მოწამემან შენმან უფალო არტემი ღუაწლსა შინა თვისსა…
ტროპარი
მოწამემან შენმან უფალო არტემი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კეთილ მსახურსა და გვირგვინ შემოსილსა მოწამესა, და…
კონდაკი
კეთილ მსახურსა და გვირგვინ შემოსილსა მოწამესა, და მტერთა უძლეველთა ძლევისა აღმადგინებელსა, შემოკრებულნი ღირსებით გალობათა მიერ შევასხმიდეთ არტემის, მესაიდუმლოესა მადლისასა, და საკვირველებათა მდიდრად მომნიჭებელსა, რამეთუ ევედრების ღმერთა ჩუენ ყოველთათვის.
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაი ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა…
ტროპარი
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაი ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაი მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაი შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
მიუწვდომელ არს მოწყალებაი მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაი…
კონდაკი
მიუწვდომელ არს მოწყალებაი მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაი განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაი განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაი თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.
თუესა ნოემბრის 2-სა
თუესა ნოემბრის 2-სა
- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება
- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება.
- „აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.
- „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
- „უფალო ღაღად - ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
- მწყემს ცხოვართა გპოვებთ შენ, დაფარულად მოღუაწედ…
- ღირსისა გაბრიელისა - მუხლი
- მწყემს ცხოვართა გპოვებთ შენ, დაფარულად მოღუაწედ გულისჴმა-გყოფთ, და ეშმაკთა შენ მიერ დაცემულსა ვხედავთ, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო ერისა შენისაო; სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო; სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო; ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა საქართველოჲსაო; სათნოებათა საუნჯეო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტეს მოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, სიწმიდე, სიმშჳდე, და სიმდაბლჱ და გლახაკთა მოწყალებაჲ. აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, და მჴურვალედ გევედრებით: გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ.
- სიქადულო მოსაგრეთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო სალოსობითა შენითა და სასუფეველსა დამკჳდრებელო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, რაჲთა საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ.
- დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს შენისა ღუაწლისა შესხმად, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო ბერთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, რაჲთა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა.
- ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ სასტიკითა მოსაგრეობისა…
სხუაჲ დასდებელი. (ჴმაჲ 2).
- ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ სასტიკითა მოსაგრეობისა სალოსობითა დამფარველსა ბერსა და ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა მჴურვალესა, ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და ყოველთა განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა, ყოვლადქებულსა გაბრიელ სალოსსა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ. 2-გზის.
- ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ ქალაქსა შინა, ვითარცა უდაბნოსა შინა დამკჳდრებულსა, და წინამძღურად და სამხილებელად ერისა ჩუენისა გამოჩინებულსა, დიდსა შემწესა და ბერ-მოძღუარსა გაბრიელსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
- ვითარითა ქებისა გალობითა უგალობდეთ ნიშთა და სასწაულთა მიერ ეკლესიისა შემამკობელსა და მწყემსსა და მოძღუარსა ივერიელთასა, რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდა ერსა ჩუენსა და განსწავლიდა ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა, ამისთჳსცა დაგჳძს სასოებაჲ ჩუენი მისსა მიმართ, რაჲთა აღვიარებდეთ ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა, ვითარცა წინამძღვარსა და სიმტკიცესა ერისა ჩუენისასა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ - დავბეროთ აწ კუალად ნესტუსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაჲ და მეოხი დედისა მისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა და ქებითა გალობისაჲთა შევასხმიდეთ, ბერთა სიქადულსა და ქართლისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა მეოხსა და შუამდგომელსა, რამეთუ არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს მისდა. (ჴმა 6).
- „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.(ჴმა 6).
- შესვლა საცეცხლურით.
- წარდგომა დღისა
- საწინაწარმეტყველო - 3 საკითხავი ღირსისა.
1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...) 2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...) წერილ-არს, მარტის 9-ს. 3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) წერილ-არს მაისის 7-ს.
- ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა - 1 მუხლი.
- ყოვლადვე არასადა შეაპყარ, პატიოსანო მამაო გაბრიელ…
- ესრეთ ღირსისა გაბრიელისი.
- ყოვლადვე არასადა შეაპყარ, პატიოსანო მამაო გაბრიელ, თავი თჳსი შუებასა და განცხრომასა, არამედ შეჭურვილ იყავნ მარხვითა და ლოცვითა და მღჳძარებითა, და შემოსითა ძაძისაჲთა და ჴმელსა ზედა წოლითა და სხჳთა ბევრეულითა ღუაწლითა, მარადის იჴსენებდი საშინელსა მას სასჯელსა და დღესა მას მეორედ მოსლვისასა, და შიშითა მით განაკრძალებდი სულსა თჳსსა და მარადის ადიდებდი დამბადებელსა ყოველთასა.
- იყავ რაჲ მქადაგებელი სინანულისაჲ, ვითარცა იოვანე ნათლისმცემელი, გაქუნდა შენ მოწყალებაჲ და სიმშჳდჱ, ვითარცა დავითს წინაწარმეტყუელსა, და ილოცევდ ღამჱ ყოველ მარადის სამოსლითა უშუერითა, მოღუაწეო და მუშაკო სათნოებისაო ბერო გაბრიელ, და ითხოვნ რაჲ ქრისტჱსგან საწუთროჲსა წილ საუკუნესა, ღირს იქმენ წმიდათა თანა სიხარულსა მას წარუვალსა.
- განგვაცვიფრებს ურიცხუნი სასწაულნი შენნი, ღირსო გაბრიელ, არამედ უფროჲს გჳკჳრს აღმსარებლობაჲ შენი და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ, რამეთუ ჟამსა მას უღმრთოებისასა შური საღმრთოჲ მოიპოე, ნეტარო ბერო, და სალოსობდი რაჲ სათნოდ ღმრთისა, ამხილებდი და მოაქცევდი მრავალთა და არცხვინე ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა.
- სიტყუაჲ შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განბრწყინდა, რაჟამს ქადაგებდი, ღირსო, სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა, განსდევნენ ღრუბელნი ცოდვისანი და გუახარე კუალად ცხოვრებაჲ ცრემლითა, ხოლო ჩუენ არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, ღირსო გაბრიელ, და აწ ურვათა შინა მყოფნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა.
- ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაჲთა, და ენითა მით საღმრთოჲთა ამხილე უღმრთოებაჲ ღმრთისმბრძოლთა მათ მთავრობათა, და აღამაღლენ გჳრგჳნი მართლ-აღმსაარებელთაჲ, ხოლო ეკლესიამან ქართველთამან, ვითარცა საუნჯე მრავალსასყიდლისაჲ, გპოვა შენ და სიხარულითა შეგიწყნარა.
- ვითარცა მზისა ნათელმან, ესრეთ განანათლნა გონებანი მოსავთა შენთანი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ყოვლად საგალობელმან დღესასწაულმან შენმან, ევედრე აწცა ქრისტესა, ღირსო, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა და განგუარინნეს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.
- რომელი დაენერგე სახლსა შინა ღმრთისასა, ღირსო მამაო გაბრიელ, აღყუავდი სიმართლითა, და საბეროჲთა მანტიითა შემოსილი ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ღმრთივმშუენიერად ქადაგებდი რაჲ სახარებასა, ვითარცა უდაბნოსა ზედა ნაძვი, ესრეთ განამრავლე სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსად და სამართლად სიტყჳერნი ცხოვარნი და სიმართლითა და სიწმიდით წინამძღუარ ექმენ მოღუაწეთა, რაჲსთჳსცა გიგალობთ შენ, ვითარცა მწყემსსა დიდსა და საკჳრველთმოქმედსა მოღუაწესა.
დაუტევე რაჲ, წმიდაო, სოფელი, აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მამაო გაბრიელ, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი გზასა მას ჭეშმარიტსა და სიმდაბლითა თჳსითა მიიწიე საზომსა დიდსა, რამეთუ განასხმიდი სულთა უკეთურთა და განჰკურნებდი ყოველთა სნეულთა, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ - კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რაჲსთჳსცა აღმსაარებელთა მათ თანა განეწესე და სალოსთა თანა შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.
- „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.
ცუდად დიდებასა და ამპარტავანებასა და გულის სიტყუათა…
- სტიქარონსა ზედა დასდებელი. (ჴმაჲ 8).
ცუდად დიდებასა და ამპარტავანებასა და გულის სიტყუათა მწინკულევანთა წინა აღუდგებოდი და განაქარვებდი სრულებით სიმშჳდითა მით და სიმდაბლითა ქრისტჱსითა, და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და მჴურვალჱ ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, სანატრელო ბერო გაბრიელ, აწცა გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.
„პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“
მუხლი.
„პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და შეიყუარე წმიდა ქალწულებაჲ, და ვითარცა ნათელი, შთაიცუ სიწმიდჱ, და ვითარცა გურიტი სიმშჳდით ჰმონებდი ქრისტესა გონებითა უბიწოჲთა, სანატრელო ბერო გაბრიელ, შემკული საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა. ამისთჳსცა გაქებთ და გნატრით კეთილქებისა გალობითა.
„ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა…
მუხლი.
„ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
შეგამკო ღმერთმან, ბერო გაბრიელ, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, და აღავსო სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებდი მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ - სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო, ღირსო გაბრიელ, რამეთუ აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ დაუტევე, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, მობაძავო პირველ საუკუნეთა მამათაო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა თქუენითა.
- „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
- „აწ განუტევე“.
- შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი - ღირსისა: საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო და ჴმამაღალო ქადაგო სიყუარულისაო, მოწამეთა მსგავსად მოღუაწეო და განსაცდელთა შინა მყოფთა მსწრაფლ შემწეო, ქართველთა სიქადულო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.(ჴმაჲ 8). - 2 გზის.
- ან სხუაჲ ტროპარი - ჯუარცმითა და ღუაწლითა შენითა სულნი კაცთანი მოიმკუენ სასუფევლისათჳს ღმრთისა, უღმრთოთა წინაშე, ვითარცა უჴორცოჲ, უშიშად აღიარებდი ღმერთსა და სისხლითა და ცრემლითა დაამტკიცებდი სასუფეველსა, სიმდაბლჱ შეიმოსე, ვითარცა სამოსელი ნათლისაჲ და წუთისოფლისა ზრახვანი უძლეველად დაამჴუენ სალოსობითა შენითა, სიქადულო ქართველთა ერისაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ჯუარცმულსა ღმერთსა, იესუ ქრისტესსა, შეწყალებად და ცხოვნებად სულთა ჩუენთათჳს!
- ღვთისმშობელო ქალწულო - 1 გზის.
- პურის კურთხევა.
- „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე)
- „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
- ტროპარი ღირსისა: „საღმრთოსა ქუხილისა საყვირო...“ - 2 გზის (ჴმაVIII).
- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): - „რომელი ჩვენთვის იშევ ქრისტე ქალწულისაგან ჯვარ-ცმა დაითმინე სახიერ რომელმანსიკუდლითა სიკუდილი მოაკუდინე, და აღდგომა მოგუმადლე ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს ჰოფ რომელი შჱქმენეს ხელთა სჱნთა , არამედ აჩვენე კაცთ - მოყვარებას შენი მოწყალე, და მიიღე რომელმან გშვა შენ ღვთისმშობელისაგან ვნებაი ჩვენთვის და აცხოვნე მაცხოვარო ცვენო ერი განწირული“ (ჴმა VIII).
- შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 1).
სიგლახაკესა შინა სულმან წმიდამან გცხო გონიერებაჲ, და გარდაცვალა გული შენი და მეოხ-გყო ერსა ზედა ჩუენსა და ისმენ ვედრებასა და მორწმუნეთა თხოვასა. აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად. 2-გზის.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
- შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 4).
შრომანი შენნი სულიერნი და კეთილნი სათნოვებანი და გულისა სიწრფოვებანი, იხილნა რაჲ მაღალმან, მოხედვა-ყო წყალობით, რომელი ჰხედავს მდაბალთა, და სულით და ჴორცით გადიდა, და აწ ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან. 2-გზის.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.
- „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
- „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
- „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:
სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის ჴსენებულო ღირსო მამაო…
სიბრძნე…
სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის ჴსენებულო ღირსო მამაო, და ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასა, ქუეყანასა ზედა, ვითარცა ანგელოზი იქცეოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა სამებისა წმიდისა სათნოდ გამოსჩნდი, რომლისათჳსცა გუნდსა სალოსათა და აღმსარებელთასა შეერთე, ბერო გაბრიელ, და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი მორწმუნეთანი, ღმერთშემოსილო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა. 2-გზის.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.
- I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.
რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.
- წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).
„რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო…
მუხლი
„რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.
- საცისკრო სახარება: ლკ.24 დას. VI, 17-23.
- „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მამისა ჩვენისა გაბრიელისათა...“
- „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.
ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, სანატრელო, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და მრჩობლი გჳრგჳნი მოიღე ღმრთისაგან: აღმსარებელისაჲ და სალოსისაჲ, და აწ კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.
- „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
- ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად…
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა). იკითხება 2 კანონი. I კანონი
- ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა...“).
- ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად…
II კანონი
- ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. (ჴმაჲ 1).
- კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
- „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ…
გალობაჲ 1, უგალობდითსა.
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
შური გაქუნდა შენ, წმიდაო, მართლისა ამის სარწმუნოებისა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შური გაქუნდა შენ, წმიდაო, მართლისა ამის სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა, და გვიჩვენე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.
სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, სურნელებაჲ ლოცვათა შენთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.
მოგავლინა შენ ღმერთმან ქართველთა მნათობად, ღირსო, და…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოგავლინა შენ ღმერთმან ქართველთა მნათობად, ღირსო, და მოგცა მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, აწ დაიფარე სამწყსოჲ შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა საცთურთათა.
ვითარცა მოგიღებიეს ღმრთისაგან კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, აწ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მოგიღებიეს ღმრთისაგან კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, აწ გევედრები შენ, წმიდაო ბერო, რაჲთა იჴსნე სული ჩემი საწყალობელი მონებისაგან ცოდვისა.
დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან…
გალობაჲ 3, განძლიერდასა.
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
სიყრმითგანვე იყავ შენ მდაბალ და ყოვლადვე-განშორებულ ჩუეულებისაგან…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიყრმითგანვე იყავ შენ მდაბალ და ყოვლადვე-განშორებულ ჩუეულებისაგან ყრმათა სილაღისა, ხოლო აღიზარდე რაჲ, ღირსო, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და იყავ შენ განმზადებულ ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა.
ვეშაპი მაცთური საოცრებისა ხილვითა გეწყო ბრძოლად ყრმასა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვეშაპი მაცთური საოცრებისა ხილვითა გეწყო ბრძოლად ყრმასა მას სულ მცირესა, გარნა შენ ზეგარადმოჲთა ძალითა დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისაჲ, აწცა თანა-წარგუჴადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მვედრებელთა შენთა.
სახლი მშობელთა შენთაჲ, ვითარცა უცხოსა გაქუნდა და…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სახლი მშობელთა შენთაჲ, ვითარცა უცხოსა გაქუნდა და იქცეოდი რაჲ მას შინა სახითა გლახაკისაჲთა, ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლულმან შეიმოსე ჯუარი მისი, ნეტარო, და შეუდეგ კუალთა მისთა.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ - ზეობასა მას ღმრთისმბრძოლთასა აღეტყინე რაჲ ზეცისა სურვილითა, დაუცხრომელად მუშაკობდი აღშენებად უფლისა სავანისა, ხოლო სამ-გზის დაგირღვევდენ რაჲ შენებულსა, კუალად აღაგებდი უკეთესსა.
- „აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - მჴსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
- შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომაჲ: გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ ფერი ეგე განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვნეს მჴურვალებაჲ შენი, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა. და შენცა განმზადე რაჲ თავი თჳსი განსაცდელთა მიმართ - მრავალგზის შეგემშია და მოგეწყურა; დაშუერ; მოკიცხვაჲ და ყუედრებაჲ თავს იდევ; პყრობილ-იქმენ; სამშჯავროდ წარსდეგ და იგუემე, და ღმრთისმბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო გაბრიელ, რომელნი საჴსენებელსა შენსა აღვასრულებთ.
- 2 გზის.
ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ…
გალობაჲ 4, უფალო მესმასა.
ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს რაჲ ეკლესიათა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს რაჲ ეკლესიათა და მორწმუნეთა, მბრძოლთა მათ ღმრთისათა, მრავალნი იძულებით განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, ხოლო შენ აღირჩიე სრბაჲ იწროსა მას გზასა, და შეუძრველად ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა.
ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, ჭაბუკი, ვითარცა მჴცოვანი…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, ჭაბუკი, ვითარცა მჴცოვანი და ბრძენი, სულგრძელებითა დაითმენდი საღმრთოჲსა სიყუარულისა განძარცვასა და სიმდაბლითა იტჳრთავდი შეურაცხებასა.
აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, ღირსო, გიწოდეს სახელი…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, ღირსო, გიწოდეს სახელი გაბრიელ ათონელისაჲ, რომელსაცა შეერთე ახალი ესე მოღუაწჱ, ნუგუეშინის-საცემელად ივერთა ერისა და მიემსგავსე მას მონაზვნებრივითა უპოვარებითა.
იქმენ რაჲ ჴელდასხმულ მღდელ-მონაზვნად, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იქმენ რაჲ ჴელდასხმულ მღდელ-მონაზვნად, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და ნათელ-სცემდი რაჲ ერსა შენსა, დანთქმულსა წყუდიადსა შინა წარმართობისასა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა…
გალობაჲ 5, ღამითგანსა.
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
მრავალგზის შეგემთხვევოდა რაჲ უღმრთოთაგან შეურაცხებაჲ, წარხვედ ბეთანიად…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მრავალგზის შეგემთხვევოდა რაჲ უღმრთოთაგან შეურაცხებაჲ, წარხვედ ბეთანიად, სადა მკჳდრ იყუნეს სასწაულთმოქმედნი მამანი: გიორგი იოანესა თანა, და განგსწავლნეს რაჲ კეთილად მსახურებითა, განძლიერდი და ქრისტჱს მიერ მოგენიჭა მადლი დაფარულთა ცნობისაჲ.
ჰმსახურებდენ რაჲ დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჰმსახურებდენ რაჲ დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი კურთხეულ არს უკუნისამდე, განხურდი, მჴნეო გაბრიელ, ქრისტეს სიყუარულითა, და აღუდევ ცეცხლი და დასწუენ საძაგელი იგი სახებაჲ კაცისა მის ღმრთისმბრძოლისაჲ.
წარგადგინეს რაჲ წინაშე მძლავრთა, სთქუ კადნიერად: „არა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
წარგადგინეს რაჲ წინაშე მძლავრთა, სთქუ კადნიერად: „არა უხმს დიდებაჲ მძორსა მას კაცისასა, არამედ მაცხოვარსა, მკუდრეთით აღმდგარსა“, და ამხილებდი ძალითა სულისაჲთა, გარნა არცაღა შეიწყნარეს ჭეშმარიტებაჲ უგუნურთა მათ და შეგაყენეს დილეგსა.
ვერცა გუემათა და არცაღა შიშმან სიკუდილისამან შეუძლეს…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვერცა გუემათა და არცაღა შიშმან სიკუდილისამან შეუძლეს განშორებად შენდა სიყუარულისაგან ჭეშმარიტისა ღმრთისა, რამეთუ ურიცხუნი წყლულებანი თავს ისხენ და ვითარცა ოქროჲ, გამოიხურვე ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა.
ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა…
გალობაჲ 6, ღაღადყავსა.
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იჴსენ განჴრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიჴსენ მე, ქრისტე.
რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს, განძჳნდეს მოკლვად…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს, განძჳნდეს მოკლვად შენდა, არამედ ლოცვითა და ვედრებითა შენითა ღმრთისა მიმართ, განცრუვდა სილაღჱ მათი, ნეტარო, და ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკჳრველად.
მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და განგაწესეს რაჲ შლეგთა და შეურაცხთა თანა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თჳნიერ ღმრთისა.
განგიტევეს რაჲ შუამდგომლობითა ეფრემ პატრეარქისაჲთა, კუალად იწყე…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განგიტევეს რაჲ შუამდგომლობითა ეფრემ პატრეარქისაჲთა, კუალად იწყე მსახურებაჲ სიონსა, გარნა დაყენებულ იქმენ მსახურებისა და ზიარებისაგან ხელისუფალთა მძლავრებითა, და ვითარცა გლახაკი უსადგუროჲ, საფლავთა და ქუაბთა შინა იყოფოდი და ითხოვდი საფასესა.
საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ მოყუასისა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ მოყუასისა, უღმრთოებისათჳს ამხილებდი ერსა შენსა, რაჲთამცა არა მოიწიოს მას ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, მას ევედრე აწ, გჳჴსნნეს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და დაგვიფარნეს მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან.
წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.
- შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი - ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, სიფიცხჱ იგი ბერობისაჲ აღირჩიენ უფროჲს სოფლისა სიტკბოებათა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, სიბრძნჱ შენი დაჰფარე სალოსობითა და ვითარცა აღმსარებელი, დღითიდღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ დაუცხრომელად ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა, რაჲთა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო გაბრიელ: გიხაროდენ, მფარველო მოსავთა შენთაო!
- იკოსი - სიმჴნით აღიღე რაჲ ფარი სარწმუნოებისაჲ, შეჭურვილ იყავნ მარხვითა, ლოცვითა და სხჳთაცა ბევრეულითა ღუაწლითა და ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ქადაგებდი რაჲ სახარებასა, დაითმენდი მრავალთა განსაცდელთა და მრჩობლი გჳრგჳნი აღმსარებლობისაჲ და სალოსობისაჲ მოიღე ღმრთისაგან; აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, ღირსო გაბრიელ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი…
გალობაჲ 7, კურთხეულარსა.
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა გიხმო რაჲ ეფრემ ქართველთა პატრიარქმან…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა გიხმო რაჲ ეფრემ ქართველთა პატრიარქმან საკურთხეველსა შინა, გაზიარნა ქრისტჱს საიდუმლოთა და განგიტევა სამთავროს დედათა მონასტერსა, და დაეყუდე რაჲ მუნ მცირესა სენაკსა ფრიად სიგლახაკესა შინა, შესწირვიდი მსხუერპლსა უსისხლოსა და ქადაგებდი საკჳრველად.
მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ დაემკჳრდე ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ დაემკჳრდე ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა ქალაქსა მცხეთას - მახლობლად მაყვლიანსა, სადა იგი იერუსალჱმით მოიწია ნინო, ქრისტჱს მხევალი და ილოცვიდა რაჲ, მოაქცივნა ქართველნი ჯუარითა ცხოველითა.
გარდახვედ რაჲ გოდოლსა მირიანისასა, განაშუენე იგი წმიდათა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გარდახვედ რაჲ გოდოლსა მირიანისასა, განაშუენე იგი წმიდათა ჯუართა მიერ და ხატთა, რომელთაცა ეძიებდი და კაზმავდი ჴელითა შენითა, და მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და დედათა განაკრძალებდი ლოცვასა.
ქრისტჱსთჳს სულელ იქმენ შენ და აღიღე რაჲ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქრისტჱსთჳს სულელ იქმენ შენ და აღიღე რაჲ ორკეცი ღუაწლი: დაყუდებისაჲ და სალოსობისაჲ, ბრძენი ეგე შერაცხილ იყავნ უგუნურად და იქმენ შენ საქიქელ სამღდელოთაგან და ერთა, გარნა აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისაჲ, რომელნიცა აღვიძრვით ქებად ღუაწლისა შენისა.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს…
გალობაჲ 8, აკურთხევდითსა.
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა შემუსრვილითა გულითა: „მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“; ეგრეთცა გვიჩუენე ჩუენ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და ვითარცა შეურაცხი, ლოთი და ურგები, ძაღლსა მაცხოვარისასა უწოდდი თავსა თჳსსა, რაჲთა არცაღა განითქუე სათნოებითა და სიწმიდითა.
მარადის გლოვასა შინა იყავ, ნეტარო, და ჴსენებასა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მარადის გლოვასა შინა იყავ, ნეტარო, და ჴსენებასა მას საუკუნოჲსა სასჯელისასა და კუბოსა შინა, ვითარცა მკუდარი განრთხმული ცრემლთაცა გარდამოსთხევდი თუალთაგან, რამეთუ პირველთა მათ მამათა მიბაძჳთა ამასვე სოფელსა დაიტირდი თავსა თჳსსა.
არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, ბერო საკჳრველო, რამეთუ მოცემულ გაქუნდა შენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ და მეცნიერებისაჲ სულისაგან წმიდისა, და მადლი შეწევნისაჲ და წინაჲწარმეტყუელებისაჲ და კუალადცა აღმატებული ნიჭი სიყუარულისაჲ.
დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, წმიდაო ბერო…
„ვაკურთხებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.
დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, წმიდაო ბერო, ხოლო მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, და ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, აწ მოგუეც ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა წარმწყმედელთა გზათაგან განგვერნეთ და წარვემართნეთ გზასა მას ჭეშმარიტსა.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე….
- შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა“.
ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა…
გალობაჲ 9, ადიდებდითსა.
ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
დასნეულდი რაჲ, მადლითა განღმრთობილო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დასნეულდი რაჲ, მადლითა განღმრთობილო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა, და გემცნო რაჲ დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ, აკურთხევდი სამწყსოსა და ილოცვიდი წინაშე ხატისა მის ნიკოლოზ მღდელთმთავრისა, ევედრებოდი რაჲ ერისათჳს შენისა და მამულისა.
შეჰვედრე რაჲ სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შეჰვედრე რაჲ სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და ძუელთა მათ ბერთაებრ ჭილოფსა წარგრაგნილი დაგფლეს ეზოსა შინა სამთავროჲსა, გარნა პატივი სიწმიდისაჲ არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ღირსო, და სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.
არა ხოლო თუ მორწმუნენი და მოსავნი, არამედ…
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
არა ხოლო თუ მორწმუნენი და მოსავნი, არამედ დაუდევნელიცა და მცირედ მორწმუნენიცა მოისწრაფვენ ვიდრე აქმომდე მიმთხვევად სისხლისა შენისა, კუალად უხრწნელისა, და გევედრებიან რაჲ წყალობასა, მარადის ისმენ ვედრებასა მათსა და ყოველთა მისცემ ლხინებასა.
ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკჳრველთმოქმედი მამაჲ უკანაჲსკნელისა ამის ჟამისაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.
- „განმანათლებელი“ - გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ…
- შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „ღირს არსი“ - არ იგალობება.
- „განმანათლებელი“ - გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ ბრწყინვალჱ და შეიწყნარე სული წმიდაჲ, ღირსო მამაო, რომლისა მიერ თუალნი სულისანი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, წმიდაო გაბრიელ რაჲთა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა. (2-გზის).
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
- „ყოველი სული“ - იგალობება.
- „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მუხლი 8.
- ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, პატივცემული აღმსარებელთა თანა და სალოსთა, საუკუნესა.
- იხარებს აწ ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა, რამეთუ იქმენ შენ მსხუერპლ საღმრთოჲსა ქრისტჱს საკურთხეველისა, ღირსო გაბრიელ, და კადნიერად მეოხ-ხარ ჩუენ ყოველთათჳს.
- იშვებდ აწ, ქალაქო სამეუფოო, განსცხრებოდე სავანეო დედათაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ აღმსარებელი მამაჲ და სალოსი ბერი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.
- შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, გაბრიელ ბერსა, ვითარცა ქუეყანასა ზედა ქრისტეს მეორედ მოსვლისა მქადაგებელსა და ბილწისა მის ანტიქრისტეს წინა აღმდგომელსა.
- ვითარცა მოუვლენდა ღმერთი ისრაელსა წინასწარმეტყუელთა სამხილებლად და შუამდგომელად წინაშე მისა, ეგრეთცა შენ, სალოსი მამაჲ და აღმსარებელი მოღუაწჱ მოცემულ ხარ მოძღურად და სამხილებელად ერისა ჩუენისა, და იღუწიდი ჩუენთჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, არამედ აწ გვიოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისა.
- დაღაცათუ საფლავმან დაგფარა შენ, ღირსო გაბრიელ, საკჳრველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობ წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენ სულთა და გონებათა ჩუენთა, ვინაჲ ესე მოვისწრაფვით სამთავროსა, ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაჲთამცა ცხებითა მით ზეთითა კანდელისა შენისაჲთა აღმოვივსოთ კურნებაჲ სულთა და ჴორცთა ჩუენთა.
- მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
- დაღათუ ურიცხუნი სასწაულნი შენნი განგვაცვიფრებს, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, არამედ უფროჲს გჳკჳრს აღმსარებლობაჲ შენი და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ, რომელმან სამეუფოჲ ქალაქი ესე მცხეთა განანათლენ საკჳრველებითა და მარადის შეეწევი შენდა მომართ მჴურვალედ მოლტოლვილთა, დაუცხრომელად ევედრე აწ ქრისტესა ღმერთსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულით პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლადსანატრელსა ჴსენებასა შენსა, ჴსნად ყოვლისაგან ჭირისა და სალმობისა.
„ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა…
მუხლი
„ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
- ჵ, ღუაწლისა მძლეო, წმიდაო გაბრიელ ბერო, აღთქმისაებრ შენისა ვსასოებთ საუფლოჲსა ხატისა გამოჴსნასა და პატივად მისად სახელდებულსა ანჩის-ხატსა შინა ძუელითა დიდებითა დაბრძანებასა, რაჲთამცა წინაუსწროდეს საკჳრველსა გამოჩინებასა აწყურისა ხატისასა და დიდებულსა მობრძანებასა წმიდისა პორტაიტისასა - ჴსნად ქუეყანისა ამის ჩუენისა და ერისა სატანისა მაჴეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს საცთურისა და ბრძოლისაგან.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ . - დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო გაბრიელ, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. (ჴმაჲ 5).
- „აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“ . - „ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ მეყავ ცხორებისათვის სულთა ჩვენთასა“.
- „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ღირსისა: „საღმრთოსა ქუხილისა საყვირო...“ - 2 გზის (ჴმაVIII).
- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): - „რომელი ჩვენთვის იშევ ქრისტე ქალწულისაგან ჯვარ-ცმა დაითმინე სახიერ რომელმანსიკუდლითა სიკუდილი მოაკუდინე, და აღდგომა მოგუმადლე ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს ჰოფ რომელი შჱქმენეს ხელთა სჱნთა , არამედ აჩვენე კაცთ - მოყვარებას შენი მოწყალე, და მიიღე რომელმან გშვა შენ ღვთისმშობელისაგან ვნებაი ჩვენთვის და აცხოვნე მაცხოვარო ცვენო ერი განწირული“ (ჴმა VIII).
- ტროპარი: ღირისისა
I, III და VI ჟამნებზე:
- ტროპარი: ღირისისა.
- კონდაკი: ღირისისა.
- „გამომსახველობითი ანტიფონები“ - „ნეტარებების“ - გალობისას…
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
- „გამომსახველობითი ანტიფონები“ - „ნეტარებების“ - გალობისას ჩაერთვის
„მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
სამოციქულო - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2.
სახარება - მთ. 43 დას. XI, 27-30.
შესვლად.
ტროპარი - ღირსისა
კონდაკები - „დიდება“ - ღირსისა
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
„წარდგომა“: „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.(ჴმაჲ 7).
მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.
„ალილუია“: „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.(ჴმაჲ 6).
მუხლი. „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი
ღირ. გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (ურგებაძე, 1995)
ღირ. გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (ურგებაძე, 1995)
წმინდა გაბრიელი - ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე დაიბადა 1929 წლის - 26 აგვისტოს, თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში. მამა - ვასილი, წარმოშობით სოფელ კაკაბეთიდან ყოფილა; დედას კი ბარბარე ერქვა, შემდგომში მონაზონი ანა. ვასილსა და ბარბარეს სამი შვილი შესძენიათ: მიხეილი, ემა, და ნაბოლარა გოდერძი.
პატარა გოდერძი მაშინ ორი წლისა თუ იქნებოდა, მამა რომ მოუკლეს. მამის პატივისცემის ნიშნად ყველა ვასიკოს ეძახდა.
წმინდა გაბრიელი ბავშობიდანვე გამორჩეული ღვთიური მადლით იყო აღვსილი. იგი, 4-5 წლისა, ისე, რომ არავის უსწავლებია, კენჭებისაგან ლამაზად სახლებს აშენებდა და მათ ეკლესიებს უწოდებდა, ხოლო შიგ ჩასმულ თოჯინებს უფლის, ანგელოზთა და წმინდანთა ხატებს არქმევდა და ასანთის ღერებს "სანთლებად" უნთებდა.
სკოლაში 6 წლის, შეუყვანიათ. წერა-კითხვა კარგად აუთვისებია და კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარულიც დაუმსახურებია. ყველაფერი ბავშვის ჩვეული ცხოვრებით მიდიოდა, რომ არა ერთი ამბავი, რამაც სრულიად შეცვალა პატარა ვასიკოს ცხოვრება, ვიდრე სიკვდილამდე.
შვიდი წლის იყო, როდესაც ვასიკო მეზობლების ჩხუბს შეესწრო, სადაც გაბრაზებულმა მეზობელმა მეორეს უთხრა:
- რა ქრისტესავით ჯვარს მაცვი.
ამ სიტყვათა გაგონებისას უცნაურად მოსწყვლია გული პატარა ვასიკოს და როცა მოჩხუბარი მეზობლები ერთმანეთს გაშორდნენ, მაშინვე მისულა ამ სიტყვათა მთქმელთან და უკითხავს:
- ქრისტე ვინ არის, ან ჯვარს რისთვის აცვეს?
- მე არაფერი არ ვიცი, - უპასუხია მეზობელს, - და თუ ძალიან გაინტერესებს, ბარბარეს ეკლესიაში მიდი და იქ იკითხე.
მეორე დღეს აღარ დაუხანებია და იქვე უბანში, სულ რაღაც ხუთას მეტრში მდგარ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მისულა. რომელიც იმ დროს დაკეტილი იყო და ხელისუფლებას დარაჯი ჰყავდა დაყენებული.. ბავშვს დარაჯი ტაძრის ეზოში დახვედრია და მიუმართავს:
- მინდა ვიცოდე, ქრისტე ვინ იყო და ჯვარზე რისთვის აცვეს? თქვენთან გამომაგზავნეს ამის საკითხავად, მას ეცოდინებაო.
დარაჯი იმ დროის კვალობაზე, როგორც ჩანს კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რადგან ვასიკოსთვის ტაძარი გაუღია, მაცხოვრის ჯვარცმასთან მიუყვანია და უთქვამს:
- აი, ეს არის ქრისტე, რომელიც ჯვარზე აცვეს და თუ იმის გაგება გინდა ჯვარზე რისთვის აცვეს, ეს ქრისტეს ისტორიის წიგნში წერია და იქ გაიგებ, მე მაგდენი არ ვიცი.
ყმაწვილმა იხილა რა დიდი ჯვარცმა, სისასტიკით შეძრწუნებული, მოეფერა იესუ ქრისტეს და სიყვარულით ჰკითხა, რისთვის გაცვეს ჯვარსო. დარაჯი განუცვიფრებია ყმაწვილის თანაგრძნობის ცრემლით ავსებულ თვალებს...
ჯვარცმული ქრისტეს ნახვამ უფრო გაუცხოველა ვასიკოს სურვილი, რომ გაეგო ვინ იყო ქრისტე და ჯვარზე რისთვის აცვეს.
ამის შემდეგ ვასიკოს ფულის შეგროვება დაუწყია. ცოტა მანამდეც ჰქონია შეგროვილი, ცოტაც შემდგომში დაამატა და მალევე, როცა შვიდი თუმანი მოაგროვა, წიგნის "ქრისტეს ისტორიის" ყიდვა გადაწყვიტა.:
"შვიდი თუმანი როცა მოვაგროვე, ჩავთვალე, რომ "ქრისტეს ისტორიის ყიდვას ეყოფოდა. ამიტომ სახლთან ახლოს, ბაზრობაზე წავედი. შერეული ბაზრობა იყო და წიგნებიც იყიდებოდა. ვინც კი წიგნს ჰყიდდა, ყველასთან მივედი და "ქრისტეს ისტორიაზე" ვეკითხებოდი, მაგრამ არავის ჰქონდა. ბოლოს დაღონებული სახლში, რომ ვბრუნდებოდი, გასავლელში რიგიდან ცალკე მდგომი, თეთრ თმა-წვერიანი სათნო მოხუცი დავინახე, რომელსაც, იფიქრებდი, რომ გასაყიდად, ოდნავ წინწამოწეულად, წიგნი ეკავა.
მივედი მივესალმე და წიგნს დავხედე, ვხედავ, "ახალი აღთქმა" აწერია, მე კი ქრისტეს ისტორია მინდა. მაინც შევეკითხე: "ქრისტეს ისტორიას ვეძებ და ხომ არ გექნებათ-მეთქი? - მოხუცმა ტკბილად მიპასუხა:
- რასაც შენ ეძებ, აქ არის, ეს არის ქრისტეს ისტორიის წიგნი.
ფასი ვკითხე-შვიდი თუმანიო, მომიგო მოხუცმა. გამიხარდა, ფული ზუსტად რომ მყოფნიდა, გადავუხადე, დავემშვიდობე და გახარებული წამოვედი.. ცოტა რომ გავიარე, დავეჭვდი, - ამას "ახალი აღთქმა" აწერია, მე კი "ქრისტეს ისტორია" მინდა, მივბრუნდები და დავეკითხები, იქნება, კარგად ვერ გამიგო. მივბრუნდი, მაგრამ მოხუცი იქ აღარ დამხვდა. ამიტომ იქვე მდგომთ ვკითხე: - აქ მოხუცი კაცი იდგა და წიგნს ჰყიდდა, ხომ არ დაგინახავთ, საით წავიდა-მეთქი. ყველამ მიპასუხა - აქ არავინ მდგარა და არც მოხუცი დაგვინახავსო".
მას შემდეგ, რაც სასწაულებრივად შეიძინა სახარება და ქრისტე შეიცნო, ეს წმინდა წიგნი ხელიდან არ გაუშვია. პატარა ვასიკო დღემუდამ თავის სახარებას კითხულოდა, სხვა არაფერი აინტერესებდა. სწავლაზე ხელი აიღო, ზერელედ გადაავლებდა გაკვეთილებს თვალს და ისევ სახარებასა და მღვდლის მიცემულ წიგნებს მიუბრუნდებოდა. ცოტას რომ წაიკითხავდა, მერე დიდხანს ფიქრობდა, ასე - დაღამებამდე. ძილის წინ თავის ოთახში დიდხანს ლოცულობდა.
ხუთი წელი უთმინა დედამ შვილს უცნაური საქციელი, შთააგონებდა, თავს ნუ იტანჯავ, სხვებივით იცხოვრე (ანუ დაქორწინდი), თუ გინდა მორწმუნეც იყავი, ოღონდ ისე არა, მხოლოდ სარწმუნოება და სახარება გინდოდესო. მაგრამ რა ექნა ვასიკოს?.. მოვლენებს წინ გავუსწრებთ: ერთხელ, მამა გაბრიელის სიცოცხლის უკანასკნელ წელს, როცა იგი მძიმედ სნეული ლოგინად იწვა, დედა ეწვია, მცირე საუბრისა და მოკითხვის მერე ცრემლმორეულმა დედამ ტირილით უთხრა: - განა რა იყო შენი ცხოვრება, ტანჯვა-წამების გარდა? ბავშვობა შენ არ გქონია და არაფერი. რა იქნებოდა, ცოტა მაინც დაგეჯერებინა და თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავიო.
წმინდა გაბრიელი დედის ცრემლმა ძალზე შეაწუხა. მცირე ხანს დუმდა, მერე კი ლმობიერი ხმით აღმოთქვა: "მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო". დიახ, სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ერთხელ, როცა განრისხებულმა დედამ სახარება საპირფარეშოში ჩააგდო, ვასიკომ მაშინვე ამოიღო, გაასუფთავა და იმავე ღამეს სახლი დატოვა. მაშინ ის თორმეტი წლისა იყო. ბიჭი ჯერ სამი დღე სვეტიცხოველში ცხოვრობდა, მერე ზედაზენზე, ბოლოს ბეთანიელ მამებს შეაფარა თავი. იქიდან წამოსული, სუსხიან ზამთარში გარეთ უპატრონოდ გაგდებული, ერთმა კეთილმა ქალმა შეიფარა, რომელიც სახელგანთქმული მკითხავი მარგო აღმოჩნდა. ერთხელ მარგო ავად გახდა. ვასიკომ უთხრა, ნუ გეშინია, შენს მაგივრად ხალხს მე მივიღებო. მართლაც, მოსულ ხალხს ქრისტეს უქადაგებდა, ეუბნებოდა, მკითხავთან სიარულით დიდ ცოდვას სჩადითო. ღვთისაგან ისეთი გონება მიეცა, რომ მომსვლელთა დანახვისას მათი ცხოვრება ეხსნებოდა და პირდაპირ სახელით მიმართავდა. განსაცდელებს უთქმელად ეუბნებოდა და მათ სათავეს - ცოდვებს ამხელდა, მოუწოდებდა ქრისტიანულად ეცხოვრათ, აღსარება ეთქვათ მოძღვრისთვის. ვასიკომ მარგოსაც უქადაგა ქრისტე, უთხრა, რა დიდ ცოდვას სჩადიოდა მკითხაობით და მასაც თავი დაუნებებია ამ საქმისთვის, რაც მკითხავთა წრეში და მათთან მოსიარულე ხალხში დიდი მითქმა-მოთქმის ამბად ქცეულა!
დედას შეუნანია თავისი საქციელი, უთქვამს, ოღონდ სახლში დაბრუნდი და როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. გადიოდა წლები, ვასიკო ოჯახს თავისი შრომით როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა. თუმცა "ქრისტეს პოვნის" სურვილი არ განელებია. თვეში ერთხელ ბეთანიელ მამებთან მიდიოდა რამდენიმე დღით, ანდა ეკლესია-მონასტრებს მოილოცავდა. იმ პერიოდში მთავრობამ ვერის სასაფლაო გააუქმა, იქ ყოფილა ქართველი იუნკრების საფლავებიც, რომლებიც ბულდოზერით მიუსწორ-მოუსწორებიათ. ზოგიერთი მიცვალებულის ძვალი უპატიოდ მიმოფანტული ეყარა. ვასიკო ღამღამობით ფარულად აგროვებდა მიცვალებულთა ძვლებს და უსაფრთხო ადგილას კვლავ მიწას აბარებდა.
ქრისტეს ძიებაში.
გამოხდა ხანი. ვასიკომ ჯარი მოიარა, შინ დაბრუნებულმა ეზოში პატარა საცხოვრისი აიშენა და ოჯახის ხმაურს გარიდებულმა სიმშვიდეში, თავისთავს ჩაღრმავებულმა განაგრძო მოღვაწეობა.
წირვა-ლოცვებს არ აცდენდა და, ბუნებრივია, მალევე მიიქცია კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ყურადღება. პატრიარქი ხშირად ესაუბრებოდა ვასიკოს და ყვლაფერი იცოდა მის შესახებ, იცოდა მისი მონაზვნობის სურვილიც და სთხოვა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს გაბრიელს (ჩაჩანიძე), ჯერ სამღვდლო ხარისხში აეყვანა და მერე ეკურთხებინა მონაზვნად. მართლაც, 1955 წლის 6 თებერვალს მეუფე გაბრიელმა ვასიკო დიაკვნად აკურთხა, რამდენიმე დღის მერე, მეუფის კურთხევით, არქიმანდრიტმა გიორგიმ (დადიანი) იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. ეს 23 თებერვალს მომხდარა. 27 თებერვალს კი ბერდიაკვან გაბრიელს მღვდელმონაზვნად ხელი დაასხა მეუფე გაბრიელმა. სამი თვე იმსახურა წმინდა გაბრიელმა ქუთაისის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ იქაური ვითარების გამო იძულებული გახდა, ეპარქიიდან წამოსულიყო. იმ სასულიერო პირებმა, რომელთა გამოც მამა გაბრიელი ქუთაისიდან წამოვიდა, რომელნიც ღვთისმსახურების უპატიოდ პყრობაში ამხილა, თბილისში, სიონის ტაძარში გადმოსულსაც არ მისცეს მოსვენება და უღირსად ესხმოდნენ თავს პატრიარქისა და სამღვდელოების წინაშე. დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა წმინდა გაბრიელის მიერ სასულიერო პირთა მხილებას. მდგომარეობა დაიძაბა. ასე გაგრძელდა კარგა ხანს, ვიდრე წმინდა გაბრიელმა ფსიქიკური ავადმყოფობა არ დაიბრალა და საეკლესიო მსახურებიდან შვებულებაში გასვლა ითხოვა, რათა გარეგნულად განშორებით დაეშოშმინებინა სიტუაცია. "დავიბრალე, მოყვასო, რადგან მაშინ სხვა გზა არ იყო. ყველამ ყველაფერი კეთილად უწყოდა, ჩემიც და მათიც", - უთქვამს შემდგომში ბერ გაბრიელს.
სიონში წმინდა გაბრიელს უწმინდესმა მელქისედეკმა საცხოვრებელი თავისთან ახლოს, სიონის სამრეკლოში მისცა. ერთხელ წმინდა გაბრიელს დედა და და ეწვივნენ, მან ისინი სამრეკლოში, თავის კელიაში შეიყვანა. მოშურნე მტერმა მაშინვე პატრიარქს აცნობა, კელიაში გაბრიელმა ორი ლამაზი ქალი შეიყვანაო. პატრიარქი შესულა მასთან, წმინდა გაბრიელს კი გაჰკვირვებია, მაგრამ კურთხევა აუღია და მისთვის დედა და და წარუდგენია. მოგვიანებით პატრიარქს გაუმხელია მისთვის უცნაური სტუმრობის მიზეზი და უთქვამს: "აკი გეუბნებოდი, შვილო, ცილისწამება ჩვენი ხვედრია-მეთქი. ნუ შეწუხდები და იცოდე, ასეთი არაერთი იქნება შენს ცხოვრებაშიო".
1956 წლის 9 მარტს უამრავი ქართველი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა. უშიშროებამ მიცვალებულების პატრონებს მოსთხოვა - არავითარი სამოქალაქო პანაშვიდი, არავითარი ტრადიციული გამოსვენებაო... მხოლოდ უახლოესი ნათესავები თუ ბედავდნენ სამძიმარზე მისვლას, სწორედ მაშინ გამოიჩინა სულის მხნეობა წმინდა გაბრიელმა და დასაფლავებამდე, ვისი მისამართიც კი გაიგო და რომელნიც ნათელღებულნი იყვნენ, მივიდა და ყველას წესი აუგო.
1960 წელს, მრავალი თხოვნის შემდეგ, წმინდა გაბრიელი ბეთანიაში დაადგინეს თავის მოძღვართან, წმინდა გიორგისთან (მხეიძე). მონასტრის მთელ სამეურნეო საქმეს ბერი გაბრიელი უძღვებოდა, კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა და სვეტიცხოველში სწირავდა. წმინდა გიორგი 1962 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა. წმინდა იოანე-გიორგი წმინდა იოანეს (მაისურაძე) გვერდით დაკრძალეს. წმინდა გაბრიელმა მათ სამარესთან კვიპაროსი ჩარგო, რომელიც დღეს დიდი, ლამაზი ხეა. ორმოცი დღე პანაშვიდს უხდიდა თავის მოძღვარს მამა გაბრიელი, მერე კი უშიშროების წარმომადგენლები ასულან და მისთვის ბეთანიის მონასტრის დატოვება მოუთხოვიათ. "ერთი სიკვდილი მაშინ გავათავე, როდესაც ბეთანიიდან წამოვედიო", - ამბობდა შემდგომში ნაღვლიანად მამა გაბრიელი. პატრიარქმა ეფრემმა ის წმინდა სამების ტაძარში განაწესა.
ეკლესია.
სწორედ იმ პერიოდში დაიწყო წმინდა გაბრიელმა თავისი სახლის ეზოში მცირე ზომის ეკლესიის აშენება. მთელი ეკლესია ისე ააშენა, დამხმარე არ ჰყოლია. "ერთი ლურსმანიც კი სხვას არ აქვს დაჭედებული. ყველაფერი მარტომ ააშენა", - ჰყვებიან დები. თუმცა არა... ვალენტინა ფაილოძემ დედა პარასკევას მოუთხრო საკვირველი ამბავი, თუ როგორ შეესწრო იგი ტაძრის მშენებლობას. ცემენტით სავსე ვედროები ჰაერში თავისთავად მოძრაობდნენ და ზევით, გამზადებულ ჩარჩოებში იცლებოდნენ. წმინდა გაბრიელი კი დაბლა ეზოში იდგა, ცემენტს ზელდა და ვედროებში ასხამდა. წმინდა გაბრიელმა ვალენტინა მკაცრად გააფრთხილა, არავისთვის ეთქვა ეს. როცა წმინდა გაბრიელს გაუგია, რომ ამბავი გამჟღავნდა, გამწყრალა და დედა პარასკევასთვის უთქვამს: "მე რა შუაში ვარ, მარტო ვმუშაობ და საქმე ძალიან რომ გამიგრძელდა, ღმერთმა მოწყალება გაიღოო". ეს ტაძარი იქცა წმინდა გაბრიელის სულის სამჭედლოდ, ხან ორი-სამი თვით ჩაიკეტებოდა და გარეთ არ გამოდიოდა.
წმინდა გაბრიელი წმინდა სამების ტაძარში სამი წელი მსახურობდა, 1965 წლამდე. იმავე წლის 1-ელ მაისს, მაშინ, როცა თბილისში მშრომელთა სოლიდარობის დღეს აღნიშნავდნენ, ბერმა გაბრიელმა ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა და თავის თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა საქმე ისე გახმაურდა, რომ მისი დახვრეტა ვერ გაბედეს და საგიჟეში გადაიყვანეს. "აღიარე, რომ ეკლესიის დავალებით ჩაიდინე და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო". უამრავი ტანჯვა-წამება დაითმინა წმინდა გაბრიელმა, შვიდ თვეში უფლის ნებით და პატრიარქ ეფრემის დიდი ძალისხმევით ტყვეობიდან განთავისუფლდა. თუმცა მისი წამება ამით არ დასრულებულა, წარამარა მიჰყავდათ ძალოვან ორგანოებში და მერე ნაცემის, ცოცხალმკვდრის წასაყვანად მის ახლობლებს იბარებდნენ.
ციხიდან ახალი გამოსული იყო წმინდა გაბრიელი, სულის გასამხნევებლად წმინდა ბარბარეს ტაძარს ასუფთავებდა. დაიღალა და ჩასთვლიმა. ამ დროს რამდენჯერმე იქვე მდგომი ჯვარცმიდან ხმა მოესმა: "გძინავს, გაბრიელ, დაიღალე, მე ვტირი შენთვის". მიხვდა ბერი, საიდანაც მოდიოდა თანამგრძნობი ხმა, ხელებით ჯვარცმას მიენდო და ისინი იესოს პატიოსანი ცრემლით დაენამა.
ციხიდან გამოსული წმინდა გაბრიელთვის საბჭოთა ხელისუფლების უმკაცრესი მოთხოვნით ყველა ეკლესიის კარები ჩაიკეტა. სწორედ იმ დროიდან იღებს მამა გაბრიელი სალოსობის უმძიმეს ტვირთს. იგი ხუთი წლის განმავლობაში ზამთარ-ზაფხულ, თოვლში, ყინვაში, ქარში, წვიმაში, მწველ სიცხეში ცხოვრობდა ღია ცისქვეშ - სასაფლაოებს შეფარებული. დადიოდა ფეხშიშველა და გლახაკად ჩაცმული, თავზე რვალის დიადემადადგმული. "როდესაც თავი დიდი ვინმე ან სხვაზე კარგი მეგონა, მაშინ მივმართავდი ამას და როდესაც ხალხი დამცინოდა, ვმდაბლდებოდი და ვხედავდი ჩემს თავს, რა ნაგავიც ვიყავი", - ასე განმარტავდა შემდგომში მამა გაბრიელი.
თვალსაჩინო რომ გახდეს, თუ რაოდენ სძულდა წმინდა გაბრიელს ადამიანური პატივი, კიდევ ერთ ფაქტს მოგითხრობთ მამა კირიონის წიგნიდან. მამა გაბრიელის და ჰყვებოდა: "ჩვენ მას ვერ ვუგებდით, ის ბავშვობიდან სხვანაირი ფაქიზი სულის ადამიანი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი, როგორც ეს მორწმუნეებმა იციან, თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი კი, შინ რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული, ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღია ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე: - ვასიკო, ძმაო, რად ტირი ასე, რაიმე ცუდი ხომ არ არის შენს თავს-მეთქი. იცით, რა მიპასუხა: - დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზე მკოცნისო.
მოკლედ, მამა გაბრიელმა დაუტევა სახლი და სასაფლაოებზე დაიწყო ცხოვრება. "უფალმა სასაფლაოებზე ცხოვრებისას შიში ამხადა, მოყვასო, და მიმახვედრა, რომ ადამიანს ღვთის წინაშე არაფრის არ უნდა ეშინოდეს, ცოდვის გარდა".
შაბათ-კვირაობით ლოცვა-წირვას ესწრებოდა სრული სამონაზვნო შესამოსლით შემოსილი. ხოლო ლოცვის მერე გლახაკის კონკებით მოსილი დადიოდა თბილსის ქუჩებში და ქრისტეს ქადაგებდა. ხანაც მხარზე ძირგავარდნილ კოკას შემოიდგამდა და ქუჩაში მოსიარულე ხალხის გასაგონად ხმამაღლა ამბობდა: - გაიგეთ, ხალხო, უსიყვარულო ადამიანი ამ ძირგავარდნილ კოკას ჰგავს. რაც არ უნდა შთაასხათ მასში, არ დადგება და უკვალოდ გაქრება. ამისთვის, შეიყვარეთ უფალი ღმერთი, თორემ უნაყოფო იქნება ცხოვრება თქვენი.
"პრაფესორა", ასე ეძახდა წმინდა გაბრიელი ღვინოს. ღვინის სმაც მისი კიდევ ერთი სალოსური ნიღაბი იყო.
მამა კირიონი წერს: "ადვილი იყო საყურებლად, როდესაც მამა გაბრიელი ყველას სახილველად თითქოსდა სურვილით ეწაფებოდა ღვინოს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო. იგი მასთან მისულ ხალხთან, როდესაც სალოსობის ამ ღვაწლს მიმართავდა, პირმხიარულად იქცეოდა. ქადაგებდა, თან დროგამოშვებით მისთვის სასურველ "ღვინოს" დალევდა. თუ თავისი სენაკის წინ იჯდა, ხალხს აკურთხებდა და სენაკში შევიდოდა. თუ სენაკში მყოფობდა, კურთხევით - "მშვიდობით წარვედინ" - ყველა მოსულს სენაკს დაატოვებინებდა და მასთან მყოფს დახმარებას გთხოვდა. ერთი წუთის მერე მთვრალი ნამდვილ მადლმოსილ მამად შეიცვლებოდა, დაბალ სკამზე ჩამოჯდებოდა, პირსახოცს მუხლებზე გადაიფენდა, ტაშტს ფეხებთან ახლოს დაგადებინებდა და დალეულ ღვინოს უკან ამოიღებდა. ჩვენთვის ეს იყო საშინელი საყურებელი, ხოლო მისთვის დიდი ტანჯვა. ხანდახან ამის გამო ტკივილისაგან გმინვა ამოხდებოდა და ამიტომ სენაკის კარს დაგახურინებდა, რომ ეს არავის გაეგო. ასევე ჩუმად გადაგაღვრევინებდა ამოღებულ სითხეს, რათა სინამდვილე არ განცხადებულიყო... იყო შემთხვევები, როდესაც ამ საშინელი ტანჯვისაგან საყლაპავ მილზე კაპილარები უწყდებოდა და სისხლის დაკარგვის გამო სიკვდილის ზღვრამდე მიდიოდა. აქ გადაუდებელი აუცილებლობა იყო ექიმის ჩარევა, მაგრამ სინამდვილე მაინც დაფარული რჩებოდა", - ამას ჰყვება მღვდელმონაზონი კირიონი, რომელიც წმინდა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო ოთხი წლის მანძილზე თითქმის ყოველდღე ბერის გვერდით იყო სენაკში.
ერთხელ მისი მორჩილი, დედა პარასკევა შევედრებია: "მამაო, იქნებ შეეშვათ ამ ღვაწლს, რადგან ამ ტანჯვას დიდხანს ვერ გაუძლებთო". მცირე ხნის დუმილის შემდგომ წმინდა გაბრიელს მტკიცედ და ლმობიერად უთქვამს: "არ იცი, დაო, რას ამბობ, განა ჩემზე მეტად ვინმეს სძულს ასე ღვინის სმა?! მაგრამ ასეა საჭირო".
"ასე იყო საჭირო, რადგან ეს იყო მოღვაწეობის ღვინო. ამ დაბრკოლების ლოდის გარეშე შეუძლებელი იყო დაყენება იმ პატივისა და დიდებისა, რაც მისი საკვირველი მადლმოსილების გამო მცირედ მაინც დაუყენებელი ხდებოდა" (მამა კირიონი).
სამთავრომდე. უკან დავბრუნდეთ. წმინდა გაბრიელმა, მიუხედავად მოთხოვნისა, თავისი სამლოცველო ეკლესია არ დაანგრია. მთავრობა არ დაცხრა და ულამაზესი შვიდგუმბათიანი ეკლესია თვითონ დაანგრია, გუმბათები მოარღვიეს, სახურავი ახადეს, კედლების დანგრევისთვის დრო არ ეყოთ, რადგან დანგრეული მასალის მანქანაზე შეყრას ვეღარ მოასწრებდნენ. მძღოლს მანქანა 2-3 კილომეტრში მიტოვებულ სკვერში დაუცლია. წმინდა გაბრიელს კი მეორე დღეს უკლებლივ დაუბრუნებია და ეკლესია-სამლოცველო მალევე აღუდგენია, ოღონდ შვიდის ნაცვლად ერთი გუმბათი დაუდგამს თავზე. ამ ურჩობის გამო წმინდა გაბრიელი რამდენიმე თვით უზიარებლობითაც კი ყოფილა დასჯილი. მაგრამ, ღვთის ნებით, პატრიარქ ეფრემს სვეტიცხოვლობა დღეს მისთვის ზიარების უფლებაც აღუდგენია და სამთავროს მონასტერში მოძღვრად დაუდგენია. ერთი წლის მერე 1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა პატრიარქი ეფრემი და შემდგომ წმინდა გაბრიელი სამთავროს მონასტრისა და სემინარიის მოძღვრობიდან გაათავისუფლეს... და აი, 1972 წლიდან 1990 წლამდე მამა გაბრიელმა განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთა - იმ დროს დანგრეული თუ დახურული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა (აქვე შევნიშნავთ, რომ მთელი ეს ხანი ის უტაძროდ იყო დარჩენილი). ხან მარტო მიდიოდა, ხანაც მორწმუნეებთან ერთად. როდესაც მიტოვებულ თუ დანგრეულ ეკლესია-მონასტრებში წირვას დააყენებდნენ, ეტყოდა იქ მყოფთ: "გწამდეთ, რომ აქ ჩვენ ჰაერს ფუჭად არ ვარხევთ. მართალია, დღეს ბევრი ეკლესია-მონასტერი დანგრეული და დახურულია, მაგრამ წმინდა ანგელოზი, რომელიც დადგენილია აქ ღმრთის განჩინებით, ხედავს და ისმენს ჩვენს გულმოდგინებასა და სავედრებელს, სიხარულით ააქვს ჩვენი ლოცვა ღმერთთან და შესმენილს ჰყოფს... მოვესწრებით იმას, რომ ეს ეკლესია-მონასტრები აღდგება და ღმრთისმსახურება განახლდება" (ეს იმ დროს წარმოუდგენელი იყო).
1987 წლიდან წმინდა გაბრიელმა სამთავროში, ე.წ. კაკლოვანში, პატარა ფიცრულში დაიწყო ცხოვრება. ამ ფიცრულს ადრე საქათმედ იყენებდნენ. ამ პერიოდში რამდენიმე დღით დატოვებდა მონასტერს და მერე კვლავ უბრუნდებოდა თავის ფიცრულს. წარმოუდგენელი იყო იქ ზამთარში ცხოვრება, მაგრამ მაინც ცხოვროდა. აკი, დასცინოდნენ კიდეც: "რა ძალა ადგას, მართლა სულელია და არა სალოსი". 1990 წელს წმინდა გაბრიელმა დაუტევა სამთავროს მონასტერი და შიომღვიმეში წავიდა, იქ დაყუდება გადაწყვიტა, მაგრამ გამოცხადებით უფლისგან ბრძანება მიიღო: "წადი სამთავროში და ხალხს ემსახურე" და მანაც ხალხის - მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება.
წმინდა გაბრიელის სამთავროში ცხოვრებაზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, წინასწარმეტყველების მადლზე, საოცარ მოღვაწეობაზე, მარხვაზე, ღამისთევებით ლოცვაზე, სასწაულთმოქმედებაზე, რომელსაც სალოსობით მალავდა. "იყო დიდი პერიოდები, როცა აღარ სალოსობდა და თავისი ნამდვილი, შინაგანი სახით იწყებდა ცხოვრებას. ამ დროს ნამდვილად აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავს. ასეთ დროს კელიიდან თითქმის აღარ გამოდიოდა, მოსულს მხოლოდ დალოცავდა და თუკი არაფერს ჰკითხავდნენ, არც თავად იტყოდა სიტყვას" (მამა კირიონი). იგი ბევრს ესაუბრებოდა სულიერ შვილებს, განამხნევებდა, განამზადებდა მომავალი განსაცდელებისთვის. "როგორ მინდა მალე გაიზარდოთო", - ეუბნებოდა სამთავროელ დედებს.
1995 წელს სვეტიცხოველში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდი კრება ჩატარდა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მამა გაბრიელი ამ კრებაზე არ მიუწვევიათ. ღირსმა მამამ თავისი კუბო (რომელიც ორი წლით ადრე თავის მორჩილს მოატანინა) სენაკის წინ დაადგმევინა, შიგ ჩაწვა და ის სამი დღე, რაც კრება ტარდებოდა, იგი სალოსობდა. მაშინ სამთავროს მონასტერში მრავალი სამღვდელო პირი და მორწმუნე მოდიოდა და, როგორც აღნიშნავს მამა კირიონი, წმინდა გაბრიელიც თითქოს ამ საქციელით მთელ საქართველოს ემშვიდობებოდა, რადგან ამბობდა: "არ გავა დიდი დრო და გაბრიელ ბერს ასე იხილავთ. ყველას სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა". მართლაც, თურმე წმინდა გაბრიელის გარდაცვალებამდე ორმოცი დღეღა ყოფილა დარჩენილი. ეს იყო მისი სალოსობის ბოლო სამი დღე, რადგან აქამდე დიდი ხნის მანძილზე და ამის შემდგომ, ვიდრე გარდაცვალებამდე, წმინდა გაბრიელს აღარ უსალოსია.
"ეჰ, ნეტავი იმ დროს... მე მაშინ ქრისტეს ვსწავლობდი", - უთქვამს წმინდა გაბრიელს, როცა თავის გარდასულ ცხოვრებას იხსენებდა.
მრავალგზის უნახავთ სამთავროელ დედებს და სხვათაც თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველა, ყინვისაგან ფეხებზე კანდახეთქილი, დაწყლულებული. როცა ჰკითხეს, ასე რატომ წირავ თავსო, - ჩემი ქვეყნისთვის ვლოცულობო. მაშინაც კი, სიცოცხლის ბოლოს, როცა ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა, მცირე განძრევაც კი საშინელ ტკივილს ჰგვრიდა, მაინც ჩააყვანინა ტაძარში თავი და სამთავროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი, ცრემლით შეევედრა: "დედაო ღმრთისაო, ცისა და ქვეყნის დედუფალო მარიამ, გევედრები, დაიფარე შენი წილხვდომილი ერი დაღუპვისაგან. მე შემიწირე, ოღონდ საქართველო გადაარჩინე". აუსრულა ვედრება უფლის დედამ და 1995 წლის 2 ნოემბერს ღმრთივ შეისვენა ღირსმა გაბრიელმა.
დიდმოწ. არტემიოსისა (362)
დიდმოწ. არტემიოსისა (362)
წმიდა დიდმოწამე არტემიოსი, ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს), შემდეგ კი - მისი ძისა და მემკვიდრის, კონსტანციუსის (337-361) ზეობისას. ერთგული სამსახურისა და გამბედაობისათვის წმიდანს ხშირად აჯილდოებდნენ, ბოლოს კი ეგვიპტის მეფისნაცვლადაც დანიშნეს. ამ ძალაუფლებაში ნეტარმა არტემიოსმა ბევრი იღვაწა ეგვიპტეში ქრისტიანობის განსამტკიცებლად.
ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე (361-363). განდგომილი, რომელსაც იმპერიაში წარმართობის აღორძინება სურდა. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. იგი დაუნდობლად გზავნიდა სასიკვდილოდ ასობით ქრისტიანს. ანტიოქიაში უსჯულომ ბრძანა, ეწამებინათ სიწმიდით განთქმული მღვდელმთავრები, ევგენი და მაკარი. ქალაქში ჩასული არტემიოსი შეესწრო მათ მარტვილობას და საჯაროდ ამხილა იულიანე უღმრთოებასა და სისასტიკეში. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ისიც ჯალათებს გადასცა. წამების შემდეგ არტემიოსი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მარტვილი ლოცულობდა, მის წინაშე თავად ქრისტე წარდგა ანგელოსთა დასის თანხლებით და უთხრა: „მხნე იყავნ, არტემი! მე შენ თანა ვარ. უკვე გიმზადებ გვირგვინს დიდებისა, რამეთუ ვითარცა შენ მაღიარე წინაშე კაცთა, მეც აღგიარო წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. მხნე იყავნ და გიხაროდენ - ჩემ თანა იყო სამოთხესა“.
ნეტარი მოთმინებით იტანდა ტანჯვას. მან იულიანეს უწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ბოროტებისთვის მალე დაისჯებოდა. ამან კიდევ უფრო გაამხეცა თვითმპყრობელი და მარტვილის წამება გააძლიერა, მაგრამ როცა იხილა, რომ წმიდა არტემიოსის მოსადრეკად ყოველი ღონე ამაო იყო, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
ქრისტიანებმა დიდმოწამის ნეშტი მიწას მიაბარეს. წმიდა არტემის სიკვდილის შემდეგ მისი წინასწარმეტყველება იულიანეს მოახლოებული აღსასრულის შესახებ ახდა: განდგომილი იმპერატორი ანტიოქიიდან გავიდა სპარსელებთან საბრძოლველად. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, რომელმაც თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწევა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, ამ უკანასკნელმა კი იგი მხედრობითურთ კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებში შეიყვანა, სადაც არც წყალი იპოვებოდა და არც საზრდელი. შიმშილითა და წყურვილით გათანგულ და განახევრებულ ლაშქარს მტერმა სასტიკი დამარცხება აგემა. თავად იმპერატორსაც ღვთივმოვლენილი სასჯელი ეწია: უჩინარმა ხელმა გულში უჩინარი იარაღი უგმირა. იულიანემ მძიმედ ამოიოხრა და წარმოთქვა: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
მწვალებელი იმპერატორის მიცვალების შემდეგ წმიდა დიდმოწამე არტემიოსის ნეშტი პატივით გადააბრძანეს ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.