გულანი
საცდელი · 1.11.1
დანართი 1 / 121(ესე იგი განმანათლებელთა), აღდგომისათა, და ცისკრისა თჳთჴმოვანთა…

დანართი

რვა ხმა

წიგნის ბოლოს დართული საგალობლები და განგებანი.

(ესე იგი განმანათლებელთა), აღდგომისათა, და ცისკრისა თჳთჴმოვანთა…

(ესე იგი განმანათლებელთა), აღდგომისათა, და ცისკრისა თჳთჴმოვანთა, ხოლო დასდებელი უკუჱ ცისკრისანი არიან, ქმნილნი ლეონ მეფისა ყოვლად ბრძნისა. და განმანათლებელნი, ძისა მისისა კონსტანტინე კეფისა.

მოწაფეთა თანა მივიწივნეთ ერნო მთასა გალილეასასა, სარწმუნოებით…

მოწაფეთა თანა მივიწივნეთ ერნო მთასა გალილეასასა, სარწმუნოებით ხილუად ქე҃სა, მეტყუჱლსა ჴელმწიფებისასა, მოღებად ცათა და ქუჱყანისა, ვისწაოთ ვითარ ჰმოძღურის მათ, ნათლის-ცემად წარმართთა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, და მათ თანა ყოფაჲ ვითარ აღუთქუა მათ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა:

იხარებდ მოწაფეთა თანა ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ იხილე…

ღი҃ს-მშობლისა.

იხარებდ მოწაფეთა თანა ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ იხილე ქე҃ აღდგომილი საფლავით მესამესა დღესა ვითარცა თქუა, რომელთა იგი გამოუჩნდა უაღრესისა მსწავლელი და განმაცხადებელი, და მბრძანებელი ნათლის-ცემად სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, დაჰრწმუნებად ჩუჱნდა აღდგომისა მისისა და დიდებად შენდა ყრმააო:

წარჳდეს რა მთად მოწაფენი, ვითარცა უბრძანა მათ…

საცისრო გერი ა. ჴმა ა. რასა მწუხარე-ხარ.

წარჳდეს რა მთად მოწაფენი, ვითარცა უბრძანა მათ უ҃მან იხილეს იგი და თაყუანის-ცეს, და ჴელმწიფებაჲ, იგი მისი დიდი ისწავეს, და სოფლად ქადაგად წარივლინნეს, აღდგომისათჳს და ამაღლებისა და ნათლის-ცემად წარმათთა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, და უკუნისამდე მათ თანა ყოფაჲ აღუთქუა მათ, უტყუჱლმან ქე҃მან ღთ҃მან, და მაცხოვარმან სულთა ჩუჱნთამან:

ლოდსა მას რა გარდაგორუჱბულსა, კარისაგან საფლავისა, ხედჳდეს…

ლოდსა მას რა გარდაგორუჱბულსა, კარისაგან საფლავისა, ხედჳდეს დედანი იხარებდეს, რამეთუ იხილეს ჭაბუკი მჯდომარე საფლავსა შინა, და ჰრქუა მათ, აჰა აღდგომილ-არს ქე҃, წარუჱდით და უთხართ მოწაფეთა და პეტრეს, მიისწრაფეთ გალილეას, და მუნ იხილოთ იგი ვითარცა გრქუა თქუჱნ, საყუარელთა მეგობართა თჳსთა, და ყოველსა სოფელსა ახარეთ:

უპირატეს მუცლად-ღებისა შენისა ქე҃, მოართუა ქალწულსა ანგელოსმან…

ღი҃ს-მშობლისა.

უპირატეს მუცლად-ღებისა შენისა ქე҃, მოართუა ქალწულსა ანგელოსმან გიხაროდენი, და ანგელოსმანუჱ ლოდი საფლავისა შენისა გარდააგორუა, ერთმან უკუჱ ქადაგმან მწუხარებისა წილ სიხარულისა გამოუთქმელისა სასწაულისამან, ხოლო მეორემან სიკუდილისა წილ შენ ცხოვრების-მომცემელისა მადიდებელმან და დედათა მიმართ და მესაიდუმლოეთა მეტყუჱლმან აღდგომისამან:

მარიამის თანა ნელსაცხებელითა, მოვიდეს დედანი და განიზრახჳდეს…

საცისკრო გერი ბ. ჴმა ბ. დღეს ქე҃ იშუჱბის.

მარიამის თანა ნელსაცხებელითა, მოვიდეს დედანი და განიზრახჳდეს რა იგინი, ვითარ ღირს-იქმნნეს ხილუად, საწადელისა აღებულ-იქმნა ლოდი, და საღმრთომან ჭაბუკმან დააცხრო გლოვაჲ მათი, და შფოთი სულისა მათისა, რამეთუ ჰრქუა მათ აღდგა ქე҃ უ҃ი, და აწ უქადაგეთ ქადაგთა მისთა, რათა წარჳდენ გალილეას, და მუნ იხილონ იგი, მკუდრეთით აღდგომილი ვითარცა ღთ҃-არს:

ქე҃ს აღდგომასა ნუმცა ვინ არს ურწმუნო, რამეთუ…

ქე҃ს აღდგომასა ნუმცა ვინ არს ურწმუნო, რამეთუ ეჩუჱნა მარიამს, და მერმე დაბად მიმავალთა მათ, და კუალად ეჩუჱნა ათერთმეტთა მათ მოციქლთა მსხდომარეთა და უბრძანა წარსლუაჲ, და ნათლის-ცემად წარმართთა, და ურწმუნოებისათჳს აყუჱდრა, და ძალი და ჴელმწიფება მისცა, და ზეცას დიდებით ამაღლდა, ხოლო იყუნეს სიტყუანი მისნი დამტკიცებულ ძალთაგან, რომელნი შეუდგეს ქადაგთა მათ:

აღმობრწყინუჱბულო მზეო, ვითარ სასძლოო სიძეო, დღეს საფლავისა…

ღი҃ს-მშობლისა.

აღმობრწყინუჱბულო მზეო, ვითარ სასძლოო სიძეო, დღეს საფლავისა და ჯოჯოხეთისა წარმომტყუჱნელო, და სიკუდილისა განმაქარუჱბელო, მეოხებითა მშობელისა შენისათა, ნათელი შენი გარდამოგჳვლინე ჩუჱნ, ნათელი განმანათლებელი გულთა და სულთა ჩუჱნთა, ნათელი ყოველთა მასწავლელი სლუად, ალაგსა, ბრძანებათა შენთასა, და გზათა მშჳდობისათა:

მაგდალენელა რა მარიამ ახარებდა, მკუდრეთით აღდგომასა ქე҃სსა…

საცისკრო გერი გ. ჴმა გ. უ҃ისა იესოს შობასა.

მაგდალენელა რა მარიამ ახარებდა, მკუდრეთით აღდგომასა ქე҃სსა, და ჩუჱნებასა მას მისსა ურწმუნოებისათჳს იყუჱდრნეს მოწაფენი, და გულ-ფიცხელობასა, არამედ სასწაულთა მიერ, და საკჳრუჱლებათა მათ შეჭურჳლნი ქადაგად რა წარივლინნეს ხოლო შენ ყოვლად ძლიერო, მამისა ნათლისა ამაღლდი, და იგინი გქადაგებდეს, და სიტყუასა მას ძალნი დაამტკიცებდეს, ამისთჳს უგალობთ აღდგომასა შენსა:

სათნოებათა მიერ განუბრწინდეთ, და ვიხილნეთ მოწევნულნი, ცხოვრება-შემოსილსა…

სათნოებათა მიერ განუბრწინდეთ, და ვიხილნეთ მოწევნულნი, ცხოვრება-შემოსილსა საფლავსა, ელუარითა სამოსლითა კაცნი დედათა მახარებელად, მჭმუნუარეთა ქუჱყანად მხედუჱლთა, ვისწაოთ ცათა მეუფისა მის აღდგომაჲ, და ცხოვრებისა საფლავსა პეტრეს თანა მივრბიოდეთ, და ვიხილოთ საქმე იგი და გჳკჳრდინ, და ქე҃ს თანა ვეგნეთ მარადის:

გიხაროდენისა მირქუმითა გარდასცუალე, მწუხარებაჲ პირუჱლთა მამათა უ҃ო…

ღი҃ს-მშობლისა.

გიხაროდენისა მირქუმითა გარდასცუალე, მწუხარებაჲ პირუჱლთა მამათა უ҃ო, ნაცულად რა შემოიყუანე სიხარული, აღდგომითა შენითა სოფელსა შინა, ამას უკუჱ ცხოვრების-მომცემელო, მშობელისა შენისა თანა, ნათელი ჩუჱნ მგალობელთა შენთა ნათელი მოწყალებისა შენისა გარდამოგჳვლინე, მადიდებელთა კაცთ-მოყუარეო, ღო҃ და კაცო გამოუთქმელო, დიდება აღდგომასა შენსა:

ცისკარსა მსთუად მოიწივნეს, დედანი საფლავსა შენსა, ქე҃…

საცისკრო გერი დ. ჴმა დ. სიბრძნე.

ცისკარსა მსთუად მოიწივნეს, დედანი საფლავსა შენსა, ქე҃ მჴსნელო ყოველთაო, არამედ გუამი შენი, წმიდა არა ჰპოვეს, და ვითარ გამოეძიებდეს, აჰა ესერა ორ-კაც ზედა მოადგეს, სამოსლითა ელუარითა, და ეტყოდეს მათ რასა ეძიებთ, ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ აღდგა, მოიჴსენენით სიტყუანი მისნი, და მოიქცეს და უქადაგეს, მოციქულთა აღდგომაჲ უ҃ისა მკუდრეთით, და უჩნდეს სიტყუანი მათნი ვითარცა სიჩქურისანი, რამეთუ მწუხარებითა შეპყრობილ-იყუნეს, ხოლო პეტრე მირბიოდა, საფლავად გულს-მოდგინებით, და იხილა და დაუკჳრდა, და ადიდებდა უ҃სა:

ქე҃ ღი҃ გზა ცხოვრებისა, აღდგა რა მკუდრეთით…

ქე҃ ღი҃ გზა ცხოვრებისა, აღდგა რა მკუდრეთით მოგზაურ-ექმნა ლუკას და კლეოპას, და განეცხადა ევმმაუზს, განტეხასა პურისასა, რომელთანი გულნი განჴურუჱბულ იყუნეს, რაჟამს იგი გზასა ზედა გამოუთარგმანებდა წიგნთაგან, ყოვლისათჳს რომელ თავს-იდუა, რომელთა თანა ჴმა-ვჰყოთ ვითარმედ აღდგა უ҃ი, და ეჩუჱნა სიმონ-პეტრეს, და აცხოვნა ყოველი სოფელი:

უგალობ მოწყალებათა შენთა ურიცხუთა შემოქმედო ჩემო, რამეთუ…

ღის-მშობლისა.

უგალობ მოწყალებათა შენთა ურიცხუთა შემოქმედო ჩემო, რამეთუ წარმომაცალიერებელმან თავისა თჳსისამან აღყუანებად განბოროტებულისა კაცთა ბუნებისამან, ღმრთად მყოფმან სათნო-იყავ წმიდისაგან საღმრთოსა ყრმაასა კაც-ყოფად, და შთასულად ვიდრე ჯოჯოხეტადმდე, მნებებელ-იქმენ ცხოვრებად ჩემდა, მეოხებითა მშობელისა შენისათა მეუფეო ყოვლად მოწყალეო:

ჵ ბრძენთა მათ განკითხუათა შენთა, ქე҃ ღო҃…

საცისკრო გერი ე, ჴმა ე. სიბრძნე.

ჵ ბრძენთა მათ განკითხუათა შენთა, ქე҃ ღო҃, რამეთუ პეტრეს, ტილოთა ხოლო მიერ მიეც გულის-ჴმის-ყოფაჲ, აღდგომისათჳს შენისა, და ლუკას და კლეოპას გზასა ზედა, არა მეყუსეულად გამოეცხადე, რომლისათჳს გეტყოდეს, ყუჱდრებით ვითარცა მწირსა და უმეცარსა რა იგი იქმნა, არამედ შენ ასწავებდ მათ, და წინასწარ-მეტყუჱლებათა, და წიგნთა საღმრთოთა განუმარტებდ, ხოლო პური რა აკურთხე, ეცნობე მათ, რომელთანი, პირუჱლუჱ განჴურუჱბულ-იყუნეს, გულნი რაჟამს იგი ასწავებდ, ხოლო მათ მოწაფეთა, შეკრებულთა განცხადებულად უქადაგეს აღდგომაჲ, შენი ცხოველს-მყოფელი, რომლითა შეგჳწყალენ ჩუჱნ:

რათა აჩუჱნო ბუნებაჲ კაცობრივი, რომელი ჩუჱნგან მიიღე…

რათა აჩუჱნო ბუნებაჲ კაცობრივი, რომელი ჩუჱნგან მიიღე, შემდგომად აღდგომისა შენისა საზრდელისა მიღებაჲ თავს-იდევ და ქადაგთა მათ შენთა წმიდათა ჴელნი და ფერჴნი უჩუჱნენ, ასწავე მათ და ზეცად ამაღლდი, და მოსლუაჲ სულისა აღუთქუ, ხოლო იგინი გქადაგებდეს და გაკურთხევდეს ღო҃ და კაცო გამოუთქმელო, დიდება აღდგომასა შენსა:

შემოქმედმან დაბადებულთამან, და ღთ҃მან ყოველთამან მიიღო ჴორცნი…

ღი҃ს-მშობლისა.

შემოქმედმან დაბადებულთამან, და ღთ҃მან ყოველთამან მიიღო ჴორცნი კაცობრივნი, ყოვლად წმიდათა მიერ სისხლთა შენთა, ყოვლად წმიდაო ქალწულო და განაახლა განხრწნილი ბუნებაჲ ჩემი, ხოლო დაგმარხა შენ შემდგომად შობისა ვითარცა პირუჱლ შობისა, ამისთჳსცა სარწმუნოებით შეგასხამთ შენ ყოველნი მჴმობელნი, გიხაროდენ სოფლისა დედოფალო:

შენ ხარ ქე҃ მშჳდობა, საღმრთო და ჭეშმარიტი…

საცისკრო გერი ვ, ჴმა ვ. ყოველი სასოება.

შენ ხარ ქე҃ მშჳდობა, საღმრთო და ჭეშმარიტი, და შემდგომად აღდგომისა, მოწაფეთა შენთა, მშჳდობაჲ მიეც და რაჟამს გგონებდეს, სულად დააწყნარე, შიში მათი, და უჩუჱნენ მათ, ჴელნი და გუჱრდი, და ვიდრეღა იგი, ურწმუნო-იქმნნეს, საზრდელისა მიღებითა, და მოძღურებათა მოჴსენებითა, გონიერ-ჰყუჱნ და მამისა აღთქმისა მოვლინებაჲ აღუთქუ მათ, და აკურთხენ და ამაღლდი ზეცად ყოვლად ძლიერო:

ჰრქუა რა მარიამ აღებაჲ უ҃ისა, პეტრე და…

ჰრქუა რა მარიამ აღებაჲ უ҃ისა, პეტრე და იოანე ღირსნი საფლავსა უ҃ისასა მიისწრაფოდეს, და პოვნეს ტილონი მდებარენი, და სუდარი რომელი იყო თავსა მისსა მდებარე ერთსა ადგილსა, და კუალად წარჳდეს იგინი ვიდრემდე იხილეს ქე҃ ძლიერებით აღდგომილი ჴელმწიფებით, და ყოველსა სოფელსა უქადაგეს, აღგომაჲ მისი დიდებული:

დიდი და ყოვლად დიდებული ჰქმენ ჩემთჳს მრავალ-მოწყალე…

ღი҃ს-მშობლისა.

დიდი და ყოვლად დიდებული ჰქმენ ჩემთჳს მრავალ-მოწყალე ქე҃ ჩემო, რამეთუ ქალწულისაგან ყრმაასა იშევ გამოუთქმელად, და მიიღე ჯუარი, და სიკუდილისა თავს-მდებელი აღსდეგ დიდებით, და ბუნებაჲ ჩუჱნი სიკუდილისაგან განათავისუფლე, დიდება ქე҃ დიდებასა შენსა, დიდება ძალსა შენსა:

ვიდრე ბნელღა იყო საფლავად მოვიდა, მარიამ და…

საცისკრო გერი ზ. ჴმა ზ. ჯდომარე.

ვიდრე ბნელღა იყო საფლავად მოვიდა, მარიამ და იხილა ლოდი აღებული, და უთხრა მოწაფეთა, აღიღეს უ҃ი ჩემი და არა უწყი სადა დასდუჱს იგი, ხოლო პეტრე სხჳსა მის მოწაფისა თანა, მირავიდა ტილოთა, მიერ ჰრწმენა აღდგომაჲ, და მოეჴსენა, რამეთუ წერილთაებრ, ჯერ-იყო აღდგომაჲ, მკუდრეთით მაცხოვრისა, და კუალად წარჳდეს, რომელთა მიერ ჩუჱნცა გურწმენა, და გიგალობთ შენ, კაცთ-მოყუარეო უ҃ო შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ორნი ანგელოსნი იხილნა დღეს, მარიამ საფლავსა შინა…

ორნი ანგელოსნი იხილნა დღეს, მარიამ საფლავსა შინა, და ჴორცთათჳს უ҃ისათა ეტყოდა, რამეთუ არა უწყოდა, უ҃სა მემტილედ ხადოდა, უ҃ო უკეთუ შენ აღიღე მითხარ რათა წარმოვიღო იგი და წოდებით იცნა რა ვითარმედ უ҃ი არს, ფერჴთა მისთა შეუვრდა, ხოლო მჴსნელმან ჰრქუა ნუ შემომეხები, რამეთუ მამისა აღუალ, და წარუჱდ და ძმათა ჩემთა ახარე:

ერთი სამებისაგანი ჰშევ გამოუთქმელად ყრმააო, მყოფი ორთა…

ღი҃ს-მშობლისა.

ერთი სამებისაგანი ჰშევ გამოუთქმელად ყრმააო, მყოფი ორთა შინა ბუნებათა, მრჩობლი მოქმედებითა, და მხოლო გუამოვნებითა, რომელსა ევედრე მარადის, სარწმუოებით თაყუანის-მცემელთათჳს, ჰჴსნად ყოვლისაგან მტერთა ზედა დასხმისა, რამეთუ შენდამი მოვივლტით ყოველნი, დედოფალო ღი҃ს-მშობელო:

ცრემლნი მჴურუალენი მარიამისნი, შეიწირენ უ҃ო, და ღირს-ჰყავ…

საცისკრო გერი ჱ. ჴმა ჱ. ედემი.

ცრემლნი მჴურუალენი მარიამისნი, შეიწირენ უ҃ო, და ღირს-ჰყავ იგი, ანგელოსთა ხილუასა, და შენსა გამოცხადებასა, და რაჟამს იგი ენება, შეხებად ფერჴთა, შენთა არა აუფლე, არამედ შენთა, მოწაფეთა, ქადაგად წარავინენ, რომელთაცა, ახარე მამისა და ღი҃სა აღსლუაჲ შენი, ვითარცა ამცენ მათ, რომელთა თანა, ჩუჱნცა გამოგჳცხადე უ҃ო, მოწყალებით და ღირს-მყუჱნ, დაუსჯელად წარდგომად წინაშე დიდებისა, შენისა დღესა მას დიდსა განკითხჳსასა:

შერახუჱდ მჴსნელო, კართა მათ ჴშულთა, სულითა ყოვლად…

შერახუჱდ მჴსნელო, კართა მათ ჴშულთა, სულითა ყოვლად წმიდითა აღავსენ მოციქულნი შენნი, და მშჳდობითა შეჰბერე რა, და მიეც ჴელმწიფებაჲ შეკრუად და განჰჴსნად ცოდუათა ბრძანებითა, და შემდგომად რჳსა დღისა, თომას ჴელნი და გ҃უჱრდი შენი უჩუჱნნენ, რომლისათჳს ჩუჱნცა, გიღაღადებთ, შენ-ხარ უ҃ი და ღი҃ ჩუჱნი, თანა მამით და სულით წმიდითურთ:

იხილე რა ძეჲ შენნი ღი҃სა სძალო ყოვლად-წმიდაო…

ღი҃ს-მშობლისა.

იხილე რა ძეჲ შენნი ღი҃სა სძალო ყოვლად-წმიდაო ქალწულო, აღდგომილი საფლავით მესამესა დღესა, დამტევებელმან ჭირისა ყოვლისამან რომელი იგი მიიღენ ვითარცა დედამან ხილჳთა ვნებისა მისისათა, სიხარულითა აღუსებული მოწაფეთა თანა პატივის-მცემელი უგალობდ მას, რომლისა-თჳს აწ ღი҃ს-მშობლად აღმსარებელნი შენნი აცხოვნენ:

მწუხრი ერთ-შაბათსა მას, მოწაფეთა შორის დასდეგ, და…

საცისკრო გერი თ. ჴმა ჱ. მოვედით მორწმუნენო.

მწუხრი ერთ-შაბათსა მას, მოწაფეთა შორის დასდეგ, და საკჳრუჱლებითა საკჳრუჱლი დაამტკიცე, ბჭეთა ჴშულთა შესლჳთა მკუდრეთით აღდგომაჲ შენი დღეს მაცხოვარ, და აღავსენ სიხარულითა მოციქულნი, და სული წმიდა მიჰმადლე, და ჴელმწიფება მიეც შენდობად ცოდუათა, და კუალად თომა ურწმუნოებითა დანთქმად არა აუფლე, არამედ უჩუჱნენ მას ჴელნი და გუჱრდი შენი, და მორწმუნეჰყავ, მის თანა მოგუანიჭე ჩუჱნ, ცოდუათა შენდობაჲ, და გულის-ჴმის-ყოფაჲ კეთილი, ღო҃ ჩუჱნო და შეგჳწყალენ ჩუჱნ:

ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა, იყუნეს რა ერთად…

ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა, იყუნეს რა ერთად პეტრე და ძენი ზებედესნი, და ნათანაელ და თომა მარჩბივი, და სხუანი ორნი მოწაფენი ნადირობად, ბრძანებითა ქე҃სითა, მარჯუჱნით-კერძო სდუჱს ბადჱ, და თევზთა სიმრავლჱ შეაწყუდიეს, და იცნეს რა მჴსნელი, პეტრე წყალთა ზედა იწყო სლუად, და ჰპოვეს ნაკუჱრცხალი თევზითურთ და პური, რაჟამს სამ-გზის გამოეცხადა მათ:

აღდგომილსა უ҃სა საფლავით მესამესა დღესა, ევედრე ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

აღდგომილსა უ҃სა საფლავით მესამესა დღესა, ევედრე ქალწულო მგალობელთა შენთათჳს და სურჳლით მნატრელთა, რამეთუ შენ გჳვი ყოველთა ცხოვრებისა შესავედრებელ, და მისსა მიმართ შუა-მდგომელ, და რამეთუ სამკჳდრებელნი და მონანი შენნი ვართ ღი҃ს-მშობელო, და შეწევნასა შენსა მივხედავთ ყოველნი:

შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა, განყოფისა შენისათჳს სურჳელნი…

საცისკრო გერი ი. ჴმა ჱ. ნესტუსა დაბერეთ.

შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა, განყოფისა შენისათჳს სურჳელნი უ҃ო მოწაფენი შენი წარჳდეს, ნადირობად თევზისა, არამედ ვერა იპყრეს ვიდრემდის არა მიხუჱდ, და უბრძანე მარჯუჱნით დება ბადისა, და სიტყუაჲ შენი საქმე იქმნა, და სიმრავლჱ თევზისა ფრიადი, შეაწყვდიეს ბრძანებითა შენითა, და სერი უცხო მზა იპოვა ქუჱყანასა ზედა, რომლისა იგი ზიარ-ჰყუჱნ მაშინ მოწაფენი შენნი არამედ, და ჩუჱნცა ღირს-მყუჱნ, საცნაურად, შუჱბად კაცთ-მოყუარეო, უხრწნელსა მას ცხოვრებასა სასუფეველსა ცათასა:

შემდგომად წმიდისა აღდგომისა სამ-გზის ჰკითხა რა უ҃მან…

შემდგომად წმიდისა აღდგომისა სამ-გზის ჰკითხა რა უ҃მან პეტრეს, და თჳსთა ცხოვართა მწყემსთ-მთავრად გამოაჩინა, და მან იხილა რა სიყუარული, ჰკითხა ქე҃სა ვითარმედ ესერა, მიუგო უკეთუ მინდეს ეგოს ეგე, ვიდრე მეორედ-მოსლუადმდე, შენდა რა არს შენ შემომიდეგ მე საკჳრუჱლთ-მოქმედო ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, და სიბრძნით განმგებელო ყოვლისაო, მხოლოო, სახიერ დიდება შენდა:

ჵ საშინელი საიდუმლო, ჵ საკჳრუჱლი ყოვლად დიდებული…

ღი҃ს-მშობლისა.

ჵ საშინელი საიდუმლო, ჵ საკჳრუჱლი ყოვლად დიდებული, რამეთუ წარწყმდა სიკუდილითა სიკუდილი ყოვლითურთ, ვინ უკუჱ არა უგალობდეს და ვინ არა თაყუანის-ცემდეს აღდგომასა შენსა სიტყუაო, და ჴორცითა უბიწოდ მშობელსა შენსა ღი҃ს-მშობელსა, რომლისა ოხითა გჳჴსნენ ყოველნი გეენიისაგან:

გამოუცხადა თავი თჳსი მაცხოვარმან, მოწაფეთა შემდგომად აღდგომისა…

საცისკრო გერი ია. ჴმა ჭ. მთასა.

გამოუცხადა თავი თჳსი მაცხოვარმან, მოწაფეთა შემდგომად აღდგომისა, ხოლო შენ სიმონ მოგცა, ცხოვართა თჳსთა მწყსაჲ, და სამ-გზის ბრძანებითა, ნაცულად სიყუარულისა თჳსისა, და ითხოვდა შენგან ჩუჱნებად, ზრუნუასა და მოღუაწებასა მჭყემსისასა, ვინაცა გეტყოდა შენ ვითარმედ, უკეთუ გიყუარ დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, და კუალად ვითარმედ აძოენ კრავნი ჩემნი, რომელ მოვიგენ და შენ სიყუარულისა წესითა, სხჳსა მის მოწაფისათჳს იკითხევდ, რომელთა ოხითა სამწყსოჲ შენი ქე҃, იჴსენ განმრყუნელთა მგელთაგან:

რომელმან ნათელი აღმოუბრწყინუჱ სოფელსა, და სულნი ჩუჱნნი…

ყოველთა შჳდეულთანი ჴმისაებრ. ჴმა ა.

რომელმან ნათელი აღმოუბრწყინუჱ სოფელსა, და სულნი ჩუჱნნი განსწმიდენ ყოვლისაგან ცოდჳსა, უ҃ო ოხითა წმიდათა უსხეულოთათა გუაცხოვნენ ჩუჱნ:

ნათელი შენი საცნაური გამოავლინე უ҃ო, და განანათლენ…

ჴმა ბ.

ნათელი შენი საცნაური გამოავლინე უ҃ო, და განანათლენ დაფარულნი გულისა ჩუჱნისანი, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთათა გუაცხოვნენ ჩუჱნ:

გამოავლინე ნათელი შენი ქე҃ ღო҃, და განანათლენ…

ჴმა გ.

გამოავლინე ნათელი შენი ქე҃ ღო҃, და განანათლენ გულნი ჩუჱნნი, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთათა გუაცხოვნენ ჩუჱნ:

რომელმან ნათელი აღმოუბრწყინუჱ სოფელსა შენსა, და ბნელსა…

ჴმა დ.

რომელმან ნათელი აღმოუბრწყინუჱ სოფელსა შენსა, და ბნელსა შინა მყოფი სული ჩუჱნი განსწმიდე ყოვლისაგან ცოდჳსა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთათა გუაცხოვნენ ჩუჱნ:

ნათლისა მომცემელო უ҃ო, გამოავლინე ნათელი შენი, და…

ჴმა ე.

ნათლისა მომცემელო უ҃ო, გამოავლინე ნათელი შენი, და განანათლენ გულნი ჩუჱნნი, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთათა გუაცხოვნენ ჩუჱნ:

მეოხებითა უ҃ო ღი҃ს-მშობელისათა, ნათელი გადამოუვლინე სულთა, ჩუჱნთა…

ჴმა ვ.

მეოხებითა უ҃ო ღი҃ს-მშობელისათა, ნათელი გადამოუვლინე სულთა, ჩუჱნთა და დიდი წყალობაჲ:

აღმადგინე მე უ҃ო გალობად შენდა, და მასწავე…

ჴმა ზ.

აღმადგინე მე უ҃ო გალობად შენდა, და მასწავე მე ქნად წმიდისა ნებისა შენისა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა შენთათა, და მაცხოვნე მე:

ნათელი ხარ ქე҃ და განგუანათლენ ჩუჱნ, მეოხებითა…

ჴმა ჱ.

ნათელი ხარ ქე҃ და განგუანათლენ ჩუჱნ, მეოხებითა უსხეულოთათა, გუაცხოვნენ ჩუჱნ:

მთავარ-ანგელოსნო და ანგელოსნო, მთავრობანო, უფლებანო, ძალნო ჴელმწიფებანო…

ყოველთა შჳდეულთანი დღისაებრ. ორშაბათსა. დედანო ყურად-იღეთ.

მთავარ-ანგელოსნო და ანგელოსნო, მთავრობანო, უფლებანო, ძალნო ჴელმწიფებანო, საყდარნო, მრავალ-თუალნო ხერუვიმნო, ექუს-ექუს ფრთენო სერაფიმნო, ევედრენით ჰჴსნად ჩუჱნდა განსაცდელთაგან და ცეცხლისა დაუსრეტელისა:

წმიდაო შუამდგომელო ჩემო, და შესავდრებელო ძლიერო, და…

ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

წმიდაო შუამდგომელო ჩემო, და შესავდრებელო ძლიერო, და საფარუჱლო სოფლისაო, შეგივრდები შენ მჰჴმობელი, განსაცდელთაგან მიჴსენ მე, და გამომიტაცე ცეცხლისაგან საუკუნოჲსა:

წინა-მორბედსა იოანეს, და ნათლის-მცემელსა მაცხოვრისასა, წინასწარ-მეტყუჱლთა უწინასწარ-მეტყუჱლესსა…

სამშაბათსა. რომელმან ცისა სამყარო.

წინა-მორბედსა იოანეს, და ნათლის-მცემელსა მაცხოვრისასა, წინასწარ-მეტყუჱლთა უწინასწარ-მეტყუჱლესსა, და უდაბნოთა შინა აღზრდილსა, ელისაბედის შობილსა, ყოველნი ვადიდებდეთ:

მოგიგებ შენ შუა-მდგომელად კაცთ-მოყუარისა მიმართ ღი҃სა რათა…

ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

მოგიგებ შენ შუა-მდგომელად კაცთ-მოყუარისა მიმართ ღი҃სა რათა არა მსაჯოს მე წინაშე ანგელოსთა, საქმეთა ჩემთათჳს გევედრები, ქალწულო, შემეწიე ჟამსა სასჯელისასა:

ჯუარსა უ҃ისასა საჭურუჱლსა უძლეველსა მორწმუნეთასა, უგალობდეთ და…

ოთხშაბათსა. დედანო ყურად.

ჯუარსა უ҃ისასა საჭურუჱლსა უძლეველსა მორწმუნეთასა, უგალობდეთ და თაყუანის-ვჰსცემდეთ, რამეთუ არს იგი შესავედრებელ ქრისტიანეთა, დიდება მართლ-მადიდებელთა, სიქადულ და სასოება ღუაწლით-შემოსილთა, და ჯერისაებრ ვადიდებდეთ მას:

წინაშე ჯუარსა მდგომარე უბიწო, მხედუჱლი ძისა თჳსისა…

ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

წინაშე ჯუარსა მდგომარე უბიწო, მხედუჱლი ძისა თჳსისა ძელსა ზედა უსულოდ დამოკიდებულისა, დედობრივ ღაღადებდა და გოდებით ჰჴმობდა, რაჲ არს უცხო ესე საკჳრუჱლი, ვითარ უკუჱ დამბადებელი დაბადებულთა, ჯუარსა ზედა ვითარცა მკუდარი იხილუჱბის:

ათორებითო გუნდო წმიდათა მოციქულთაო, პატიოსნისა თანა ნიკოლოზისა…

ხუთშაბათსა. რომელმან ცისა სამყარო.

ათორებითო გუნდო წმიდათა მოციქულთაო, პატიოსნისა თანა ნიკოლოზისა მჳრონ-ლუკიისა, მღუდელ-მთავრისა, მაცხოვარსა დაუცხრომელად ევედრენით ჩუჱნთჳს:

უსასოთა სასოებაო, ყოვლად საგალობელო ღი҃ს-მშობელო, ცრემლით გიგალობ…

ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

უსასოთა სასოებაო, ყოვლად საგალობელო ღი҃ს-მშობელო, ცრემლით გიგალობ შენ, და სიღრმით გულისა ჩემისაო, მიჴსენ ქალწულო, საყოფელთაგან ჯოჯოხეთისათ:

ჯუარო მფარუჱლო ყოვლისა სოფლისაო, ჯუარო შუჱნიერებაო ეკკლესიათაო…

პარასკევსა.

ჯუარო მფარუჱლო ყოვლისა სოფლისაო, ჯუარო შუჱნიერებაო ეკკლესიათაო, ჯუარო სიმტკიცეო მეფეთაო, ჯუარო შემწეო მორწმუნეთაო, ჯუარო დიდებო ანგელოსთაო, და შემმუსრუჱლო ეშმაკთაო:

რომელი შენ მიერ ვიქადით ღი҃ს-მშობელო, და შენ…

ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

რომელი შენ მიერ ვიქადით ღი҃ს-მშობელო, და შენ გუაქუ მეოხად წინაშე ღი҃სა, მოჰყავ ჴელი შენი უძლეველი, და დაამჴუჱნ მტერნი ჩუჱნნი, და შემწე-გუჱყავ ჩუჱნ მონათა შენთა ქალწულო წმიდაო:

რომელმან ცისა სამყარო ვარსკულავითა შეამკუჱ ვითარცა ღთ҃-ხარ…

შაბათსა.

რომელმან ცისა სამყარო ვარსკულავითა შეამკუჱ ვითარცა ღთ҃-ხარ, და წმიდათა მოწამეთა შენთა მიერ ყოველი სოფელი განანათლე, დამბადებელნი შენნი გუაცხოვნენ:

რომელი მკუდართა და ცხოველთა ზედა ჴელმწიფებ ვითარცა…

მსგავსი.

რომელი მკუდართა და ცხოველთა ზედა ჴელმწიფებ ვითარცა ღი҃, და წმიდათა მოწამეთა შენთა მიერ ყოველი სოფელი განანათლე დამბადებელო, ყოველთაო მგალობელნი შენნი გუაცხოვნენ:

სიტკბოებაო ანგელოსთაო, მწუხარეთა სიხარულო ქრისტიანეთა მეოხო, ქალწულო…

ღი҃ს-მშობლისა.

სიტკბოებაო ანგელოსთაო, მწუხარეთა სიხარულო ქრისტიანეთა მეოხო, ქალწულო და დედაო უ҃ისაო, შემწე-გუჱყავ ჩუჱნ, და გამოგჳჴსნენ საუკუნეთა სატანჯუჱლთაგან:

იესო ტკბილო ქე҃ იესო, სულ-გრძელო სულისა ჩემისა…

მიმართ ჩუჱნისა იესო ქე҃სა, ბერძულისაგან სლავენურად თარგმნილი, ხოლო სლავენურისაგან ქართულად თარგმნილი, საქართველოს მეფის ძისა ალექსანდრეს მიერ. გალობა ა. ჴმა ვ. სძლისპირი. მოკუჱთილი ჰკუჱთს.

იესო ტკბილო ქე҃ იესო, სულ-გრძელო სულისა ჩემისა, წყლულებანი განჰკურნენ იესო, და დაატკე გული ჩემი, მრავალ-მოწყალეო გევედრები იესო მაცხოვარო ჩემო, რათა გადიდებდე შენ ცხოვნებული:

იესო ტკბილო, ქე҃ იესო, განმიღე მე სინანულისა კარი, კაცთ-მოყუარეო იესო ჩემო, შემიწყნარე მე შენდა მოლტოლჳლი, და მჴურუალედ მთხოველი იესო მაცხოვარო, ჩემო ცოდუათა მიტევებისა:

იესო ტკბილო, ქე҃ იესო, გამომიტაცე ჴელთაგან მტერისა მის, ბელიარისთა იესო და რირსმყავ, მარჯუჱნით წარდგმად დიდებისა შენისა, იესო მაცხოვარო ჩემო ნაწილსა მას, მარცხენეთასა და მჴსნელო ჩემო:

იესო ტკბილო კაცთ-მოყუარეო ქე҃ იესო, შემინდუჱნ მე ცოდჳთ დაცემანი სულისა ჩემისანი და ჰყავ გული ჩემი იესო, სავანედ შენდა თანა მამით და სულით წმიდითურთ:

იესო ქე҃ს, ღი҃სა მშობელო, დედოფალო ევედრე უჴმართა…

ღი҃ს-მშობლისა.

იესო ქე҃ს, ღი҃სა მშობელო, დედოფალო ევედრე უჴმართა ამათ, მონათა შენთათჳს ყოვლად წმიდაო, რათა ლოცჳთა შენითა სატანჯუჱლთაგან, უბიწოო ბიწიან ქმნილნი ესე გჳჴსნნეს, და შევეტკბნეთ დიდებასა სამარადისოსა:

არსთა მფლობელმან, და შემოქმედმან ღთ҃მან, შექმნულთა უვნებელად…

გალობა გ. სძლისპირი.

არსთა მფლობელმან, და შემოქმედმან ღთ҃მან, შექმნულთა უვნებელად, დაგლახაკენ რა შეაყავ თავი, და პასექსა რომელი გეგულუა სიკუდიდ თჳთ თავი თჳსი იმღუდელ-მოქმედე, ჰსჭამეთ მჴმობელმან ჴორცი ჩემი, და სარწმუნოებით განმტკიცდით:

ისმინე კაცთ-მოყუარეო იესო, ჩემო მონისაგან შენისა, რომელი…

ტროპარნი.

ისმინე კაცთ-მოყუარეო იესო, ჩემო მონისაგან შენისა, რომელი ესე გიღაღადებ სინანულით და მიჴსენ მე იესო, დასჯსა და ტანჯჳსაგან, მხოლოო სულ-გრძელო იესო, ტკბილო მრავალ-მოწყალე:

აღმადგინე მე იესო ჩემო, მონაჲ შენი დაცემული იესო ჩემო მაცხოვნე მე, მონანული იესო ჩემო, და გეენიისა მისგან მიჰჴსენ, მეუფეო კაცთ-მოყუარე, იესო ტკბილო მრავალ-მოწყალეო:

ჟამი იესო ჩემო რომელი მომეც ვნებათა შინა წარუვლე, იესო ჩემო ამისთჳს ნუ განმაგდებ იესო ჩემო, არამედ კუალად მომიწოდე გევედრები შენ, მეუფეო იესო ტკბილო და მაცხოვნე:

ქალწულო მშობელო იესოს ჩემისაო, ევედრე მას ჰჴსნად…

ღი҃ს-მშობლისა.

ქალწულო მშობელო იესოს ჩემისაო, ევედრე მას ჰჴსნად ჩუჱნდა, გეენიისა ცეცხლისაგან, მხოლოო ღი҃სა მტჳრთუჱლო, შესავედრებელო ჭირუჱულთაო, ღი҃უ-მიმადლებულო, და ღირს-მყუჱნ ცხოვრებასა დაუსრულებელსა:

განჰკურნე იესო ჩემო, სულისა ჩემისა წყლულებანი, იესო…

გალობად დ. სძლისპირი. წინასწარ-მეტყუჱლმან პირუჱლ.

განჰკურნე იესო ჩემო, სულისა ჩემისა წყლულებანი, იესო ტკბილო გევედრები, რათა ჴელთაგან, გამომიტაცო მე იესო ჩემო, სახიერო სულთა განმხრწელთა ბელიარისთა და მაცხოვნო მე:

შეგცოდე იესო ჩემო, სახიერო იესო ჩემო მაცხოვნე, მოლტოლჳლი, საფარუჱლისა შენისა მიმართ იესო, ტკბილო, სულ-გრძელო და კაცთ-ოყუარეო, სასუფეველსა, შენსა ღირს-მყავ მე:

არა რომელმან მე შეგცოდა, იესო ჩემო ვითარ მე შეგცოდე, უბადრუკმან და უღირსმან, არამედ კუალად, შენ გევედრები იესო ჩემო, მაცხოვნე მე და მომანიჭე, ცხოვრებისა მის დაკჳდრებაჲ:

შენ ყოვლად საგალობელო, იესოს ქე҃ს მშობელო, მას…

ღი҃ს-მშობლისა.

შენ ყოვლად საგალობელო, იესოს ქე҃ს მშობელო, მას ევედრე რათა ვიჴსნნეთ, სატანჯუჱლთაგან, ყოველნივე მგალობელნი შენნი, რომელნიცა ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად, გხადიან და სახელ-გდებენ შენ:

ხარ სიქადული იესო, გონებისა და სასო განწირულისა…

გალობა ე. სძლისპირი. სიყუარულისა საკუ.

ხარ სიქადული იესო, გონებისა და სასო განწირულისა სულისა ჩემისა იესო ჩემო, მიხსენ დასჯისა მისგან, რომელი ესე გიჴმობ მაცხოვნე მე, იესო ქე҃ უბადრუკი ესე:

ყოველთავე იესო ჩემო, ვნებათა მიმართ უკეთურებისათა, შთავრდომილი გიღაღადებ, იესო ჩემო შეწევნისა, ჴელი აღმიპყარ და აღმომიწოდე, რომელი გიწოდ მაცხოვნე მე, იესო ჩემო ტკბილო:

გონებისა მწიკულთა მქონე, იესო ჩემო გიღაღადებ შენ, განჰსწმიდე მწიკული ცოდუათა ჩემთა, მიჴსენ სიღრმისაგან უმეცრებისა, ბოროტებით შთავრდომილი ესე, სახიერო იესო ჩემო გევედრები:

იესო მშობელო ქალწულო, ღი҃სა დედაო მას ევედრე…

ღი҃ს-მშობლისა.

იესო მშობელო ქალწულო, ღი҃სა დედაო მას ევედრე აწ, რათა გჳჴსნნეს ყოველნვე, მორწმუნენი მონაზონნი და ერნი, დასჯისაგან რამეთუ შენსა გარეშე, შუა-მდგომელი და მჴსნელი არავინ ვიცით:

იესო ჩემო, ქე҃ მრავალ-მოწყალეო აღგიარებ, შემიწყალე იესო…

გალობა ვ. სძლისპირი. მუცლად-იღო იონა.

იესო ჩემო, ქე҃ მრავალ-მოწყალეო აღგიარებ, შემიწყალე იესო, მაცხოვარო, ხრწნილებისაგან მიხსენ იესო ჩემო, რამეთუ არავინ იქმნა ესრეთ, უძღებ ვითარ მე ვნებული, კაცთ-მოყუარეო, არამედ შენ იესო ტკბილო მაცხოვნე მე:

იესო ჩემო, მეძავსა მას და უძღებსა მანასეს, და მეზუჱრესა და ყოველთა, მცოდუჱლთა პირუჱლთა, და შემდგომთა წარვჰჴედ, იესო ჩემო, ვნებათა და სიბილწეთა, მიერ კუალად ავაზაკსა, და ნინეველთა, იესო ტკბილო, სინანულსაცა მათსა ღირს-მჰყავ:

იესოს ჩემისა, ქე҃ს ღი҃სა მშობელო ყოვლად წმიდაო…

ღი҃ს-მშობლისა.

იესოს ჩემისა, ქე҃ს ღი҃სა მშობელო ყოვლად წმიდაო, ქალწულო სძალო ღი҃საო მარიამ მხოლოო შეუგინებელო, შეგინებული ესე, და კეთილთაგან ყოვლადუჱ ცალიერი, აწ ლოცუათა შენთა უსუპითა, განმწმიდე და შეურუჱბულსა, ნუ განმაგდებ კურთხეულო:

მაცხოვარო ჩემო იესო რომელმან აცხოვნე უძღები იგი…

წარდგომა, ჴმა ა. მხედარნი რომელნი.

მაცხოვარო ჩემო იესო რომელმან აცხოვნე უძღები იგი, მაცხოვარო ჩემო იესო რომელმან შეიწყნარე მეძავი იგი, აწ მეცა შემიწყალე იესო მრავალ-მოწყაჵ ლეო, მაცხოვნე და მოწყალე-მექმენ ჵ იესო ქუჱლის-მოქმედო ვითარცა მანასჱ, სახიეო იესო ჩემო, ვითარცა მხოლო კაცთ-მოჵ ყუარე-ხარ:

ვჰსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვჰყავთ წინაშე…

გალობა ზ. სძლისპირი.

ვჰსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვჰყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ აწ, არცა ვჰყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩუჱნ, გარნა ნუ მიმცემ ჩუჱნ სრულიად მაღალო, მამათა ჩუჱნთა ღო҃:

ქე҃ იესო არა რომელმან ცოდა, ქუჱყანასა ზედა…

ტროპარნი.

ქე҃ იესო არა რომელმან ცოდა, ქუჱყანასა ზედა საუკუნითგან, იესო ჩემო, ვითარ მე ვსცოდე უბადრუკმან, და უძღებმან ამისთჳსცა, გიღაღადებ იესო ჩემო, და გევედრები შენ მოწყალე-მექმენ მე, მოწყალეო იესო, უ҃ო და ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ქე҃ იესო შენ გიღაღადებ შიშსა მას შენსა შემჰსჭუალე, გული ჩემი იესო ჩემო, წარმიძეღუ მყუდროებისა ნავთ-საყუდელად, იესო ჩემო რათა ცხონებული, გიღაღადებდე მოწყალე მექმენ მე კურთხეულო, იესო უ҃ო და ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ქე҃ იესო მრავალ-გზის აღგითქუ, ვნებულმან სინანული და კუალად გეცრუვე უბადრუკი, და აწ კუალად უგრძნობელად, მყოფი ესე გიგალობ, სული და გონება ჩემი განაბრწყინუჱ ქე҃ სახიერო, კურთხეულო იესო და ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ქე҃ს იესოს მშობელო, სძალო საშინელო უმეტეს ბუნებათასა…

ღი҃ს-მშობლისა.

ქე҃ს იესოს მშობელო, სძალო საშინელო უმეტეს ბუნებათასა, ევედრე ყოვლად წმიდაო, მოტევებად ყოველთა ცოდუათა ჩემთა ქალწულო რათა, გიწოდდე ცხოვნებული კურთხეულ-ხარ დედოფალო, ღი҃სა ჴორცითა მშობელო უხრწნელო, და მაცხოვარო სულთა ჩუჱნთაო:

წმიდანი შენნი, ყრმანი ბაბილონს შინა, ხერუვიმთა მიმსგავსებულნი…

გალობა ჱ. სძლისპირი.

წმიდანი შენნი, ყრმანი ბაბილონს შინა, ხერუვიმთა მიმსგავსებულნი, სამსა წმიდასა გალობასა იტყოდეს გაკურთხევთ შენ, გიგალობთ, და აღგამაღლებთ ყოველთა ღთ҃სა:

შენ გევედრები იესო ჩემო, ვითარცა მეძავი იგი…

ტროპარნი.

შენ გევედრები იესო ჩემო, ვითარცა მეძავი იგი იჴსენ იესო, მრავალთა ცოდუათაგან, ეგრეთუჱ მე იესო ჩემო მიჴსენ და წმიდა-ჰყავ გონებაჲ ჩემი, შეგინებული:

მივსდერკ იესო ჩემო პირუტყუჱბრივთა, გემოთა და პირუტყუად ვჰსჩან, ჭეშმარიტად იესო ჩემო, და ვნებითა მივემსგავსე, მაცხოვარო ჩემო იესო პირუტყუჱბისაგან მიჰჴსენ მე:

შთავვარდი იესო ჩემო განმხრწნელთა, ავაზაკთა შორის და განმეძარცუა სამოსელი, ღი҃უ-ქსოვილი, და მდებარე-ვარ წყლულებით, და გუჱმულსა ამას დამასხ, წყალობისა ზეთი და ღჳნოჲ:

იესოს ჩემისა მტჳრთუჱლო ღი҃ს-მშობელო, გამოუთქმელად მას ევედრე…

ღი҃ს-მშობლისა.

იესოს ჩემისა მტჳრთუჱლო ღი҃ს-მშობელო, გამოუთქმელად მას ევედრე ჰჴსნად ჩუჱნდა, ჭირთა და ურუათაგან მონათა, და მგალობელთა შენთა ქალწულო:

შენ მხოლო სანატრელ-ხარ, თესლებსა შორის ქალწულო, რამეთუ…

გალობა თ. სძლისპირი.

შენ მხოლო სანატრელ-ხარ, თესლებსა შორის ქალწულო, რამეთუ გამოგჳბრწყინდა, შენგან ნათელი, მსხდომარეთა ბნელსა მას შინა, და განანათლნა სულნი ჩუენნი, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, სამართლად გადიდებთ:

თანა წარუჰჴედ მანასეს, მეზუჱრესა მეძავსა და უძღებსა მოწყალეო, იესო ჩემო, და ავაზაკსა საქმეთა მათ შინა, სირცხჳლისა დსა უადგილოჲსათა, იესოს, არამედ შენ, იესო ჩემო ისწრაფე და მაცხოვნე მე:

ადამისითგან იესო, ყოველთავე მცოდუჱლთა უწინარეს, სჯულისა და სჯულთა შინა, და შემდგომად სჯულისა, მძლე-ვექმენ მადლსა ვნებათა მიერ უბადრუკმან, არამედ შენ იესო, სასჯელითა მით შენითა მაცხოვნე მე:

ნუ განმყოფ მე იესო, გამოუთქმელისა მის, დიდებისა შენისაგან, ნუმცა მექმნების, ნაწილი იგი მარცხენჱ ტკბილო, არამედ მარჯუჱნით ცხოვართა შენთა თანა, შემრაცხე ქჱ იესო ჩემო ტკბილო და განმისუჱნე:

იესო ქე҃ს მშობელო, რომლისა მტჳრთუჱლ-იქმენ, მხოლოო გამოუცდელო…

ღი҃ს-მშობლისა.

იესო ქე҃ს მშობელო, რომლისა მტჳრთუჱლ-იქმენ, მხოლოო გამოუცდელო, ქორწილისაო, ქალწულო მოწყალე-ჰყავ იგი რათა, გჳჴსნნეს ჭირთაგან და ცეცხლისა მისგან, მერმისა მოსლუადისა:

იესო ყოვლად ტკბილო, სულთა და გონებათა ჩუჱნთა…

სინანულისანი, უ҃ისა მიმართ ჩუჱნისა იესო ქე҃სა. ჴმა ვ. ყოველთა სასოება.

იესო ყოვლად ტკბილო, სულთა და გონებათა ჩუჱნთა წმიდამყოფელო, მეუფეო ქე҃ მრავალ-მოწყალე, იესო მაცხოვარო ჩემო ყოვლად ძლიერო ნუ დამიტევებ, მაცხოვარო ჩემო მიჴსენ, ყოვლისა სატანჯუჱლისაგან იესო, ყოვლად ძლიერო ნუ დამიტევებ, ღირს-მჰყავ ცხოვნებულთა შენთა ნაწილსა, იესო ტკბილო და გუნდსა მას რჩეულთა შენთასა, შემრაცხე მე იესო, ტკბილო კაცთ-მოყუარეო:

იესო ყოვლად ტკბილო, მონაზონთა დიდებაო მმარხუჱლთა სიწმიდეო…

მსგავსი.

იესო ყოვლად ტკბილო, მონაზონთა დიდებაო მმარხუჱლთა სიწმიდეო, და შუამდგომელო მოღუაწეთაო, იესო მაცხოვნე მაცხოვარო ჩემო, სახიერო და გუჱლისა მის ჴელისაგან, განმარინე იესო, და ბადისა მისისაგან მაცხოვარო ჩემო მიჴსენ, და აღმომიყუანე მღჳმით ქუჱსკნელით, და მარჯუჱნით ცხოვართა შენთა თანა შემრაცხე, იესო სახიერო მაშურალი და ტჳრთ-მძიმჱ:

იესო ყოვლად ტკბილო, მოციქულთა დიდებაო, მოწამეთა მეუფეო…

დიდება, მსგავსი.

იესო ყოვლად ტკბილო, მოციქულთა დიდებაო, მოწამეთა მეუფეო სიქადულო ჩემო ყოვლად ძლიერო, იესო მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო, შუჱნიერო და სასურუჱლო, ქე҃ შემიწყალე, ოხითა მშობელისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთა, მოციქულთა, და წინასწარ-მეტყუჱლთა, და წმიდათა ზეცისა ძალთა, მეოხებითა უ҃ო სამოთხისა შუჱბასა, ღირს-მყავ იესო კაცთ-მოყუარეო:

ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახუასა ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო…

აწდა. ღი҃ს-მშობლისა, მსგავსი.

ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახუასა ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ შენ მეოხ-მეყავ და მაცხოვნე ჭირუჱული, რამეთუ შემწე-ხარ ყოვლად ძლიერი ქალწულო ღი҃სა დედაო, და მტერთა დამცემელი და უცხო-თესლთა მომსრუჱლი, ექმენ თანა შემწე მეფესა ჩუჱნსა მორწმუნესა, და ერსა შენსა და ქალაქსა, და მგალობელთა, და იჴსნენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრისტიანენი:

ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუჱლთ მოქმედმან კუჱრთხმან…

პარაკლიტიკოს, (რომელ არს ნუგეშინის ცემითი) უფროსად წმიდისა მიმართ ღი҃ს-მშობელისა, ქმნილი მეფისა მიერ უ҃ისა თეოდორე დუკა ლასკარისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.

ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუჱლთ მოქმედმან კუჱრთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა, და განუღო ზღუა მეწამული, და ისრაილი იჴსნა, განმავალად მეტყუჱლნი გალობასა, უ҃ისასა რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:

ზედა მოსლუანი ჭირთანი, ავრცელ-მღელუარებენ, მდაბალსა სულსა ჩემსა…

ტროპარნი.

ზედა მოსლუანი ჭირთანი, ავრცელ-მღელუარებენ, მდაბალსა სულსა ჩემსა, და ღრუბელნი განსაცდელთანი დაფარულ-ჰყოფენ გულსა ჩემსა, ღი҃სა სძალო, არამედ რომელმან ჰშევ ნათელი იგი საღმრთოჲ საუკუნეთა უპირატესი, გამოაბრწყინუჱ ჩემდა ნათელი სიხარულისა:

უზომოთა მიერ იწროებათა, და ურუათა და მტერთაგან ბოროტთა, და განსაცდელთა სოფლისათა, ჰჴსნილი ყოვლად წმიდაო ძლიერითა ძალითა შენითა, უგალობ და ვადიდებ უზომოთა წყალობათა შენთა, და ჩუჱნდა მომართსა შენ ძლითსა ნუგეშინის-ცემასა:

მოსავი ძლიერისა მის, შეწევნისა და საფარუჱლისა შენისა, მოვივლტი ყოვლითა სულითა ჩემითა, და მომდრეკელი მუჴლთა დედოფალო, ვჰსტირ უკუჱ მკუნესარე, ნუ უგულებელს-მჰყოფ უბადრუკსა ამას შესავედრებელო ქრისტიანეთაო:

არა დავსდუმნე გალობად უმცხინუარესისა დიდებულებისა შენისა, რამეთუ უკეთუ არამცა ყოფილ-იყავ შენ მეოხ ჩემთჳს ძისა მიმართ შენისა ყრმააო, ვინმცა სადა ესე ვითართა გრიგალთაგან მიჴსნა მე, და ბოროტთა მიერ განსაცდელთა:

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შედგომად ღი҃სა შენდა მოვივლტით ვითარცა უძლეველისა, ზღუდისა და შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულთა ჩუჱნთა სნეულებანი:

შენ დამამყარებელო კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო…

გალობა გ. სძლისპირი.

შენ დამამყარებელო კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო დამამტკიცენ ჩუჱნ, სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო მხოლოო კაცთ-მოყუარე:

დატევებული ყოველთა მიერ გიჴმობ სალმობიერად, ისწრაფე მჴურუალითა…

ტროპარნი.

დატევებული ყოველთა მიერ გიჴმობ სალმობიერად, ისწრაფე მჴურუალითა შუა-მდგომელობითა შენითა, და შეწევნაჲ შენი მომეც მდაბალსა და უბადრუკსა მონასა შენსა, მეძიებელსა მჴურუალედ შეწევნასა მაგის შენისასა:

რამეთუ საკჳრუჱლ-ჰყავ ჩემ ზედა დედოფალო, ქუჱლის-მოქმედებაჲ და წყალობაჲ შენი ყრმააო, ამისთჳს გადიდებ შენ, უგალობ და პატივს-ვჰსცემ, მრავალსა და უზომოსა განგებასა შენსა:

მავრცელ-მღელუარებს მე გრიგალი განსაცდელთა დედოფალო, და დამნთქმენ სამ-მღელუარებანი ჭირთანი, არამედ წინამსწრობელმან მომეც მე ჴელი შეწევნისა და მჴურუალისა შუამდგომელობისა შენისა:

ჭეშმარიტსა ღი҃ს-მშობელსა აღგიარებ შენ დედოფალო, აღმჴოცელსა სიკუდილისა სიმტკიცისასა, რამეთუ შენ უკუჱ მაცხოვარმან მაგან, საკრუჱლით ჯოჯპოხეთისათ, ცხოვრებად აღმიყუანე მე ქუჱყანად შთამავალი ესე:

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შემდგომად ღი҃სა, შენდა მოვილტჳთ ვითარცა უძლეველისა, ზღუდისა და შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა, წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

შენ ხარ ქე҃ ღი҃ ჩემი, შენ ხარ…

გალობანი დ. სძლისპირი.

შენ ხარ ქე҃ ღი҃ ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უ҃ი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისა, რომელმან არა, დაუტევენ წიაღნი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩუჱნსა, ამისთჳსცა წინასწარ-მეტყუჱლისა ამბაკომის თანა ვიტყოდეთ, ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე:

სადაღა ვჰპოომცა სხუაჲ შეწევნაჲ, ანუ სადამე მოვივლტოდე…

ტროპარნი.

სადაღა ვჰპოომცა სხუაჲ შეწევნაჲ, ანუ სადამე მოვივლტოდე, და სადა უკუჱ ვჰსცხოვნდე, ანუ ვითარიმე ვჰპოომცა შემწჱ მხურუალჱ ვაჲ ჩემდა რამეთუ შევირყევი ჭირთა მიერ სოფლისათა, და ქართაგან ბორბალთა, არამედ მოსავვარ შენდამი მხოლოსა, და კადნიერ ვარ და ვიქადი, და მოვივლტი საფარუჱლისა მიმართ შენისა, მაცხოვნე მე:

ტკბილსა მდინარესა წყალობასა შენისასა, ნიჭთა მიერ მდიდართა შემაცურეველსა, ყოვლად უბადრუკ-ქმნილისა და მდაბლისა სულისა ჩემისასა, რომელი განსაცდელთა მიერ და ჭირთა საჴუმილითა შემწუარ-არს, ვადიდებ ყოვლად წმიდაო და ვქადაგებ, და მოვივლტი, საფარუჱლისა მომართ შენისა, მაცხოვნე მე:

შენ მივი მხოლო ზღუდე უბრძოლუჱლ წმიდაო და უბიწოო, ხოლო შესავედრებელ და ძლიერ საფარუჱლ, და საჭურუჱლ ცხოვრებისა, ნუ უგულებელს-მჰყოფ მე უძღებსა უსასოთა სასოებაო, უძლურთა შეწევნაო, და ჭირუჱულთა სიხარულო და შუამდგომელო:

ვითარმე შეუძლო თქმად ჯერისაებრ უზომოთა მოწყალებათა შენთა ჵ დედოფალო, რომელნი ბოროტად ურჳლსა სულსა ჩემსა ვითარცა წყალნი მარად გარე მოადგანნ, ეჰა განგებასა და ქუჱლის-მოქმედებასა, შენსა, რომელიცა უგუნურად წარუსწყმიდენ უბადრუკმან:

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შემდგომად ღი҃სა, შენდა მოვივლტით ვითარცა უძლეველისა, ზღუდისა ა შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა, წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

ნუსადა განმიშორებ პირისაგან, შენისა ნათელო წარუვალო, და…

გალობა ე. სძლისპირი.

ნუსადა განმიშორებ პირისაგან, შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან, წყუდიადისამან განუნათლებელმან არამედ, მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარმართე სლუაჲ ჩემი გევედრები:

გიგალობ შენ მადლობით, გიხაროდენ დედაო ქალწულო, გიხაროდენ…

ტროპარნი.

გიგალობ შენ მადლობით, გიხაროდენ დედაო ქალწულო, გიხაროდენ სძალო ღი҃საო, გიხაროდენ საფარუჱლო საღმრთოო, გიხაროდენ საჭურუჱლო და ზღუდეო დაურღუჱველო, გიხაროდენ შუამდგომელო შემწეო და ცხოვრებაო, სარწმუნოებით შენდა მოლტოლჳლთაო:

ცუდად მოძულეთა ჩემთა განმიმზადნეს ისარნი, და მახჳლნი, და მთხრებლი, და ეძიებენ ყოვლად უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთა და ბძარუად, და სურისთ შთაყუანად ქუჱყანისადმი, არამედ ვითარცა წინა-მსწრობელმან, მიჴსენ მე მათგან უბიწოო:

ვითარიმე ძღუჱნი შევჰსწირომცა შენდა მადლობისა, სიტკბოებისათჳს ნიჭთა შენთასა, და უზომოჲსა სახიერებისა შენისა, ამისთჳს უკუჱ ვადიდებ და გალობისვმეტყუჱლებ და განუადიდებ გამოუთქმელსა მას ჩემდამო წყალობასა შენსა:

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შემდგომად ღი҃სა, შენდა მოვივლტით ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მშობელო, და ჴორცთა ჩუჱნთა, წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

ვედრებასა ჩემსა, განუფენ უ҃ისა მიმართ, და მას…

გალობანი ვ. სძლისპირი.

ვედრებასა ჩემსა, განუფენ უ҃ისა მიმართ, და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა რამეთუ, ბოროტითა აღივსო სული ჩემი, და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონასებრ, ვღაღადებ აღმომიყუანე მე ღო҃ ჩემო:

ღრუბელმან ჭირთამან დაჰფარა ყოვლად უბადრუკი სული ჩემი…

ტროპრები.

ღრუბელმან ჭირთამან დაჰფარა ყოვლად უბადრუკი სული ჩემი და გული, და სიბნელჱ შემოჰყავსთ ჩემდა ყრმააო, არამედ ნათლისა მიუახლებელისა მშობელო შორად განსდევნენ იგინი, მობერჳთა საღმრთოთა ლოცუათა შენთათა:

ნუგეშინის-მცემელ ჭირთა შინა, და მკურნალ უძლურთა გიცი შენ, და ყოვლად შემმუსრუჱლ სრულიად სიკჳდილისა, და მდინარედ ცხოვრებისა აღუსებულად, და მსწრაფლ შემწე მალიად ყოველთა განსაცდელთა შინათა:

არა დავფარავ წყალობისა შენისა სიღრმესა, და უზომოსა საკჳრუჱლებათა მდინარესა, და წყარეოსა მარადის მომდინარესა, და წყაროსა მარადის მომდინარესა, ჩემდა მომართ მოწყალებისა შენისასა დედოფალო, არამედ ყოველთა აღჳარებ, ვჰჴმობ, ვქადაგებ და ვიტყჳ:

გარე-მომადგეს ღელუანი სოფლისანი, ვითარ იგი ფუტკარნი გოლსა ქალწულო, და ისარნი ჭირთანი მოსწყლუჱნ გულსა ჩემსა, არამედ შემწე ჩემდა იქმენ, დამდევნეთ და მჴსნელ ყოვლად უბიწოო:

გჳხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შემდგომად ღი҃სა, შენდა მოვივლტით ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

ყრმანი ებრაელნი საჴმილსა შინა, ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…

გალობა ზ. სძისპირი.

ყრმანი ებრაელნი საჴმილსა შინა, ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃, ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ნათლისა მშობელო ღი҃ს-მშობელო, მე დაბნელებული ესე ღამითა…

ტროპარნი.

ნათლისა მშობელო ღი҃ს-მშობელო, მე დაბნელებული ესე ღამითა ცოდჳსათა განმანათლე წმიდაო ნათლისა შემწყნარებელო განწმედილო, რათა სურჳლით გადიდებდე შენ:

საფარუჱლ, და შუამდგომელი, და შემწე, და სიქადულ ქალწულო მექმენ აწ განშიშულებულსა ამას, ყოვლისაგანუჱ შეწევნისა, შეუწევნელთა ძალო, და სასოო უსასოთაო:

ყოვლითა სულითა, და გონებითა ჩემითა, და გულითა, და ბაგითა გადიდებ შუჱბული დიდთა მიერ ნიჭთა შენთა, არამედ ჵ დიდსა სახიერებასა შენსა, და უზომოთა საკჳრუჱლებეთა:

მოიხილე მოწყალებითა თუალითა, და მოხედე განბოროტებასა ამას რომელი მაქუს, და ბოროტთაგან განსაცდელთა, და ვნებათა, და განცდათა, და ურუათა მიჴსენ მე, უზომოჲთა მაგით წყალობისა შენითა:

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შემდგომად ღი҃სა, შენდა მოვივლტით ვითარცა უძ ლეველისა, ზღუდისა და შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა, წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

მთასა ზედა, მოსეს თანამზრახუჱლმან, მაყულოვანით, სახედ გამოაჩინა…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მთასა ზედა, მოსეს თანამზრახუჱლმან, მაყულოვანით, სახედ გამოაჩინა, და ქალწულისაგან შობილსა უვნებელად, ყოველნი ვაკურთხევთ, და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:

ნუ უგულებელს-მყოფ ქალწულო წმიდაო, სახიერებისათჳს და წყალობისა…

ტროპარნი.

ნუ უგულებელს-მყოფ ქალწულო წმიდაო, სახიერებისათჳს და წყალობისა შენისა, დანთქმულსა ამას ვრცელითა ღელჳთა სოფლისათა, არამედ მომეც მე ჴელი შეწევნისა, შეიწრებულსა, ჭირთაგან სოფლისათა:

გარე-მოდგომილებათა, და ჭირთა, და იწროებათა მპოეს მე წმიდაო, და განსაცდელნი სოფლისანი ყოვლითურთ გარე-მომადგეს, არამედ წარმომიდეგ და შემეწიე, ძლიერთა საფარუჱლითა შენითა:

ლიმენად ვრცელ-ღელუათა შინა, მექმენ მე, და მწუხარებათა შინა სიხარულ და მხიარულება, და უძლურებათა შინა მსწრაფლ შემწე, და განსაცდელთა შინა მჴსნელ და შუამდგომელ:

გიხაროდენ საყდარო ცეცხლ-ხატებო უ҃ისაო, გიხაროდენ ტაკუკო საღმრთოო შემწყნარებელო მანანაჲსაო, გიხაროდენ ოქროსა სასანთლეო, სანთელო დაუშრეტელო, გიხაროდენ ქალწულთა დიდებაო, და დედათა შუჱნიერებაო და სიქადულო:

გჳხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შემდგომად ღი҃სა, შენდა მოვივლტით ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს…

გალობა თ. სძლისპირი.

განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუჱყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღი҃ შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:

ვისსამე მიმართ სხჳსა მივივლტოდემცა წმიდაო, ანუ ვისდამი…

ტროპარნი.

ვისსამე მიმართ სხჳსა მივივლტოდემცა წმიდაო, ანუ ვისდამი მივრბიოდე და ვჰსცხონდე, ანუ სადაღამე წარჳდე, ანუ ვინმე ვპოომცა შესავედრებელ, და ვითარიმე შემწე მჴურუალე ჭირთა შინა, არამედ შენ მხოლოსა მოსავ ვარ, და შენ მიერ მხოლოსა ვიქადი, და შენდამი კადნიერი მოვივლტი:

არ-შესაძლო-არს აღრიცხუად დიდებულებათა შენთა ღი҃სა სძალო, და სიღრმისა გამოუკუთეველისა, თქმად, უაეღრეს გონებისა მარადის სრულთა საკჳრუჱლებათა შენთა ქმნილთა, სურჳლით პატივის-მცემელთა მიმართ, და სარწმუნოებით ჭეშმარიტად ღი҃ს--მშობლად თაყუანის-მცემელთა შენთა:

გალობითა სამადლობელითა დიდების ვმეტყუჱლებ, და პატივვჰსცემთ განუზომელთა წყალობათა, და ყოველთა მიმართ მრავალთა ძალთა შენთა აღჳარებ, და ქუჱლის-მოქმედებათა შენთა, რომელნიცა იგი წარმოაცალიერენ ჩემ ზედა, ვჰქადაგებ და ვადიდებ, სულით, და გულით, და ენითა მარადის:

ვედრებაჲ ჩემი გლახაკი შეიწირე, და ტირილსა ჩემსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, და ცრემლთა, და სულ-თქმათა, არამედ შემეწიე მე ვითარცა სახიერ-ხარ, და აღასრულე თხოვაჲ ჩემი, რამეთუ ვითარცა დედა მეუფისა ღი҃სა შემძლებელ-ხარ შენ ყოვლისავე, უკეთუ მოსდრკემცა ოდენ მდაბლისა მომართ უბადრუკებისა ჩემისა:

გჳხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შემდგომად ღი҃სა შენდა მოვივლტით ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუა-მდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა, წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

ქუჱყანასა მწყურნებსა ვითარცა ჴმელსა, განჳდა და შრომათაგან…

(რომელ-არს ნუგეშინის-ცემითი,) ყოვლად წმიდისა მიმართ ღი҃ს-მსობელისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.

ქუჱყანასა მწყურნებსა ვითარცა ჴმელსა, განჳდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა, ერი ისრაილთა ღაღადებდა, მჴსნელსა ჩუჱნსა და უ҃სა უგალობდეთ:

გარე-მოცული მრავალთა განსაცდელთაგან, შენდა მოვივლტი ჵ დედოფალო…

ტროპარნი.

გარე-მოცული მრავალთა განსაცდელთაგან, შენდა მოვივლტი ჵ დედოფალო, და ვითხოვ წყალობასა, ჭირთა და ურუათაგან მიჴსენ მე, მჴსნელო და მაცხოვარო განწირულთაო:

შემაშფოთებენ მე ვნებათა კუჱთებანი, და მრავლითა ურჳთა აღავსებენ სულსა ჩემსა, მშჳდობაჲ მყუდროჲ მომმადლე სძალო, ძისა და ღი҃სა შენისა, ვედრებითა:

ღი҃სა მაცხოვრისა მშობელო ქალწულო, შენგან ვითხოვ მე ჭირთაგან განთავისუფლებასა, და სულსა და გონებასა ჩემსა, შენდა მომართ აღჳპყრობ საგალობელო:

ჭირთა შინა და განსაცდელთა შეყენბული, მოხედუასა შენსა და ზრუნუასა ღირს-მყავ ღი҃ს-მშობელო, ვითარცა სახიერისა ღი҃სა, მშობელმან სახიერმან და მოწყალემან:

შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო…

გალობა გ. სძლისპირი.

შენ დამამყარებელო, კამარათა ცისათაო უ҃ო, და აღმაშენებელო ეკკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუჱნ, სირყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო მხოლოო კაცთ-მოყუარეო:

სასოდ და სიქადულად, და მფარუჱლად ცხოვრებისა ჩემისა…

ტროპარნი.

სასოდ და სიქადულად, და მფარუჱლად ცხოვრებისა ჩემისა, და მჴსნელად და ზღუდედ შენ გიცნობთ ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, შენ მექმენ წინა-მძღუარი, და ნავთ-სადგურად საღმრთოდ კეთილთა მიზეზო, და მორწმუნეთა სინტკიცეო, მხოლოო ყოვლად დიდებულო:

გევედრები ქალწულო, აღძრუაჲ სულიერი, და გრიგალი დაჰჴსენ მწუხარებისა ჩემისა, რამეთუ ჰშევ შენ ღი҃სა სძალო დასაბამი მყუდროებისა ქე҃, მხოლოო ყოვლად წმიდაო:

ქუჱლის-მოქმედი ღი҃, და მიზეზი ყოველთა გჳშევ, ამისთჳს გევედრებით მოგუმადლე სძალო სიმრავლე კეთილთა რამეთუ, ყოველივე ძალ-გიცს, ვითარცა მშობელსა ქე҃ს ღი҃სასა, რომელ იგი არს ძლიერი ძალითა, მხოლოო ღი҃უ-სანატრელო:

ფიცხელთა სალმობათა, და ვნებათაგან ბოროტთა განჳცდები, შენ შემეწიე ქალწულო მკურნალო სულთა და ჴორცთა ჩუჱნთაო, რამეთუ საუნჯედ, ყოველთა კეთილთა და კურნებათა, უკურნებელთა სალმობათასა, შენ გიცნობთ კრებულნი მორწმუნეთანი:

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი შემდგომად ღი҃სა, შენდა მოვივლტით ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო, ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

მესმა უ҃ო განგებაჲ, საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ…

გალობა დ. სძლისპირი.

მესმა უ҃ო განგებაჲ, საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ საქმენი შენნი, და აღჳარე მე ღუთაება შენი:

ვნებათა ჩემთა აღძრუანი, და ღელუანი ცოდუათა და…

ტროპარნი.

ვნებათა ჩემთა აღძრუანი, და ღელუანი ცოდუათა და ბრალთა ჩემთანი, დააყუდენ სძალო წმიდაო, რომელმან ჰშევ ღი҃ ყოვლად ძლიერი:

მოწყალებისა უფსკრული, მომანიჭე მუჱდრებელსა ამას შენსა, რომელმან ჰშევ ღი҃ მოწყალე, და მჴსნელი ყოველთა შემსხმელთა შენთა:

რომელი ვიშუჱბთ ნიჭთაგან შენთა, უბიწოო მადლობისა ჴმასა, შევსწირავთ შევსწირავთ შენდა და გქადაგებთ, დედად ქე҃ს ღი҃სად, და ქალწულად წმიდად:

სალმობისა სარეცელსა, და ურჳსა ცხედარსა ზედა მდებარესა, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე, შემეწიე სძალო და აღმადგინე:

რომელთა მოგჳგიე შენ, სასოდ და სიმტკიცედ და ზღუდედ შეუძრუჱლად, ჭირთაგან განთავისუფლდებით, ჵ საგალობელო ღი҃სა დედაო:

განგუანათლენ ჩუჱნ, ნათლითა შენითა უ҃ო, და მკლავითა…

გალობა ე. სძლისპირი.

განგუანათლენ ჩუჱნ, ნათლითა შენითა უ҃ო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი, ზეცით მომეც ჩუჱნ კაცთ-მოყუარე:

აღავსე სძალო სიხარულითა ცხოვრებაჲ ჩუჱნი, და საღმრთო…

ტროპარნი.

აღავსე სძალო სიხარულითა ცხოვრებაჲ ჩუჱნი, და საღმრთო მხიარულება, საუკუნო მოგუანიჭე ჩუჱნ, მშობელო სიხარულისაო:

გჳხსნენ ჭირთაგან, ღი҃ს-მშობელო რომელმან გჳშევ, ნათელი საუკუნოჲ, და მშჳდობაჲ უზესთაესი, ყოველთა გონებათა ქე҃ჲ:

დაჰჴსენ ალმური, ცოდუათა ჩემთა ღი҃ს-მშობელო, ნათლითა ბრწყინუალებათა შენთათა, რომელმან გჳშევ ნათელი პირუჱლ საუკუნეთა:

განჰკურნე სძალო, ვნებათა ჩემთა სნეულებაჲ, და ღირს-მყავ მოხედჳსა შენისა, და მომანიჭე მე, სიმრთელჱ ვედრებითა შენითა:

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ…

გალობა ვ. სძლისპირი.

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ ისმინე ჩემი, ღო҃ მაცხოვარო ჩემო:

სიკუდილისა ხრწნილებაჲ, დაჰჴსნა ჩუჱნთჳს სიკუდილითა ღთ҃მან, მას…

ტროპარნი:

სიკუდილისა ხრწნილებაჲ, დაჰჴსნა ჩუჱნთჳს სიკუდილითა ღთ҃მან, მას ევედრე ქალწულო, რათა ხრწნილებისაგან იჴსნას ბუნებაჲ ჩემი, და ვნებათაგან ეშმაკთა განმარინოს:

წინა-მძღურად ცხოვრებისა, ჩემისა გიცი ღი҃სა დედაო, განსაცდელთა დამჴსნელად, და მტერთა შემმუსრუჱლად, და მტერთა შემმუსრუჱლად, და ვნებათა და ჭირთაგან მაოტებელად, სასოო განწირულთაო:

სულთა ჩუჱნთა მაცხოვრად, და ზღუდედ და შესავედრებელად, და სივრცედ ურუათა შინა, მოგიგებთ ღი҃ს-მშობელო, და ნათლითა შენითა, განათლებულნი, ვიჴსნებით ყოველთა ჭირთაგან:

სნეული მდებარე-ვარ, ცხედარსა ზედა სალმობისასა, და არა არს კურნება ჴორცთა და ძუალთა ჩემთა, ქალწულო რომელმან ჰშევ, მკურნალი სენთა, და აღმადგინე ხრწნილებისაგან:

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღი҃ს-მშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუჱნ ყოველნი, შემდგომად ღი҃სა, შენდა მოვილტჳთ ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა:

მოიხილე ჩუჱნ ზედა ყოვლად ქებულო ღი҃ს-მშობელო და ჴორცთა ჩუჱნთა, წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუჱნისა სნეულებანი:

ყრმათა ღი҃ს-მსახურთა ბაბილონს შინა, არა ჰმსახურეს ხატსა…

გალობა ზ. სძლისპირი.

ყრმათა ღი҃ს-მსახურთა ბაბილონს შინა, არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსასა, და მათ საჴუმილსა შეითხივნეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ინებე რა ცხოვრებაჲ ჩუჱნი მჴსნელო, დაემკჳდრე საშოსა…

ტროპარნი.

ინებე რა ცხოვრებაჲ ჩუჱნი მჴსნელო, დაემკჳდრე საშოსა ქალწულისასა, და სასოდ სოფლისა გამოაჩინე იგი, ამისთჳს გიღაღადებთ და ვიტყჳთ კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

სიტყუა მნებებელი წყალობისა, რომელი ჰშევ ქალწულო მას ევედრე, ჰჴსნად ჩუჱნდა ცოდუათაგან და სულთა ვნებისა, რათა სარწმუნოებით ვიტყოდეთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

წყაროდ უხრწნელებისად და საუნჯედ ცხოვრებისად, და გოდლად სიმტკიცისად, და კარად სინანულისად გყო ძემან შენმან ქალწულო, ამისთჳს უღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:

ჴორცთა სენისაგან და სულთა ცოდჳსა, განჰკურნენ ღი҃ს-მშობელო მოსავნი შენნი, და რომელნი საფარუჱლსა შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ ყოვლად წმიდაო, სულთა და ჴორცთა ჩუჱნთა, მკურნალი და მაცხოვარი:

მთასა ზედა, მოსეს თანა მზრახუჱლმან, მაყლოვანით, სახედ…

გალობა ჱ. სძლისპირი.

მთასა ზედა, მოსეს თანა მზრახუჱლმან, მაყლოვანით, სახედ გამოაჩჲნა, და ქალწულისაგან შობილსა უვნებელად, ყოველნი ვაკურთხევთ, და აღუამაღლ҃ებთ მას უკუნისამდე:

შეწევნისა შენისა მოქენეთა, ნუ განგუწირავ, ქალწულო ღი҃ს-მშობელო…

ტროპარნი.

შეწევნისა შენისა მოქენეთა, ნუ განგუწირავ, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, არამედ მოგუხედენ თუალითა ტკბილითა, რათა გაკურთხევდეთ, და აღგამაღლებდეთ უკუნისამდე:

ჴორცთა ჩემთა, და სულთა სალმობანი, დედოფალო, განჰკურნენ მოწყალებით, და მიჴსენ ყოველთა განსაცდელთაგან, რათა გიგალობდე, და აღგამაღლებდე უკუნისამდე:

კურნებათა, უხუჱბასა მიჰმადლებს, მგალობელთა, შენთა სარწმუნოებით ქალწულო და იჴსნი ჭირთა და სალმობათაგან, რომელნი მადლობით, გაკურთხევენ შენ ღი҃სა დედაო:

განსაცდელთა, კუჱთებასა იოტებ, და ვნებათა ზედა მოსლუასა დაჰჴსნი, ღი҃ს-მშობელო, სასოო განწირულთაო ამისთჳს გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ უკუნისამდე:

შენ რომელი უქორწინებელ-ხარ დედაო უსძლოო, შენ რომელმან…

გალობა თ. სძლისპირი.

შენ რომელი უქორწინებელ-ხარ დედაო უსძლოო, შენ რომელმან უზესთაეს ბუნებათა ჰშევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღი҃ ჭეშმარიტი, გალობითა, დაუდუმებელითა გადიდებთ:

ცრემლთა ჩემთა მდინარესა ნუ უგულებელს-ჰყოფ ქე҃, რომელმან…

ტროპარნი.

ცრემლთა ჩემთა მდინარესა ნუ უგულებელს-ჰყოფ ქე҃, რომელმან ყოველი ცრემლი აღჴოცე პირისაგან ქუჱყანისა, მეოხებითა დედისა შენისათა, რომლისაგან, განჰკაცენ ზესთა ცნობისა:

სიხარულით აღავსე გული ჩემი ღი҃ს-მშობელო, რომელმან შეიწყნარე სავსებაჲ ყოვლისა სიხარულისა, და მწუხარებისა მჭმუნუარებაჲ აღჰჴოცე და სოფელი, აღავსე მადლითა ყოვლად წმიდაო:

შემწე და ნავთ-საყუდელ ექმენ ღელუა გუჱმულთა ქალწულო, და ზღუდე შეურყეველ და შესავედრებელ და საფარუჱლ, და სიხარულ და მხიარულება საუკუნო, მადიდებელთა შენთა და სურჳლით მგალობელთა:

ნათლითა ბრწყინუალებისა შენისათა განანათლე, და წყვდიადი უმეცრებისა განსდევნე მგალობელთა შენთაგან, რომელნი შენ ღი҃ს-მშობლად აღგიარებენ, ყოვლად წმიდაო ქალწულო სძალო ღი҃საო:

ძჳრის-ხილჳსა ადგილსა, და სნეულებისა სარეცელსა დაცემული ესე აღმადგინე, მეოხებითა შენითა და განჰკურნე ლმობილი და წყლული მონაჲ შენი, ქალწულო კურთხეულო სასოო განწირულთაო:

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღი҃სა სიტყუასა…

მღუდელმან კურთხეულ-არს ღი҃ ჩუჱნი, და ჩუჱნ ვიტყჳთ ამინ. დიდება შენდა ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა. მეუფეო ზეცათაო. წმიდაო ღო҃. ყოვლად წმიდაო. მამაო ჩუჱნო. მღუდელმან. რამეთუ შენი არს სუფევა.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღი҃სა სიტყუასა რომლისაგან ძრწიან და ეშინის ხერუვიმთა, და გადიდებენ შენ ძალნი ზეცათანი, რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, ქე҃სა ცხოვრების მომცემელსა შიშით გადიდებთ:

უგალობდეთ ყოველნი ღი҃უ-შუჱნიერად, ქებითა საღმრთოთა, მამასა, და ძესა, და სულსა წმიდასა ღთ҃სა, სამ-გუამოვანსა ყოვლისა მპყრობელსა, ერთსა მეუფებასა და უფლებასა:

რომელსა გიგალობენ ყოველნი ტომნი და გადიდებენ ძალნი ზეცათანი, რომელი ყოველთა მორ-

წმუნეთაგან თაყუანის-იცემები, მხოლოო ერთ-არსებით და სამ-გუამოვნებით

უ҃ო შეგჳწყალენ იბ. დიდება, აწდა. მოვედით-თაყუანის-ვჰსეთ: გ გზის. ფსალმუნი ნ. მიწყალე მე ღო, სრულიად. და მეყუსეულად. გალობა, სამებისა, რომელია ჴმა იყოს. და შემდგომად, სამებიანისა, ითქმის მუჴლები ესე:

წმუნეთაგან თაყუანის-იცემები, მხოლოო ერთ-არსებით და სამ-გუამოვნებით:

უფალთ-მთავარსა ხერუვიმთასა, და ღთ҃-მთავარსა სერაფიმთასა, და განუყოფელსა სამებასა, მხოლოსა ღთ҃სა დაუსაბამოსა გადიდებთ შენ:

მამასა დაუსაბამოსა ღთ҃სა, და თანა დაუსაბამოსა სიტყუასა, და თანა არსსა სულსა წმიდასა თაყუანის-ვჰსემთ დანუყოფელად, ერთ-არსებით სამ-გუამოვნებით, მხოლოსა ქებით პატივს ვჰსემთ:

ბრწყინუალებითა ელუარებისა შენისათა, განმაბრწყინუჱ მე ღო҃ ჩემო სამ-გუამოვანო ყოველთა შემოქმედო, და გამომაჩინე ტაძრად შენისა მიუწდომელისა დიდებისა, უხრწნელ და ელუარე ნათელით შემოსილ:

რომლისაგან ძრწიან და ეშინის ხერუვიმთა, და გადიდებენ შენ ანგელოსთა მჴედრობანი, რომელი ქალწულისაგან გამოუთქმელად განჴორიელდი, ქე҃სა ცხოვრების მომცემელსა შიშით ვადიდებთ:

უპატიოსნესსა ხერუვიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუჴრწნელად მშობელსა, სიტყჳსა ღი҃სასა, მხოლოსა ღი҃ს-მშობელსა გალობით ვადიდებდეთ:

ყოვლისა შემძლებელო და ცხოველს-მყოფელო, სამებაო წმიდაო, ნათელთ…

და ესრეთ. წმიდაო ღო҃. მამაო ჩუჱნო. რამეთუ შენი არს სუფევა, იპაკო. მის ჴმისა. უ҃ო შეგჳწყალენ მ. დიდება. აწდა. უპატიოსნესსა, სახელითა უ҃ისათა გუაკურთხენ მეუფეო, მღუდელმნ, ღო҃ მიწყალენ ჩუჱნ, და მეყუსეულად, მღუდელი, იტყჳს სასმენელად ყოველთა, ლოცუასა ამას.

ყოვლისა შემძლებელო და ცხოველს-მყოფელო, სამებაო წმიდაო, ნათელთ დასაბამო. რომელმან ყოველი სოფელი, და პირუჱლ სოფლისა შექმნულნი, მხოლოთა განზრახჳთა და ძლიერებითა არა არსისაგან არსად მოიყუანენ. რომელმან გამოუთქმელითა ქუჱლის-მოქმედებითა შენითა, ქუჱყანისა ნათესავთა უძლურებისათჳს ჴორთასა სინანული მოგუანიჭე ვიდრე სიკუდილადმდე, ნუ დამიტევებ ჩუჱნ უბადრუკსა სიბოროტისა საქმეთა შინა ჩუჱნთა სიკუდიდ. ნუცა ბოროტთა მთავართა მოშურნეთა, და მომსრუჱლთა სულისა ჩუჱნისათა საშინელ გუყოფ. რამეთუ ხედავ ბუნებით სახიერო რაოდენთა საბრჴეთა დაგჳრწყმენ მტერნი იგი ჩუჱნნი, ხოლო ჩუჱნ ვნებულ, დაჴსნილ და უკრძალუჱლ ვართ, არამედ გევედრებით ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა ჰყავ ჩუენ ზედა მოუკლებელი კეთილი შენი. რამეთუ განგარისხეთ შენ პატიოსნისა, და ხოველს-მყოფელისა მცნებისა შენისა გარდასლჳთა, ყოველთა უკუჱ ყოვლადუჱ, და ესრეთ წარულეთ ცხოვრება ჩუჱნი შეცოდებათა შინა ჩუჱნთა ვიდრე ამად ჟამადმდე, საქმით ანუ სიტყჳთ, ანუ განზრახჳთ. არამედ შენ შეგჳნდევ, მოგჳტევე, და შემდგომსა ცხოვრებასა ღირს-მყუჱნ სინანულითა და ლმონიერებითა აღსრულებად, და მარჴჳთა წმიდათა ბრძანებათა შენთაო. უკეთუ სიყკბოებისა საცთურითა მრავალ-სახედ გცოდეო, ანუ საძაგელისა და ურგებისა და მავნებელისა გულის-თქმითა მოვინადირენით. უკეთუ პირუტყულითა რისხჳთა ძმასა ვისმე ჩუჱნსა ვაჭირუჱთ. უკეთუ დაუპყრობელითა ენითა, და ფიხელითა საბრჴითა ძლიერად გარე-მოცულ ვიქმნენით, გინა რომლითამე საცნობელითა ჩუჱნითა. ანუ ყოვლითა ნებითა, ანუთუ უნებლიეთ, ცნობით, ანუ უმეცრებით, წარტაცებით, ანუ განზრახჳთ, და უგუნურებისა შებრკოლებით. უკეთუ გულის სიტყუითა, და ამაოსა ზრახჳთა შევიგინენით, ანუთუ სხჳთა რომლითამე სახითა შეგოდეთ, პირუჱლითგანუჱ ბოროტისა ჩუჱულებისა მიღებითა. ყოველივე შეგჳნდევ და მოგჳტევე, ყოველთა შემწყნარებელო, ყოვლად ნეტარო და მრავალ-მოწყალეო. და მოგუანიჭე შემდგომისა ჟამისად სიმჴნე და ძალი, რომელსა შინა ვჰყოთ ნება შენი სათნო და სრული, რათა ღამისა და ბნელსა სიბოროტე, ნათლის სახედ სინანულითა შევჰსუალოთ, და ვითარცა დღესა შინა კეთილ-სახედ ვიდოდეთ, და განწმედილად ვჰსჩდეთ კაცთ-მოყუარებისა შენისადმი უღირსნი. და გიგალობდეთ შენ და ვადიდებდეთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ: და განტევება მცირე.

გუნდნი ანგელოსთანი განჰკჳრდეს რაჟამს გიხილეს შენ, მკუდართა…

არიანისა დასდებელნი. ჴმა ე. მოვედით აღჳდეთ. კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

გუნდნი ანგელოსთანი განჰკჳრდეს რაჟამს გიხილეს შენ, მკუდართა თანა შერახილ, და სიკუდლილისა ძალსა დამარღუჱველად, და ადამის აღმადგინებელად, და ქუჱსკნელისა პყრობილთა, ჯოჯოხეთით აღმომყუანებელად, ქე҃ ღო҃ ყოვლად ძლიერო და მადლობით გიგალობდეს შენ:

ჵ მოწაფენო ქე҃სნო მენელსაცხებლენო დედანო, რასათჳს ტირილითა…

კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მასწავე მე სიმართლენი შენნი.

ჵ მოწაფენო ქე҃სნო მენელსაცხებლენო დედანო, რასათჳს ტირილითა, განზავებთ ცრემლთა ელუარე ანგელოსთა, ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ, საფლავი ქე҃ს ღი҃სა, რამეთუ აღდგა იგი მკუდრეთით დიდებით, და აცხოვნა ყოველი სოფელი:

ფრიად მსთუად მირბიოდეს საფლავად მენელსახებლენი დედანი, ტირილად…

კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

ფრიად მსთუად მირბიოდეს საფლავად მენელსახებლენი დედანი, ტირილად ანგელოსმან ახარა, არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკუჱ ნუ სტირთ სანატრელნო, არამედ მიუთხართ მოციქულთა, აღდგომა ქე҃ს მეუფისა, და სიხარული ყოვლისა სოფლისა:

დედანი რომელი განთიად მოსრულ იყუნეს ტირილად, საფლავსა…

კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

დედანი რომელი განთიად მოსრულ იყუნეს ტირილად, საფლავსა უ҃ისასა ჰრქუა ანგელოსმან რასათჳს მკუდართა თანა, ეძიებთ ცხოველსა მას და უკუდავსა, რამეთუ აღდგა ვითარცა ღთ҃-არს, საფლავით ყოვლად ძლიერი, და იჴსნა ადამ ნათესავითურთ, და დაჰხსნა ქუჱსკნელისა მოქლონნი:

თაყუანის-ვჰსემთ მამასა ძით, და სულით წმიდითურთ, სამებით…

დიდება.

თაყუანის-ვჰსემთ მამასა ძით, და სულით წმიდითურთ, სამებით ერთ-არსებით, სამთჳთებასა სამ-გუამოვნად ცნობილსა, მამასა ღთ҃სა დაუსაბამოსა, და ძესა ღთ҃სა თანა სწორსა, და სულსა წმიდასა ღთ҃სა და ვიტყჳთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, სამებაო ერთ-არსებაო:

ცხოვრება ადამისი, ბრალთა დამჴსნელი გჳშევ ჵ ღი҃ს-მშობელო…

აწდა.

ცხოვრება ადამისი, ბრალთა დამჴსნელი გჳშევ ჵ ღი҃ს-მშობელო, და ევას მწუხარება სიხარულითა უოხჭნოთა აღავსე, რამეთუ შენგან შობილმან ღთ҃მან, ხრწნილება მათი უხრწნელ ჰყო, იშუა რა ორითა ბუნებითა, ღი҃ სრული და კაცი სრული, და კუალად მაგნა მუნუჱ სამოთხედ:

ალლილუია, ალლილუია, ალლილუია. დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო. სამ-გზის.

ესე იუწყებოდედ ყოველთა მხილუჱლთა ამის წიგნისა პარაკლიტონისათა. რომელიცა შრომა უწმიდესმან ძმამან ჩუჱნმან ყოვლისა ზემოჲსა საქართუჱლოჲსა, კათალიკოს-პატრიარხმან მეფის ძემ ანტონი, მიიღო განსწორებასა ზედა, წიგნისა ამის პარაკლიტი კოსსა, ვითარცა თჳთ ჰსწერს ანდერძსა თჳსსა შინა წიგნისა ამის თავსა მდებარესა, გარდამოღება რა ექმნა, ბერძულისაგან რუსეთს-ყოფასა თჳსსა ვლადიმირს, ვითარმედ, არა ქალაქსა აქუსთ სერობად კანონი ღი҃ს-მშობლისა, გარდა ორთა მათ კანონთა რომელთა თჳთ მოუთხრობს, და აქაცა დიდებულ-არს იგი, კმა იყო შრომად მაგრა რომელნიცა ბერძენნი დროსა ჩუჱნსა იყოფებოდენ, მათგან გუჱუწყებოდა ესრეთ, ვითარმედ არსო კანონი შერობისა რუა ჴმა, და არსო იგი სხუად წიგნად, და არა თანა ჩართულ წიგნსა ამას პარაკლიტონსა, და ფრიად ვიმეცადინეთ ჩუჱნ მათდამი რათამცა გუჱხილუა, და ვინათგან დროსა ჩუჱნსა აქ მყოფთა ბერძენთა არა აქუნდათ, და არცა ვის უწინარეს ეხილუათ ქუჱყანასა ამას, და ჩუჱნ საქართუჱლოჲსა ერნი, ვინათგან საკუთარ წოდებულ ღი҃ს-მშობლისა წილ ხდომილად ერად წოდებულვართ, ფრიადი სურჳლი გუაქუნდა ღი҃ს-მშობლის სერობის კანონისა თანდადება პარაკლიტონსა ამას შინა, ამისთჳს ჩუჱნ რომელიცა პირუჱლ ჩუჱნსა დაბეჭდული ქალაქსა ამას პარაკლიტონი იყო, და მას შინა სერობის კანონი ღი҃ს-მშობლისა იგი დავდევით, და განუა წესეთ დაბეჭდუად, და თან შერთუად წიგნსა ამას. მეფე ქართლისა და კახეთისა ირაკლი.