე

წმიდაო ღმერთო. მამაო ჩუენო.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება…

მღვდელი

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა, და ძისა და წმინდისა სული, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (იბ-გზის). დიდება,აწდა. მოვედით თაყვანისვცეთ გ…

მედავითნე

უფალო შეგჳწყალენ (იბ-გზის). დიდება,აწდა. მოვედით თაყვანისვცეთ გ გზის.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი…

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუჱყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ. დიდება, აწ და. ალილუია გ-გზის.

ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს…

დიაკონი

ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

მუხლი. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

მუხლი. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

მუხლი. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ტროპარი წმინდის, დიდება, ტროპარი წმინდის, აწ და

გუნდი

ტროპარი წმინდის, დიდება, ტროპარი წმინდის, აწ და.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…

მედავითნე

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და…

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება…

გუნდი

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება ბ გზის).

ა და გ გალობა

მედავითნე

ა და გ გალობა.

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონი

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ი ლ ი ა ს ა თ ჳ ს, და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრისა მაღალყოვლადუსამღვდელოესისა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტისა შიოსათჳს, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა იოანესათჳს, და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთა-თჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს…

მღდელმან

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა-თჳს

დიაკონი

მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა-თჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…

მღუდელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

დ, ე, ვ გალობები

მედავითნე

დ, ე, ვ გალობები

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება…

გუნდი

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება გ გზის).

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დარჳცუჱნ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დარჳცუჱნ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენსა…

დიაკონი

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენსა ღვთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ

შენ უფალო

გუნდი

შენ უფალო

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი…

მღვდელი

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

სიბრძნით. წარდგომა (თავისი მუხლებით)

დიაკონი

სიბრძნით. წარდგომა (თავისი მუხლებით)

გაიმეორებს წესისაებრ

გუნდი

გაიმეორებს წესისაებრ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და…

მღდელმან

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

ყოველი სული აქებდით უფალსა

დიაკონი

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

მუხლი

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა…

დიაკონი

ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

დიაკონი

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა

მღდელმთავარი

მშვიდობა ყოველთა.

ოთხივე მხარეს სახავს ხელით ჯვარს.

და სულიცა შენი თანა

გუნდი

და სულიცა შენი თანა

(სახელი) წმიდისა სახარებისა საკითხავი

მღდელმთავარი

(სახელი) წმიდისა სახარებისა საკითხავი.

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

გუნდი

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ

დიაკონი

მოხედენ.

მღვდელი კითხულობს სახარებას

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

გუნდი

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

: გერი სახარებისა

მედავითნე

: გერი სახარებისა.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი…

დიაკონი

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა დიდ-მოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა, წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა და წმიდათა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა ბაგრატ III-ისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრება, და შეგჳწყალენ ჩუენ.

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა, მხოლოდშობილისა ძისა…

მღუდელი

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა, მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

ზ, ჱ, თ გალობები

მედავითნე

ზ, ჱ, თ გალობები.

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება…

გუნდი

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება გ გზის).

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი…

გუნდი

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

დიაკონი აკმევს ცენტრალურ ანალოგიაზე ხატს ოთხივე მხრიდან, კანკელის მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატებს, საკურთხეველს, კანკელის ხატებს, საათის ისრის მიმართულებით მთელს ტაძარს, კანკელის მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატებს, ამბიონიდან მღვდელმთავარს 9 გზის, სასულიეროებს მეუფის მაჯვნივ, შემდებ მარცხნივ, კანკელის მაცხოვრისა და ღვთისმშობლი ხატებს, ცენტერალურ ანალოგიის ხატს წინამხრიდან, შემდეგ მღვდელმთავარს გ გზის.

ტროპრები. წმიდაო ღმერთო. მამაო ჩუენო

მედავითნე

ტროპრები. წმიდაო ღმერთო. მამაო ჩუენო.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება…

მღუდელი

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ…

მედავითნე

ამინ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდება...

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შეგჳწყალენ ჩუენ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…

აწდა...

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორება ნათესავისა ქრისტეანეთასა.

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონი

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა და მხევლთა ღმრთისა, ყოველთა აქა მყოფარეთა და ყოველთა მართლმადიდებელთათჳს.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი…

დიაკონი

რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე ჩუენი და წმიდა ესე მონასტერი, (ანუ ტაძარი) და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რათა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუა, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

უფალო შეგჳწყალენ მ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ მ გზის.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

მღდელმთავარი

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ და მოწყალე ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

მღვდელი კითხულობს ბოლო ლოცვას.

სიბრძნით

დიაკონი

სიბრძნით.

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ

მღდელმთავარი

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად…

გუნდი

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო სასოებაო ჩუენო…

მღვდელი

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო სასოებაო ჩუენო დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

გუნდი

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგჳწყალენ, უფალო შეგჳწყალენ, უფალო შეგჳწყალენ, სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

ჩამოილოცავს

მღვდელი

ჩამოილოცავს.