გულანი
საცდელი · 1.11.2
31 ოქტომბერი 1 / 97მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი…

31 ოქტომბერი

თვენი

წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 31 წთ

მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი…

ტროპარი

მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ვითარცა სამღდელოთა საუნჯეთა ყოვლადწმიდისა სულისათა და მზისა…

კონდაკი

ვითარცა სამღდელოთა საუნჯეთა ყოვლადწმიდისა სულისათა და მზისა მის დიდებისა ბრწყინვალებათა ყოვლადვე უგალობდეთ ბრძენთა მოციქულთა აპელიოსს, და ურბანოსს, არისტობულეს, ამპლიოსს, ნარკისს და სტაქოსს, რომელთა შეიკრიბეს მადლი ღმრთისა ჩუენისა.

თუესა ოქტომბრის 31-სა

თუესა ოქტომბრის 31-სა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.

მუხლი 8. ჴმაჲ 5

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელი

მუხლი 8. ჴმაჲ 5.

ჵ, მრავალ-სახელოვანო მოწამენო, რაჟამს ბრძანებულისაებრ ჰყუეს ყოველი…

წმიდათა მოწამეთა.

ჵ, მრავალ-სახელოვანო მოწამენო, რაჟამს ბრძანებულისაებრ ჰყუეს ყოველი მტარვალთა და მოჰყვანდეს მამანი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ ყოფად, გარნა უმრავლესთა ქრისტესთჳს პყრობილთა საკჳრველი სიმჴნჱ აჩუენეთ და შეურაცხებაჲ წმიდათა ხატთაჲ, და შჯულისა დატევებაჲ არა თავს-იდეთ, არამედ კადნიერებითა და ახოვნებით აღიარეთ ქრისტე ღმერთი და თავისუფლებისა და პატივისა წილ გჳრგჳნი მარტჳლობისაჲ მიიღეთ.

ჵ, სანატრელი ყოფაჲ თქუენი გონიერი, რამეთუ შინებასა და ლიქნასა მძლავრთასა არა უარჰყავით თქუენ ქრისტე, შემოქმედი ჩუენი და უფალი, არამედ მოყუასი მოყუასსა განაძლიერებდით მეტყუელნი: „დავითმინოთ ერთ-გზის საშინელი სიკუდილი და მოვიღოთ მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთანა უკუდავებაჲ დაუსრულებელი“, რომლისათჳსცა ვიქადით კრებული ესე ღმრთივშეკრებული და ჴსენებასა თქუენსა პატივს-ვსცემთ ყოვლად-ქებულად მჴმობელნი.

ჵ, კეთილმსახურებისა სიმჴნითა დიდებულნო, ქრისტჱსთჳს პყრობილთა მათგან არცა ერთისა ჰასაკისა აღსავალსა ქუეშე იყვენით, არამედ რომელიმე თქუეგანნი ყრმაჲ, რომელიმე ჭაბუკ, რომელიმე მჴცოვან, რომელიმე ბერ, და რომელიმე უხუცეს, გარნა ყოველნი მიიწიენით ერთობითა სარწმუნოებისაჲთა სრულად საზომად ჰასაკისა სრულებასა მის ქრისტჱსისა, რომლისათჳსცა გიგალობთ ერთობასა შეერთებულსა სულისა მიერ წმიდისა.

ჵ, მრავალ-ბევრთაგან შეკრებულნო, თანა-მოწამე იქმენით და თანა-ზიარნი ურთიერთარს და ერთობით მიხუედით ასპარეზსა ვნებისასა, არა ყოველნი მამაკაც, არამედ რომელნიმე დედაკაც, გარნა ერთ ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ქრისტჱს მიერ ნათელღებულთა და ქრისტე შემოსილთა შორის არა არს რჩევაჲ მამა-კაცისაჲ და არცა დედა-კაცისაჲ, რომლისათჳს ერთობით იქებით ეკლესიასა შინა.

ჵ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალენო, რომელთა უძლურებაჲ დედობრივი განიოტეთ და ღუაწლსა მამაკაცებრ ახოვნად შეკადრნეთ, აწ დაშრიტეთ ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და დედანი და დანი ჩუენნი, ხატნი და ბეჭედნი მამულისა ყოფისანი, იჴსენით ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დაიფარეთ, რაჲთა ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჴსენებასა თქუენსა ადიდებდენ და კურთხეულითა ენითა ქართულითა დაუცხრომელად გნატრიდენ.

რომელთა მრავალ-სახენი ტანჯვანი მოითმინეთ და კეთილად სრულ-ჰყავთ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელთა მრავალ-სახენი ტანჯვანი მოითმინეთ და კეთილად სრულ-ჰყავთ სრბაჲ თქუენი, მარტჳლნო, და ესრეთ გჳრგჳნი ძლევისაჲ დაუჭნობელი მოიხუენით, აწ მოუვლინეთ რისხვაჲ ღმრთისაჲ ჩუენზედ აღძრულთა მათ უშჯულოთა მტერთა ჩუენთა, უფლისა განმარისხებელთა და მშჳდობაჲ და წყალობაჲ თქუენი აღურაცხელი მოჰმადლეთ სჯულდებულსა ერსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა, ჴსენებისა თქუენისა კეთილად აღმასრულებელთა და სურვილით პატივის-მცემელთა.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

1. წინაჲსწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი. თავი 43. (ამას…

შესვლად. წარდგომა დღისა საწინაწარმეტყველონი; საკითხავი წმიდათა მოწამეთა 3. წერილ-არს სექტემბრის 13-ს

1. წინაჲსწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი. თავი 43. (ამას იტყჳს უფალი: ყოველნი წარმართნი შეკრბეს ერთბამად...)

2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)

3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...)

არა ერთისა წესისა ქუეშე პყრობითა შეცულ იყვენით…

ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა, ესრეთ მოწამეთა

არა ერთისა წესისა ქუეშე პყრობითა შეცულ იყვენით, ღუაწლისა-მძლენო, არამედ რომელნიმე თქუენგანნი ეპისკოპოს, რომელნიმე მღდელ, რომელნიმე დიაკონ და მსახურ ეკლესიისა, რო-მელნიმე მონაზონ და მოწესე, და რომელნიმე მსაჯულ და განმსჯელ ერისა, რომელნიმე მჴედართა შორის უპირატეს და რომელნიმე მჴედარ, გარნა ყოველნი შემწირველნი თავთა თჳსთა საკურთხეველსა ზედა ვნებისასა, ქრისტჱს ღმრთისა მიმართ, რომლისათჳსცა კრძალვით შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა თქუენსა და რაჟამს უგუნურნი ქრისტჱს მბრძოლნი, ურიდად შეგერინეს, ვითარცა კრავთა, და ერთი ერთსა უსწრობდეს, რომელნიმე მახჳლითა გცემდეს, რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა შეგჩხუპდეს და ჴორცთა თქუენთა უწყალოდა დასჭრიდეს, და რომელნიმე დანებითა განაპებდეს და ქუეშე ხიდისასა, მტკუარსა შინა ჩაჰყრიდეს, მაშინ სრულ-იქმნა წამებაჲ თქუენნი და გჳრგჳნსა დაუჭნობელსა მიემთხვიეთ, ხოლო აწ ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხორებაჲ ითხოვეთ ჩუენთჳს, რაჲთა სიხარულითა გულისაჲთა გნატრიდეთ.

ძლევით გჳრგჳნოსანნო მარტჳლნო, რაჟამს თავნი თქუენნი წარკვეთილნი ხიდსა მას ზედა ჰგორვიდიან და სიმეწამულჱ სისხლისა თქუენისაჲ, გარემოთა მათ ალაგთა მეტეხისათა შეამკობდა, სადაცა დათხეულ იყო სისხლი თქუენნი ყოვლად-წმიდაჲ, მაშინ სულნი თქუენნი, განწმედილნი ჴელთა შინა ზეციერისა მამათ-მთავრისა ერთობით აღვიდოდა.

მეწამულად სისხლითა პორფიროვან ქმნილნო, ოდეს დაჰფლნეს ლახვართაგან დაპებულნი წმიდანი გუამნი თქუენნი სიღრმესა მდინარისასა, მახლობლად მისა, სადა იგი დაწვეს ჴორცნი იგი წმიდისა დიდებულისა მოწამისა ჰაბოჲსნი, მიერითგან ურიცხუთა ჭირთა თფილისელთასა მრავალ-გზის დამჴსნელ იქმენით, რომლისათჳსცა გევედრებით, მარტჳლნო, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

დაღათუ იყვენით თქუენ მართლისა სარწმუნოებისა აღმსაარებელნი, გარნა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაღათუ იყვენით თქუენ მართლისა სარწმუნოებისა აღმსაარებელნი, გარნა არა ყოველნი ქართველნი, არამედ რომელნიმე უცხონი, უცხოჲთა შჯულითა მოსრულნი და ქრისტჱს, ჭეშმარიტისა ღმერთისა შემმეცნებელნი, და სანატრელთა მათ მოწამეთა: შუშანიკისა, რაჟდენისა და ჰაბოჲსა მიბაძვითა, მისთჳს თავისა შემწირველნი, რომლისათჳს ერნი საქართველოჲსანი ტაძრად თქუენდა მოვისწრაფვით და გაქებთ შემოკრებულნი ყოველნი.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

ჵ, ყოვლად პატიოსანო მოწამენო, მეცა ურცხვენელად წარმადგინე…

სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ

ჵ, ყოვლად პატიოსანო მოწამენო, მეცა ურცხვენელად წარმადგინე წინაშე საყდარსა ქრისტესსა, სადა გჳრგჳნოსანი დამკჳდრებულ ხართ თქუენ, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი შემსხმელთა თქუენთა და ჴსენებისა თქუენისა კეთილად აღმასრულებელთა.

ღუაწლით შემოსილნო მოწამენო ათნო ბევრნო, მარადის უფლისა…

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

ღუაწლით შემოსილნო მოწამენო ათნო ბევრნო, მარადის უფლისა მვედრებელნო, აწ მომწყდართა თქუენთა თანა ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი, და შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთაჲ.

მოწამეთა პატიოსანი საჴსენებელი მოიწია დღეს, მხიარულმყოფელი მარტჳლთმოყუარეთა…

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

მოწამეთა პატიოსანი საჴსენებელი მოიწია დღეს, მხიარულმყოფელი მარტჳლთმოყუარეთა ქართველთა, რაჲთა მოვიღოთ კურნებაჲ, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღეს მადლი სულისა წმიდისა კურნებად სულთა ჩუენთა.

კეთილად განშუენდების დღეს ქუეყანაჲ ჩუენი და ერი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილად განშუენდების დღეს ქუეყანაჲ ჩუენი და ერი ქართველთაჲ განსცხრების, ვითარცა გჳრგჳნითა შემკული თქუენ მიერ, ჵ, მრავალ-სახელოვანო მოწამენო, ხოლო დღესასწაულიცა ჴსენების თქუენისაჲ ბრწყინვალედ განათლდების.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

ღუაწლით შემოსილნო მოწამენო ათნო ბევრნო, ევედრენით ყოვლად…

კურთხევასა ზედა პურისასა, ტროპარი I

ღუაწლით შემოსილნო მოწამენო ათნო ბევრნო, ევედრენით ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაჲთა მოჰმადლოს ქართველთა სარწმუნოებაჲ თქუენებრი, და დაიფაროს ქუეყანაჲ ივერიისა წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, ხოლო მკჳდრნი ტფილისისანი ყოვლისაგან ძვირისხილვისა.

თქუენზედა მოწევნადთა განსაცდელთა ვინმე-უძლოა, ათბევრობაო გუნდო მარტჳლთაო…

ტროპარი II

თქუენზედა მოწევნადთა განსაცდელთა ვინმე-უძლოა, ათბევრობაო გუნდო მარტჳლთაო, რამეთუ ყვირილთა და ვაებათა საზარელთა ჴმათაგან იძრვოდა ყოველი, ხოლო თქუენ ბრძანებაჲ უშჯულოთაჲ არა ისმინნეთ, და ხატნი პატიოსანნი არა დათრგუნნეთ, არამედ თავნი თჳსნი დადეთ ქრისტესთჳს. მსხუერპლი ეგე სათნო იყო ღმერთმან და დაგადგათ ნათელი, ამისთჳს ჴსენებაჲ თქუენი ქებით აღესრულების.

შევკრბეთ სარწმუნოებით, დღესასწაულის მოყუარენო ქართველნო, და ღაღად-ვჰყოთ…

ღმრთისმშობელო ქალწულო 1-გზის. ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა ტროპარი I - დიდება; ტროპარი II - აწდა ღმრთისმშობლისა შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა.

შევკრბეთ სარწმუნოებით, დღესასწაულის მოყუარენო ქართველნო, და ღაღად-ვჰყოთ ყოველთა აღტყუელვითა ხელთაჲთ^ა წინა მდებარესა ამას დღესასწაულსა ათთა ბევრთა მოწამეთასა, რაჲთა ზეცისა მხედრობათა თანა ვიხარებდეთ. 2-გზის

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით…

დიდებაჲ... აწდა...

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმო-ბდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

რომელნი დაგკლნეს უწყალოდ მახვილითა, ვითარცა ცხოვარნი, რომელთამე…

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა.

რომელნი დაგკლნეს უწყალოდ მახვილითა, ვითარცა ცხოვარნი, რომელთამე გიგმირეს მუცელსა, რომელნიმე შუა განგკუეთეს, და რომელნიმეს გიხეთქეს თავსა და ესრეთ აღგასრულნეს, ვითარცა ჰეროდემ ჩჩჳლნი უმანკონი და ვითარცა ზაქარიაჲ უბრალოდ დაკლული. ამისთჳსცა შემოკრებულნი ესე პატივს-გცემთ თქუენ და გაქებთ ყოველნი მორწმუნენი. 2-გზის

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო…

დიდებაჲ... აწდა...

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

აწ მოგვფინეთ მადლი ლოცვისა თქუენისაჲ, ათნო-ბევრნო, და…

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა.

აწ მოგვფინეთ მადლი ლოცვისა თქუენისაჲ, ათნო-ბევრნო, და ნუ განგვწირავთ მოქენეთა თქუენთა, არამედ ითხოვეთ ქრისტჱსაგან, შემწენო განუყოფელნო და უძლეველნო, რაჲთა დაამჴუნეს მტერნი ჩუენნი ცბიერნი და ძლევაჲ მოსცეს შჳლად ღმრთისა გამორჩეულსა ერსა ჩუენსა, ქრისტჱს სისხლითა მოსყიდულთა და განთავისუფლებულთა, და ერად საზეპუროდ აღნიშნულთა და აღწერილთა. 2-გზის

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა…

დიდებაჲ... აწდა...

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი…

აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმაჲ 4

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და…

დიდებაჲ... აწდა...

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

ყოველი სული... სახარება მათესი, თავი 10. მუხლი…

აღსავალი I, მეოთხეს ხმისა; წარდგომაჲ, ჴმაჲ 7 პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.

ყოველი სული... სახარება მათესი, თავი 10. მუხლი 16. (რქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, აჰა მე მიგავლინებ თქუენ...) დასასრული, მუხლი 23-მდე. (სრულიად იგი ცხონდეს..)

მღჳძარე მწყემსად მოგიგიებთ თქუენ, ყოვლად წმინდანო, ათბევრობაო…

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა გერი.

მღჳძარე მწყემსად მოგიგიებთ თქუენ, ყოვლად წმინდანო, ათბევრობაო გუნდო მარტჳრთაო, საღმრთოო შეკრებულებაო, რამეთუ მტერთა ძჳრის ზრახვასა ადვილად განდევნით, და ეკლესიასა მოსცემთ მშჳდობასა, ღუაწლისა მძლენო, ამისთჳს ჩუენ ყოველნი დღესასწაულსა ამას თქუენსა დღესასწაულობად შეკრებილნი დაუცხრომელად გნატრით.

ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს…

კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6 კანონი წმიდათა მოწამეთა, მუხლი 8. ჴმაჲ 1 გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 1 გუერდი ძლისპირი

ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

სამებისა ნათლითა განათლდით, ყოვლად ქებულნო, და ანგელოზთა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამებისა ნათლითა განათლდით, ყოვლად ქებულნო, და ანგელოზთა წესთა თანა აღირაცხეთ, რომელთა თანა იხარებთ და განსცხრებით მარადის, ათნო-ბევრნო მოწამენო, და საკჳრველთმოქმედებითა ცხადად ჰკურნებთ.

ჵ მოწამენო დიდნო, ღუაწლით შემოსილნო, სურვილით მგალობელნი…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჵ მოწამენო დიდნო, ღუაწლით შემოსილნო, სურვილით მგალობელნი თქუენნი გჳჴსენით ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ ცათა სასუფეველსა.

რომელნი ერთსა უფალსა ეზიარენით, და ერთი სარწმუნოებაჲ…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელნი ერთსა უფალსა ეზიარენით, და ერთი სარწმუნოებაჲ განუგმობელად დაიცევით, და ერთი ნათლისღებაჲ, და შჳლებაჲ ღმრთისაჲ არა მონა ჰყვენით, აწ კარნი წყალობისანი განგვიხვენით ლოცვითა თქუენითა, გევედრებით.

მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქუენთაო, ქრისტეს სარწმუნოებისათჳს…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქუენთაო, ქრისტეს სარწმუნოებისათჳს წამებულნო, პატიოსანნო მოწამენო ათნო ბევრნო, მეოხებითა თქუენითა დაგჳფარეთ მორწმუნენი.

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგჳხუენ ჩუენ, ქალწულო.

რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც…

გალობაჲ 3, განძლიერდასა ძლისპირი

რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

გუამისა მიერ დაბძარვითა გუამითთა მათ წყლულებათა მჴსნელისა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გუამისა მიერ დაბძარვითა გუამითთა მათ წყლულებათა მჴსნელისა ჩუენისათა ეზიარეთ, ახოვანნო, ჯუარითა ჭურვილნო მჴედარნო ქრისტჱსნო, და შარავანდედი სიკეთისაჲ და გჳრგჳნი სიმართლისაჲ მართლისა მისგან მსაჯულისა მიიღეთ.

არად შერაცხეთ თქუენ გულის-წყრომაჲ ჯალალედინისაჲ, რომელი გაიძულებდათ…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არად შერაცხეთ თქუენ გულის-წყრომაჲ ჯალალედინისაჲ, რომელი გაიძულებდათ შეურაცხებასა წმიდათა ხატთასა, არამედ კრძალვით თაყუანის-ეცით, მოწამენო, ბრწყინვალესა ხატთა ქრისტჱს მეუფისასა და ყოვლადწმიდისა მშობელისა მისისასა.

არა აღირჩიეთ თქუენ, მარტჳლნო შუენიერნო, წუთ ჟამისა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა აღირჩიეთ თქუენ, მარტჳლნო შუენიერნო, წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყავ სახელი ქრისტესი, რომლისათჳსცა იწამეცა და დასდევ სული თქუენი მისთჳს, ხოლო აწ ქართველთა ერთა ჰფარავთ და იჴსნით მარადის.

თქუენ ქრისტესთჳს ვნებითა და სიკუდილითა, შეჰმუსრეთ თავი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქუენ ქრისტესთჳს ვნებითა და სიკუდილითა, შეჰმუსრეთ თავი იგი ამპარტავანისა გუელისაჲ, რომლისათჳსცა ენასა ჩუენსა უძლურად მეტყუელსა მოეცით ძალი, რაჲთა შეგითხზნათ საგალობელი ესე დიდებისაჲ და ძლევისაჲ.

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, პატიოსანნო მოწამენო მრავალ-ბევრთაგან…

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, პატიოსანნო მოწამენო მრავალ-ბევრთაგან შეკრებულნო, და მძლავრთა უღმრთოებანი ამხილეთ, მჴნენო, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღეთ და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირეთ, წმიდითა მეოხებითა თქუენითა მიანიჭებთ ყოველთა ცოდვათა შენდობასა.

აჰა, ესერა ზეცისა დიდებასა დაემკჳდრენით თქუენ და…

დიდებაჲ... აწდა...

აჰა, ესერა ზეცისა დიდებასა დაემკჳდრენით თქუენ და მოგეცათ სუფევაჲ სამარადისოჲ და ზიარებითა საღმრთოჲთა განღმრთობილ ხართ, ათნო ბევრნი მოწამენო, მოგჳჴსენენით აწ მგალობელნი თქუენნი და ჴსენებისა თქუენისა მადიდებელნი.

ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე…

გალობაჲ 4, უფალო მესმასა ძლისპირი

ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.

სამებისა ტრფიალთა საღმრთოთა მოწამეთა, რიცხვით ათთა ბევრთა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამებისა ტრფიალთა საღმრთოთა მოწამეთა, რიცხვით ათთა ბევრთა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი და ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა თქუენსა.

განაქარვეთ თქუენ ყოველნივე მტერისა სიბორგილენი, ღუაწლისა მძლენო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განაქარვეთ თქუენ ყოველნივე მტერისა სიბორგილენი, ღუაწლისა მძლენო, და ბრძოლანი მისნი ფიცხელნი, რამეთუ გაქუნდათ ღმრთისა მიერ უძლეველი ძალი.

აწ წინაშე საყდართა გუნდსა თანა მოწამეთასა მდგომარენი…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აწ წინაშე საყდართა გუნდსა თანა მოწამეთასა მდგომარენი ხართ, მარტჳლნო, სავსენი საღმრთოჲთა სრულებითა გჳრგჳნთაჲთა და დაუცხრომელად მეოხ-ხართ ჩუენ ყოველთათჳს.

მარადის უფლისა მვედრებელნო, აწ მომწყდართა თქუენთა თანა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარადის უფლისა მვედრებელნო, აწ მომწყდართა თქუენთა თანა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი და შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთა.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ…

გალობაჲ 5, ღამითგანსა ძლისპირი

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოჲ, მრავალმოწყალე.

ვითარცა ვარსკულავნი ყოვლად ბრწყინვალენი აღმობრწყინდით თქუენ, ყოვლად…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ვარსკულავნი ყოვლად ბრწყინვალენი აღმობრწყინდით თქუენ, ყოვლად ქებულნო, და უღმრთოებისა ბნელსა იოტებთ მორწმუნეთაგან და ვნებათა ალმურსა განაბნევთ მადლითა.

ვითარცა ელვაჲ მზისაჲ და ბრწყინვალებაჲ მთოვარისაჲ განანათლებს…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ელვაჲ მზისაჲ და ბრწყინვალებაჲ მთოვარისაჲ განანათლებს სოფელსა, ეგრეთვე განანათლეთ ეკლესიაჲ ქრისტჱს ღმრთისაჲ ღუაწლთა თქუენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა.

გამობრწყინდით ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა, ყოვლად დიდებულნო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გამობრწყინდით ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა, ყოვლად დიდებულნო მოწამენო, და განაქარვეთ თქუენ სიბნელჱ იგი საცთურისა. ამისთჳს აწ განდიდნა სახელი წამებისა თქუენისა.

გამოჩნდით ბრწყინვალე მნათობად, რიცხვით ათნო ბევრნო მოწამენო…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გამოჩნდით ბრწყინვალე მნათობად, რიცხვით ათნო ბევრნო მოწამენო, და განანათლებთ საღმრთოჲთა შარავანდედთა მიერ, რომელნი სარწმუნოებით გიღაღადებენ: ევედრეთ ჩუენთჳს ქრისტესა მეუფესა.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკჳდრებელად თჳსად შეგიწყნარა და იჴსნნა კაცნი.

გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ…

გალობაჲ 6, ღაღადყავსა ძლისპირი

გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ, და გიღაღადებ: მიჴსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

აღსარებითა მართლითა შეიწყნარეთ შორის თქუენსა ქრისტე, ბრძენნო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღსარებითა მართლითა შეიწყნარეთ შორის თქუენსა ქრისტე, ბრძენნო, და სისხლი თქუენი შერთეთ სისხლთა თანა მარტჳლთასა და მათ თანა მიიღეთ გჳრგჳნი იგი დიდებისა.

დაკლვითა და სისხლითა მოიპოვეთ მადლი სულიერი, მოწამენო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დაკლვითა და სისხლითა მოიპოვეთ მადლი სულიერი, მოწამენო, დღეს ჴსენებასა თქუენსა ვიხარებთ და ვაქებთ დამბადებელსა, რომელმანცა მოგცნა მადლნი ეგე ვითარნი, შემწენო ჩუენნო.

მართლმადიდებლობისა სუეტნო მტკიცენო, შებრკოლებული ესე და ქუეყანად…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მართლმადიდებლობისა სუეტნო მტკიცენო, შებრკოლებული ესე და ქუეყანად დაკუეთებული აღმადგინეთ, რაჲთა ვპოო შეცოდებათა ჩემთა შენდობაჲ.

აწ ზეცით გარდამო წყალობითა მოგუხედეთ, მრავალმოღუაწენო, მვედრებელთა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ზეცით გარდამო წყალობითა მოგუხედეთ, მრავალმოღუაწენო, მვედრებელთა თქუენთა, და გჳჴსენით სენთა და სალმობათაგან. და ვნებათა ჭირთა და განსაცდელთა.

გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა ძჱ შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოჲ გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

დიდებულნო მოწამენო ათნო-ბევრნო, ნეტარ არს მიწაჲ იგი…

კონდაკი, ჴმაჲ 4

დიდებულნო მოწამენო ათნო-ბევრნო, ნეტარ არს მიწაჲ იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და წმიდა არს წყალი იგი დიდისა მის მდინარისა მტკუარისაჲ, რომელი იქცა სამო-სელ და საფლავ თქუენდა, ვინაჲცა ამპარტავნებაჲ ჯალალედინისაჲ დაამხუეთ და თავნი თჳსნი შესწირეთ ქრისტესა ღმერთსა, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ…

გალობაჲ 7, კურთხეულარსა ძლისპირი

უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

არა უარყავით თქუენ შემოქმედი და არცა უმადლო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა უარყავით თქუენ შემოქმედი და არცა უმადლო ექმენით ქუელისმოქმედებასა მისსა, არამედ დასდეთ სასოებაჲ ღმრთისა მიმართ და ღაღად-ყავთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი ათთა ბევრთა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი ათთა ბევრთა მოწამეთანი, სამსჯავროსა მას უღმრთოთასა ღაღადებდეს: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

მწყობრი მოწამეთა, მღდელთმთავართა და მღდელთა, წმიდათა მამათა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მწყობრი მოწამეთა, მღდელთმთავართა და მღდელთა, წმიდათა მამათა და დედათა, ბრწყინვალჱ კრებული მადლობით ღაღადებდით: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

ახოვნებითა ღუაწლთა მათ თქუენთაჲთა და აღსარებითა ქრისტჱს…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ...

ახოვნებითა ღუაწლთა მათ თქუენთაჲთა და აღსარებითა ქრისტჱს ღმრთისაჲთა, ნეტარნო, უჩუენეთ ყოველთა უძლეველი სიმჴნჱ თქუენი და ჴმა-ყავთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზჱ იგი დაუღამებელი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზჱ იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს…

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა ძლისპირი

შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

რაჟამს მტარვალთა მათ აღიმაღლნეს მარჯუენენი მათნი, რაჲთა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს მტარვალთა მათ აღიმაღლნეს მარჯუენენი მათნი, რაჲთა ძლიერად უხეთქონ ქედთა თქუენთა, მაშინ თქუენცა აღმოსთქვით: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

მეოხ-გუეყვენით ჩუენ მარადის უფლისა მიმართ, მარტჳლნო, რამეთუ…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მეოხ-გუეყვენით ჩუენ მარადის უფლისა მიმართ, მარტჳლნო, რამეთუ თქუენ ხართ შემწენი ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი აკურთხევენ ქრისტესა და ამაღლებენ მას უკუნისამდე.

რომელთა ეშმაკთა სძლეთ და მძლავრსა არცხვინეთ, აწ…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთა ეშმაკთა სძლეთ და მძლავრსა არცხვინეთ, აწ მოგუმადლეთ ჩუენცა გულისა შემუსრვილებაჲ, რაჲთა მარადის ჴმა-ვჰყოფდეთ: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

აწ ითხოვეთ მჴსნელისაგან ლმობიერებით ჴსნაჲ ერისა ჩუენისაჲ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ითხოვეთ მჴსნელისაგან ლმობიერებით ჴსნაჲ ერისა ჩუენისაჲ ყოვლისაგან ჭირისა, ვედრებითა თქუენითა და უფალსა შეწირეთ გალობაჲ ჩუენი: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ და ყოვლად უბიწოჲ, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთჳს მორწმუნენი ჴმამაღლად გიგალობთ შენ.

ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ…

გალობაჲ 9, ადიდებდითსა ძლისპირი

ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ დაუსაბამოჲ ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

უმაგალითო ვნებაჲ აჩუენეთ მიბაძვითა ქრისტესითა, რამეთუ ჩჩვილნიცა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

უმაგალითო ვნებაჲ აჩუენეთ მიბაძვითა ქრისტესითა, რამეთუ ჩჩვილნიცა უჰასაკონი და დედანი უძლურნი მჴნე იქნებოდით და დამვიწყებელ ბუნებათა, ამისთჳს მმადლობელითა გულითა შეგასხამთ ქებასა.

აწ განჴსენით ცოდვათა საკრველნი მგალობელთა ამათ თქუენთანი…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აწ განჴსენით ცოდვათა საკრველნი მგალობელთა ამათ თქუენთანი, ღუაწლით შემოსილნო მოწამენო, და დააცხრუეთ ღელვანი იგი ვნებათანი, და ალმური წუალებისა, მეოხებითა თქუენითა.

რომელნი სისხლითა მარტჳრობისაჲთა ბრწყინავთ სამყაროსა ზედა, გჳჴსენით…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელნი სისხლითა მარტჳრობისაჲთა ბრწყინავთ სამყაროსა ზედა, გჳჴსენით ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, მოწამენო, და შეგვზღუდეთ, უძლეველნო, ღირსად შემოკრებულნი ყოველნი.

გუნდი უბიწოჲ, მჴედრობაჲ საღმრთოჲ, მწყობრი რჩეული, ბანაკი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გუნდი უბიწოჲ, მჴედრობაჲ საღმრთოჲ, მწყობრი რჩეული, ბანაკი წმიდაჲ, სპარაზენობაჲ ძლიერი, სიმრავლჱ სამგზის სანატრელი გევედრების ჩუენთჳს, ქრისტე ღმერთო, მათ მიერ მოგვეც ცოდვათა შენდობაჲ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტჱს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთჳს გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო…

განმანათლებელი

ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ქრისტჱს სარწმუნოებისათჳს წამებულნო, ათნო ბევრნო მოწამენო, ყოვლად უძლეველნო, გჳრგჳნოსანმყოფელსა თქუენსა იესუს ევედრენით, რაჲთა მოგუანიჭოს მგალობელთა თქუენთა მშჳდობაჲ და პატივისმცემელთა თქუენთა დიდი წყალობაჲ.

რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისხღებაჲ სისხლითა თქუენითა, და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისხღებაჲ სისხლითა თქუენითა, და განსწმიდეთ სულნი თქუენნი, მოწამენო, აჰა, ქართლოსიანნი გევედრებით: ოხაჲ ჩუენი შესწირეთ მჴსნელისა მიმართ და გჳთხოვეთ, შეჰმუსროს მტერნი ჩუენნი ურიცხუნი, შურითა მკულელებრითა შეჭმულნი, და დაამხოს უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ბოროტნი თანამზრახველნი მათნი, აღსპობისა ჩუენისა მსურველნი.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი მოწამეთა ათთა ბევრთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

მოვედით, კრებულნო მოყუარენო მარტჳლთანო, მართლმადიდებელნო ქართველნო, ვიხარებდეთ…

აქებდითსა ზედა დასდებელნი. მუხლი 6

მოვედით, კრებულნო მოყუარენო მარტჳლთანო, მართლმადიდებელნო ქართველნო, ვიხარებდეთ და ქრისტჱს მოწამეთა ჴსენებასა ქებით აღვასრულებდეთ, რამეთუ შუენიერ არს და ბრწყინვალჱ ყოვლად ქებული ჴსენებაჲ მათი.

დღესასწაულობს სამეუფოჲ ქალაქი ჩუენი ნათლით შემოსილსა საჴსენებელსა თქუენსა და მხიარულებით განსცხრების ეკლესიაჲ და გჳწესს ყოველთა მორწმუნეთა გალობად და შესხმად თქუენდა.

ჵ, ნათესავნო ქართლოსიანნო, რომელნი სისხლითა მარტჳლობისაჲთა ბრწყინავთ ქუეყანასა ზედა, შეგვეწიეთ, ვინაჲცა ადგილსა მას მოწამეობისა თქუენისასა კურთხეულითა ენითა ქართულითა გევედრებით და წლითი წლად აღვასრულებთ ჴსენებასა თქუენსა.

ჵ, არვეო სიტყჳერთა ვერძთაო, რაჟამს მოგეხვივნეს მგელნი ბოროტნი და დაგბძარნეს უწყალოდ, ვითარცა ჰეროდემ ჩჩჳლნი უმანკონი და ვითარცა ზაქარიაჲ უბრალოდ დაკლული, მაშინ ჰპოვეთ, რომლისა გსუროდათ მისლვად, სადა არა არს ჭირი, არამედ სიხარული.

ვითარცა მრავალ-გზის ურიცხუთა ჭირთა ტფილისელთასა დამჴსნელ იქმენით, ეგრეთვე გარე წარაქციეთ ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳ-დრებელსა ჩუენსა ზედა და აღგვიდგინეთ მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა.

აწ განსცხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ შორის დაითხია სისხლი ათთა ბევრთა მოწამეთა, ხუარაზმელთაგან ტფილისს ვნებულთა, რომელთა დადვეს სული თჳსი მსგავსად მჴსნელისა და აწ წინაშე სამებისა იხარებენ და მეოხ არიან დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენეთ ჴორცთა შინა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენეთ ჴორცთა შინა მყოფთა, ვითარცა უხორცოთა, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდათ სიკუდილი, რომლითა მიხვედით უკუდავებად, და სიხარულითა ღუაწლისა თქუენისაჲთა ეკლესიაჲ ქართველთაჲ შუენიერად მეწამულ-ყავთ, ამისთჳსცა კეთილმორწმუნე, მარტჳლთმოყუარე ერი ქართველთაჲ გალობითა გაქებს თქუენ და ღაღადებს წადიერად.

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი, დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი, დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი, მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი, შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.

მომიჴსენენი კანონისაგან წმიდათაჲთა, გალობა 3 და 6

დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ. ლიტურღიასა ზედა

მომიჴსენენი კანონისაგან წმიდათაჲთა, გალობა 3 და 6.

წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ჰყო უფალმან…

წარდგომა, ჴმაჲ 4.

წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ჰყო უფალმან, ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის.

წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ…

მუხლი.

წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსაარს, რაყთა არა შევიძრა.

თავი 6, მუხლი 10... (ძმანო, განძლიერდით უფლისა…

სამოციქულო ეფესელთა,

თავი 6, მუხლი 10... (ძმანო, განძლიერდით უფლისა მიერ...) დასასრული, მუხლი 18. (რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისა...)

ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი

ალილუია, ჴმაჲ 4.

ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი.

მრავალ არიან ჭირნი მართალთანი

მუხლი.

მრავალ არიან ჭირნი მართალთანი.

თავი 21, მუხლი 12. (ჰრქუა უფალმან თჳსთა…

სახარება ლუკასი,

თავი 21, მუხლი 12. (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: ეკრძალენით კაცთაგან, რაჲთა არა წინა დაგასხნეს თქუენ ზედა ქელნი მათნი...) დასასრული, მუხლი 20, (მოიპოვეთ სულნი თქუენნი...)

იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ

განიცადე

იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი

წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (1227)*

წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (1227)*

საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი - „საზეპურო ერის“ თვისებები და ბზე - ის უვარგისი მინარევი, რომელიც არც ღვთისთვის შეიწირვის და ერისთვისაც საზიანოა.

„უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე. ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავლე მე სიმართლენი შენი“ - ვკითხულობთ ფსალმუნში. საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის მეფობის ჟამს „სიტკბოებით“ სწავლობდა ქართველი ერის ღვთის სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა: „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა“ ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.

ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი“.

ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.

სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.

ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.

„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე, - „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის“... სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მოციქულთა: სტაქოსისა, ამპლიასი, ურბანოსისა, ნარკისისა, აპელიოსისა და არისტობულესი - 70-თაგანთა (I)

მოციქულთა: სტაქოსისა, ამპლიასი, ურბანოსისა, ნარკისისა, აპელიოსისა და არისტობულესი - 70-თაგანთა (I)

წმიდა სტაქოსი (რომ. 16,9) ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამპლია (რომ. 16,8) ქალაქ დიასპოლის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი (რომ. 16,9) კი - მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი - თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი (რომ. 16,10) ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხილეთ 16 მარტის საკითხავში).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამისა ეპიმაქესი (დაახ. 250)

მოწამისა ეპიმაქესი (დაახ. 250)

წმინდა მოწამე ეპიმაქე პელუსიის მთაზე მოსაგრეობდა. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ალექსანდრიაში ეწამა დაახლოებით 250 წელს (ცნობები წმიდანის შესახებ იხილეთ 11 მარტის საკითხავებში).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ღირსისა მავრასი (V)

ღირსისა მავრასი (V)

ღირსი მავრა კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა. აქ მან დააარსა სავანე, სადაც მიიცვალა კიდეც მშვიდობით V საუკუნეში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.