შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა…
ტროპარი
შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო გრიგოლ.
უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგორი, და მხართა…
კონდაკი
უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგორი, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლად წმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვის საღმრთოისა დიდებისა მისისა, ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან…
ტროპარი
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა საღმრთოთა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: კლარჯეთისა სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსნენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.
აღმობრწყინდი, ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან…
სხვა ტროპარი
აღმობრწყინდი, ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან მადლითა წმიდისათა განაბრწყინვენ სამწყსოი შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღმერთშემოსილო მამაო, და მიიწიე რა სანახებსა კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და იღუაწე სასოებითა და დაითმინენ მრავალნი განსაცდელნი; მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტესა მეუფისა და გვითხოვე წყალობაი.
თუესა ოქტომბრის 5-სა
თუესა ოქტომბრის 5-სა
ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა
ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.
მუხლი 8. ჴმაჲ 5
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი,
მუხლი 8. ჴმაჲ 5.
ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ანგელოზთა თანამზრახუალო და…
ღირსისა გრიგოლისა.
ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ანგელოზთა თანამზრახუალო და თანამყოფო და თანაზიარო წინაჲსწარმეტყუელთა, წმიდათა მოციქულთა და მოწამეთა და თანამკჳდრო ნათელსა წარუალსა, რომელი ჰნათობ ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა, რამეთუ წინაშე მისსა ჰსდგა განბრწყინვებული მადლითა კადნიერად და ყოვლადვე ხედავ მისსა მას დიდებასა და მარადის იშუებ მისთა მით სიკეთითა, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო მონაზონთაო, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სათნოებათა საუნჯეო, რომელმან ქალაქ-ჰქმენ უქმი უდაბნოჲ და ვითარცა სამოთხჱ ესე გამოაჩინე, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, სიქადულო მონაზონთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო მონაზონთა წინამძღუარობითა, სასუფეველსა დამკჳდრებელო, ანგელოზებრივ გალობითა ზეცისა მოქალაქეო, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებითა ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო გრიგოლ, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო, თავო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, ქრისტესა ევედრე, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
ეჰა გჳრგჳნნო
სხუაჲ დასდებელი ჴმაჲ 2
ეჰა გჳრგჳნნო
ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ ქრისტეს ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, ჴელმწიფეთა თვალუხუავად მამხილებელსა და ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა, ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და ყოველთა განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა, ყოვლადქებულსა გრიგოლს, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ. 2-გზის
ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ მსგავსად ღმრთივბრწყინვალისა ვარსკულავისა უდაბნოსა შინა დამკჳდრებითა განბრწყინვებულსა, და ნერგსა სამოთხისასა, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელსა, დიდსა შემწესა და მოძღუარსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
ვითარითა ქებისა გალობითა უგალობდეთ ეკლესიისა შემამკობელსა და მწყემსსა და მოძღუარსა ივერიელთასა, რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდა ერსა ჩუენსა და განსწავლიდა ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა, რომლისათჳსცა მისსა მიმართ დაგჳძს სასოებაჲ ჩუენი, რაჲთა ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა აღვიარებდეთ, ვითარცა წინამძღვარსა და სიმტკიცესა ერისა ჩუენისასა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
აწ განსცხრებოდეთ დღესასწაულის მოყუარენო, და ქებითა გალობისაჲთა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აწ განსცხრებოდეთ დღესასწაულის მოყუარენო, და ქებითა გალობისაჲთა უგალობდეთ და შევასხმიდეთ, მღდელთა სიქადულსა და ხანძთისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა მეოხსა და შუამდგომელსა: გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა მცველო მიურულებელო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, გიხაროდენ, სასანთლეო ყოვლადბრწყინვალეო, რომელმან კიდენი სოფლისანი საკჳრველებითა განანათლენ, გიხაროდენ ჭირვეულთა საღმრთოო სიხარულო და განსაცდელთა შინა მყოფთა მჴურვალეო შუამდგომელო, ღირსო და საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ, დაუცხრომელად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულით პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლადსანატრელსა ჴსენებასა შენსა.
ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.
1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა…
შესვლად. წარდგომა დღისა საწინაწარმეტყველონი; საკითხავი ღირსისა.
1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)
2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...)
წერილ-არს, მარტის 9-ს.
3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) წერილ-არს მაისის 7-ს.
ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო…
ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა, ესრეთ ღირსისა გრიგოლისი. თვით-ხმოვანი. ჴმაჲ 2
ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო ღმრთისაო, სოფლისა კეთილად განმამშვენებელო და სიტკბოებითა სახიერო, მამაო გრიგოლ, გაქებთ შენ, რომელი დაენერგე სახლსა შინა ღმრთისასა და აღყუავდი სიმართლითა, და ვითარცა უდაბნოსა ზედა ნაძვი, ესრჱთ განამრავლე სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსად და სამართლად სიტყჳერნი ცხოვარნი და მნათობ სოფლისა იქმენ ჭეშმარიტებით.
გამოშჩნდი, მამაო გრიგოლ, მთავრად მონაზონთა და ქალაქმყოფელ უქმთა უდაბნოთა და ჰკურნებ უძლურებისა ჩუენისა ვნებასა სარწმუნოებით მგალობელთა შენთასა: გიხაროდენ, აღმოსავლეთისა ვარსკულავო ყოვლადბრწყინვალეო, და მონაზონთა განმანათლებელო ლამპარო და მწყემსო, გიხაროდენ, კეთილმოქმედებითა მმარხველთა სიქადულო და ყოვლისა სოფლისა სახარულევანო ბრწყინვალებაო, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.
სამღუდელოჲთა სამოსელითა შემკობილმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და გალობანი საეკლესიონი აღმოსთქუენ და ეკლესიაჲ განამდიდრენ მოძღურებითა საღმრთოჲთა, რომლითა აწ განათლებულნი გადიდებთ კაცსა ზეცისასა და ქუეყანისა ანგელოზსა, სოფლისა სამკაულსა და მოღუაწეთა თუალსა, რომელმან განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი და სიმართლითა და სიწმიდით წინამძღუარ ექმენ მოღუაწეთა, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ სულთა ჩუენთათვის.
დაუტევე, წმიდაო, სოფელი და აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მამაო, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი სანახებსა მას კლარჯეთისასა და აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი - ხანძთაჲ და შატბერდი, საცხონებელად სულთა და საყუდებელად მრავალთა, ხოლო მას შინა შეკრებულნი ძმანი სიმდაბლითა თჳსითა მიიწინეს საზომსა შენსა, და განასხმიდენ სულთა უკეთურთა და განჰკურნებდენ ყოველთა სნეულთა და კეთილქებისა გალობითა გიგალობდენ, ვითარცა მწყემსსა დიდსა და ქადაგსა სარწმუნოებისასა.
კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ჴმაჲ 7
კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რომლისათჳსცა განგეჴუნეს შენ ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად, რაჲთა ჩუენცა აღძრულნი საღმრთოჲთა სურვილითა, დაუდუმებელად გნატრიდეთ.
გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.
სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და…
სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ 8
სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მამაო გრიგოლ, გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.
მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და განაცხოველე სიწმიდჱ, და…
მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და განაცხოველე სიწმიდჱ, და შეიყუარე წმიდა ქალწულებაჲ, და ვითარცა ნათელი, შთაიცუ სიწმიდჱ, და ვითარცა გურიტი სიმშჳდით ჰმონებდი ქრისტესა გონებითა უბიწოჲთა, სანატრელო გრიგოლ, შემკული საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა.
შეგამკო ღმერთმან, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა…
მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.
შეგამკო ღმერთმან, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, სამ-გზის სანატრელო, და აღავსო სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებ მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.
სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ, რამეთუ აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ დაუტევე, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, თანამოსაგრეო წმიდათა მამათაო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა შენითა.
უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან…
ტროპარი I
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ჴელმწიფებაჲ განსჴმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, ღმერთშემოსილი, რომლისათჳსცა საღმრთოჲთა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავათა შენთა და გჳჴსენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.
აღმობრწყინდი ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან…
ტროპარი II
აღმობრწყინდი ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან მადლითა სულისა წმიდისაჲთა განაბრწყინვენ სამწყსოჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღირსო მამაო, და მიიწიე რაჲ სანახებსა მას კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და საცხონებელად სულთა მრავალთა, მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტჱს მეუფისა და გჳთხოვე წყალობაჲ.
იგივე აწდა
ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა ტროპარი ღირსისა. დიდებაჲ...
იგივე აწდა...
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.
ანგელოზთა მწყობრნი
შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 1
ანგელოზთა მწყობრნი...
ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოშჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, ღმერთშემოსილო მამაო, და განანათლებ შენდამი მსწრაფლ მოლტოლვილთა, წმიდაო გრიგოლ, აწცა გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად. 2-გზის
განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმო-ბდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
განეცხადე დღეს
შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 4
განეცხადე დღეს...
ნათლითა ჰბრწყინავ შენ მიუახლებელითა, და ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდი უდაბნოსა შინა კლარჯეთისასა და განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსო მამაო, ხოლო ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან. 2-გზის
ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.
სიბრძნე
შემდგომად სადიდებელისა წარდგომა. ჴმაჲ 8
სიბრძნე
სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის ჴსენებულო ღირსო მამაო, ვითარცა ჭეშმარიტად განათლებული, და ქუეყანასა ზედა, ვითარცა ანგელოზი იქცეოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა სამებისა წმიდისა სათნოდ გამოშჩნდი, რომლისათჳსცა გუნდსა მონაზონთასა შეერთე და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი მორწმუნეთანი, ღმერთშემოსილო გრიგოლ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა. 2-გზის
თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა…
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი…
აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმაჲ 4
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.
რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და…
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.
ყოველი სული... სახარება ლუკასი, თავი 6. მუხლი…
წარდგომაჲ, ჴმაჲ 7 პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.
ყოველი სული... სახარება ლუკასი, თავი 6. მუხლი 17. (მას ჟამსა შინა, დასდგა იესუ...) დასასრული მუხლი 23. (მრავალ არს ცათა შინა...)
თვით-ჴმოვანი. ჴმაჲ 6
შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.
თვით-ჴმოვანი. ჴმაჲ 6.
ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ წარმართებისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდე და ანგელოზთა წესსა მიიწიე, რომელთა უბიწოჲთა ცხორებითა სწორ-იქმენ, წმიდაო გრიგოლ, კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.
სექტემბრის 28-ს იძიე
კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6
სექტემბრის 28-ს იძიე
სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარჱ…
კანონი ღირსისა, მუხლი 8. ჴმაჲ 1 გალობა 1, უგალობდითსა ძლისპირი
სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარჱ სიტყჳთ განაჴმო პირველ, და დღეს უხრწნელად იშუა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობდეთ.
აღაჴვენ თუალნი სულისა ჩუენისანი განცდად ბრწყინვალებასა მადლთა შენთასა, ღირსო მამაო, ხოლო ორღანოჲ ენისაჲ აღძარ დიდებად შენდა, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ, გრიგოლ, სიქადულო მამათაო.
ხატებაჲ საღმრთოჲ სიჩჩოჲთგან დაიმარხე ტრფიალებითა ჩუენთვის ჩჩვილ-ქმნულისაჲთა, იწყლა რაჲ გული შენი, ღმერთშემოსილო მამაო, და ჰასაკისა თანა აღმაღლდებოდე ძალითი ძალად სულისა სრულებითა.
აღძრვაჲ ვნებათაჲ სიყრმითგანვე დასთრგუნე ფერჴთა მათ ქუეშე სულისათა, ნეტარო მამაო, და სიტკბოებაჲ საცნობელთა მლიქნელი, ყოვლად არა დაგიტკბა მოლოდებითა წარუალთა მათ ტკბილთა საშუებელთაჲთა, წმიდაო გრიგოლ.
დასაბამი სიბრძნისაჲ მოიგე, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა, ღირსო…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დასაბამი სიბრძნისაჲ მოიგე, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა, ღირსო მამაო, და შიშსა უფლისასა შემსჭვალენ შენ ჴორცნი, წმიდაო გრიგოლ, და მიერ აღიწიე სიყუარულსა მას უშიშსა წმიდათასა და მადლითა ღმრთისაჲთა განჰბრწყინდი.
სული ჩემი დაცემული მრავალთა სალმობათაგან, ჵ, ღმრთისმშობელო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სული ჩემი დაცემული მრავალთა სალმობათაგან, ჵ, ღმრთისმშობელო ყოვლადდიდებულო, განჰკურნე, რაჲთა მადლობისა ჴმითა წადიერებით გადიდებდე შენ, მარადის.
ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლჱ…
გალობა 3, განძლიერდასა ძლისპირი
ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლჱ მაცთურისაჲ და ზესთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.
უსხეულოთა გუნდსა თანა აღმაღლდი, რაჟამს შრომათა ღუაწლი ეტლ-უყავ სულსა და აღიწიე საქმითა ხედვათა მიმართ მაღალთა, სანატრელო მამაო, და უხილავთა ხილვად ღირს იქმენ, წმიდაო გრიგოლ.
ქნარად სულისა ცჴოველისა გამოშჩნდი, მორთულ ძალთაგან სულისათა, ღირსო მამაო, და გამოჰბრწყინდი ვარსკულავად უდაბნოჲსა და სიტყუათა საუნჯჱ, ვითარცა ოქროჲ დააუნჯე შენ ღმრთისა ეკლესიასა, ნეტარო გრიგოლ.
მარხვითა ჴორცნი შეზღუდენ, სანატრელო, და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცვითა და მღვიძარებითა, რომლისათჳსცა სულისა წმიდისა ძალმან დაიმკჳდრა შენ თანა და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა.
რტო ნაყოფიერი იქმენ შენ, ღმერთშემოსილო, აღმოცენებულ ძირთაგან…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რტო ნაყოფიერი იქმენ შენ, ღმერთშემოსილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, და-რაჲ-ენერგე თანა წარსადინელსა საღმრთოთა წერილთასა, და გამოიღე ნაყოფად ტკბილად გულის-ჴმის-ყოფაჲ მათი.
წინაჲსწარ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიელ, რომელი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიელ, რომელი განვლო მეუფემან, ვითარცა უწყის, ქალწულო უხრწნელო, ამისთჳს გევედრები მე, განმიხუენ სინანულისა ბჭენი მიმყვანებელნი სასუფეველად.
განაბრწყინვე ჟამნი შენნი, სანატრელო, უდაბნოსა შინა ძლიერად…
წარდგომა
განაბრწყინვე ჟამნი შენნი, სანატრელო, უდაბნოსა შინა ძლიერად მოღუაწებითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, მამაო გრიგოლ, და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთაჲ ქრისტჱს მიერ გჳთხოვე მედღესასწაულეთა ჴსენებისა შენისათა.
პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკუმ და…
გალობა 4, უფალო მესმასა ძლისპირი
პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოვიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოჲთ მაღნართათ მო-რაჲ-ხუედ შენ, მაცხოარ, ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი.
არა დაჰფარნა ღმერთმა შრომანი შენნი, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებაჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა შორის საწადელ-ყო სიტყუაჲ და ხილვაჲ შენი, ღმრთივსანატრელო.
იწურთიდ სიყრმითგან წიგნთა ღმრთივსულიერთა და აღიწიე თავსა სრულებათასა, რაჟამს გონებაჲ წმიდა-ყავ ვნებათაგან და სიწმიდითა სულისა შენისაჲთა ექმენ სავანე სულსა ყოვლად წმიდასა.
იქმენ, ნეტარო, მიმსგავსებული ღმრთისა, მამაჲ ობოლთა და საზრდელი მშიერთა, სამოსელი შიშველთა და უღონოთა, და მკურნალ სენთა სნეულებისა, მამაო გრიგოლ.
ლამპრად ბრწყინვალედ მყოფთათჳს სოფლისათა გამოგაბრწყინვა ნათელმან მამისამან…
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა.
ლამპრად ბრწყინვალედ მყოფთათჳს სოფლისათა გამოგაბრწყინვა ნათელმან მამისამან, და ელვარებაჲ სათნოებათა შენთაჲ მიჰფინე ცისკიდეთა, ვითარცა მისისა შარავანდედი, ღირსო მამაო.
ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ, და ქალწულადვე ჰგიე, რომლისათჳსცა გიგალობთ, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო.
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხვედი შენ, ქრისტე…
გალობა 5, ღამითგანსა ძლისპირი
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხვედი შენ, ქრისტე, ამსთობილნი შევსწირავთ შენდა გალობასა, ვითარცა ღირს-ხარ, რაჲთა წარმიძღუენ გზასა მშჳდობისასა, შესულად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ.
ვითარცა ვარსკულავი გამოჰბრწყინდი უდაბნოსა შინა და რომელნი სარწმუნოებით მოივლტიან შენდა მსწრაფლ შეეწევი მათ, ამისთჳსცა გნატრით შენ, და ვითარცა მჴურვალესა შუამდგომელსა გალობით გადიდებთ.
ქველისმოქმედმან, ყოველთა მწყალობელმან, მოგცა სიმდიდრედ ნათესავსა შენსა, ხოლო პირსა შენსა მოსცა სული ცხჴოველი, მსგავსად წმიდათა მოწაფეთა თჳსთა და გყო შენ მეათცამეტედ მოციქულად.
წყაროჲ სულისა წმიდისაჲ გულსა შინა შენსა მოიგე, საიდუმლო სიბრძნისა და მადლისა სიმდიდრითა აღვსებულმან, ჵ, სამგზის სანატრელო მამაო, პატივისმცემელნი შენნი იჴსენ განსაცდელთაგან.
ეტრფიალე შენ სიბრძნესა, უდაბნოსმოყუარეო, და შეიყუარე იგი…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეტრფიალე შენ სიბრძნესა, უდაბნოსმოყუარეო, და შეიყუარე იგი უფროჲს ყოვლისა, რომლისათჳსცა განისუენა შენ თანა, და ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოაცენა თაფლისა უტკბილესი.
წმიდა-ყო ღმერთმა საშოჲ შენი ყოვლადწმიდაჲ, სძალო, სიწმიდით…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
წმიდა-ყო ღმერთმა საშოჲ შენი ყოვლადწმიდაჲ, სძალო, სიწმიდით რაჲ დაემკჳდრა მას შინა, და ჯუარსა ზედა ამაღლებულმან დაბადებულნი აღამაღლნა მისთანა.
შთახდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა…
გალობა 6, ღაღადყავსა ძლისპირი
შთახდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით: აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მიმართ ვღაღადებ: უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ.
ოდეს ბოროტი მტერი ეკლესიისაჲ მოკულასა შენსა ჴადოდა და ხანძთისა იავარ-ყოფასა, ცეცხლმან შურისა უფლისამან აღაგზნა გონებაჲ შენი, ღმერთშემოსილო, და ლოცვითა შენითა უტყვ-ყავ პირი მისი მგმობარი ღმრთისაჲ, და სრულიად წარსწყმიდე.
დიდო მეუდაბნოეო, კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთაო, აწცა ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ, რამეთუ ყოვლადვე ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესუენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან.
სიწმიდისა გჳრგჳნითა, ვითარცა ღუაწლისა მძლჱ, გჳრგჳნოსან-გყო ქრისტემან მეუფემან, სანატრელო მამაო გრიგოლ, და წმიდა თავი შენი სამკაულითა თვალთშეუდგამითა განაშუენა.
ვნებათა დაფარულისა და ცხადთა მჴდომისა ძლიერად მბრძოლო…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვნებათა დაფარულისა და ცხადთა მჴდომისა ძლიერად მბრძოლო, გრიგოლ სანატრელო, კადნიერებაჲ გაქუს ღმრთისა მიმართ, ითხოვე შეწევნაჲ, რაჲთა განვერნეთ მტერსა სულთა ჩუენთასა.
ახლად ყრმად გჳშევ ჩჳენ უწინარესი საუკუნეთა უჟამოდ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ახლად ყრმად გჳშევ ჩჳენ უწინარესი საუკუნეთა უჟამოდ, მამისა თანა მოსაყდრე, ღმრთისმშობელო, რომელმან ჯუარისა მიერ ცოდჳთა დაძუელებული კაცნი განაახლნა და ღმრთეებასა იზიარნა.
უღელი იგი ქრისტჱსი მიიღე, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ…
კონდაკი
უღელი იგი ქრისტჱსი მიიღე, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტჳრთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ჴორცთა შინა შენთა მტჳრთველმან, რომლისათჳს საღმრთოჲსა დიდებისა მისისა ზიარად გამოშჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.
ძირთაგან კეთილთა აღმოსცენდა-რაჲ ნაყოფი შუენიერი, სიჩოჲთგანვე ღმერთშემოსილი…
იკოსი
ძირთაგან კეთილთა აღმოსცენდა-რაჲ ნაყოფი შუენიერი, სიჩოჲთგანვე ღმერთშემოსილი მადლითა აღიზარდა, უფროჲს ვიდრეღა სძითა, და დაუმორჩილნა ჴორცნი მოკუდავნი სულსა უკუდავსა და იღუაწა ვიდრე სიკუდილადმდე, და გან-რაჲ-ვიდა სოფლით, დიდებით მამათა კრებულსა თანა აღირაცხა და მეოხ-არს ჩუენთჳს, რომელნი ვადიდებთ საჴსენებელსა მისსა ყოვლადგანათლებულსა.
სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ…
გალობა 7, კურთხეულარსა ძლისპირი
სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღმრთის მოძულისაჲ, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრჱთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
დღესასწაულობს ერი შენი, ნეტარო, ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, მამაო სანატრელო, ზეცით-გარდამო და გჳჴსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმე-ლად, რომელთა ესე გუასწავე გალობაჲ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, ღირსად დიდებულო, და ვითარცა თიხაჲ დასთრგუნე ცუდი დიდებაჲ, და სიგლახაკისა მიერ სიმდიდრჱ დაულევნელი სასუფეველისაჲ ჰპოვე ზეცათა შინა, მარადის მგალობელმან: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ. გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელებისა წმიდისა წყაროო, და სიბრძნისმოყუარებისა აღმომდინარეო ფიალო, ყოვლადბრძენო, დიდო მთიებო ყოვლისა სოფლისაო, რომელმან ასწავე ყოველთა გალობაჲ ესრეთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
ეშმაკთა გუნდნი აღსჭრენ, ღმერთშემოსილო, ვითარცა ახოვანმან მჴედარმან…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეშმაკთა გუნდნი აღსჭრენ, ღმერთშემოსილო, ვითარცა ახოვანმან მჴედარმან მაცხოვრისამან შრომათა მაჴჳლითა, და დასწუენ ცეცხლებრ ბანაკნი მათნი საჴუმილითა ლოცუათა შენთაჲთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
მადლსა ლოცვისა შენისასა, წმიდაო, ვიქადებთ პირითა და…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მადლსა ლოცვისა შენისასა, წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა, დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელვათა, და მძიმეთა ურვათა, და ცოდვისა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი.
ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ…
გალობა 8, აკურთხევდითსა ძლისპირი
ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
ჩვეულებისა თჳსისაებრ აღეგზნა ეშმაკი წყობად შენდა, ღმერთშემოსილო, რამეთუ ეპოვა მას ჭურჭელი სიცრუისაჲ, ვითარცა პირველ იუდა მიმცემელი, და განეწონა მასვე მაჴჳლი თჳსი.
იხილა ყოვლად საწყალობელმან, განჩემებულმან ეშმაკისა სადგურმან სუეტი ნათლისაჲ და ჯუარი თუალთშეუდგამი გარემოს შენსა, ღირსო მამაო, შეძრწუნდა ფრიად და დახსნდეს ძარღვუნი მკლავთა მისთანი.
შეიწყალე, წმიდაო, განწირული მკულელი შენი და მიემსგავე ქრისტესა, განკურნე-რაჲ ტირილით შევრდომილი შენდა და განუტევე მშჳდობით, რამეთუ შენ ხარ შემწე მონანულთა, რომელნი აკურთხევენ ქრისტესა და ამაღლებენ მას უკუნისამდე.
შემოკრბა-რაჲ გუნდი წმიდათა მამათაჲ მიცუალებასა შენსა, სანატრელო…
ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.
შემოკრბა-რაჲ გუნდი წმიდათა მამათაჲ მიცუალებასა შენსა, სანატრელო, სიხარულითა აღივსე ხილვითა მათითა, და აკურთხე ყოველი, და სარწმუნოდ და ცხადად ასწავე გალობაჲ ესრჱთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
იჴსენ კაცობრივი ბუნებაჲ წყევისაგან შობითა შენითა, ქალწულო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იჴსენ კაცობრივი ბუნებაჲ წყევისაგან შობითა შენითა, ქალწულო უბიწოო, რამეთუ შევ მხოლო კურთხეული, მაკურთხეველი ჩუენი, აღმავსებელი მადლითა ცათა და ქუეყანისა.
ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად…
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. გალობა 9, ადიდებდითსა ძლისპირი
ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევსწიროთ შესჴმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.
ზეციურ ძალთაგან გესმა ჴმაჲ სანატრელი, მსახურო ღმრთისა მაღლისაო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და კაცსა ზეცისასა გიწოდდა მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ, და მიხუედ სიხარულით და უფლისა თანა იხარებ საუკუნოდ.
პატიოსანთა საკმეველთა კეთილ-სულნელებამან აღავსო საყუდელი შენი, ღირსო მამაო, და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმან შეიწყნარა სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, ღმერთშემოსილო.
ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი მითხრობად ღუაწლთა შენთა, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, რამეთუ განვლე სოფელი ესე ღირსად, დიდებულო, და აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და ჰსუფევ ქრისტჱს თანა უკუნისამდე.
ითხოვე, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ითხოვე, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.
იტჳრთავ უკვე მტჳრთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იტჳრთავ უკვე მტჳრთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა შენთა, რომელსა ევედრე, წმიდაო, უცხოჲსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხორებად ჩუენდა.
გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ ბრწყინვალჱ და შეიწყნარე…
განმანათლებელი
გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ ბრწყინვალჱ და შეიწყნარე სული წმიდაჲ, ღირსო მამაო, რომლისა მიერ თუალნი სულისანი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, წმიდაო გრიგოლ. (2-გზის)
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
ჵ, სასწაული
აქებდითსა ზედა დასდებელი. მუხლი 4. ჴმაჲ 8
ჵ, სასწაული
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, შენ უღელი ქრისტჱსი აღიღე ქედსა ზედა, და ახოვნებითა ზედა დასხმანი მტერთანი შეჰმუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, ამისთჳს გნატრით შენ და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, მშუენიერო კლარჯეთისა დიდებაო, შენ ქრისტემან მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ ჩუენ. 2-გზის
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, სარწმუნოებით შემოკრებულნი ქართველნი, ვითარცა მოღუაწესა დიდსა პატივს-გცემთ შენ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელი სიხარულითა განხუედ უდაბნოდ უალად, და მჴეცთა-წილ დაამკჳდრენ კაცნი ანგელოზთა სწორნი, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა გუაცხოვნნეს ჩუენ.
ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო გრიგოლ, გამოშჩნდი შენ კანონ მონაზონთა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ ყოვლისა სოფლისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რამეთუ არა შეშინდი შიშისაგან მაცთურისა მტერისა და მშვილდნი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ და მძჳნვარენი საფრჴენი მათნი მოაუძლურენ საღმრთოჲთა სწავლითა შენითა. ჵ, ნიჭთა შენთა მოცემულთა, ნეტარო, რომლისა მიერ ბოროტთა ეშმაკთა არცხვინე და განაბრწყინვენ დიდებაჲ ქრისტჱსი.
დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ჴმაჲ 5
დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო გრიგოლ, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ.
ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი, დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.
ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი, დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი, მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი, შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.
მომიჴსენენი კანონისაგან ღირსისა, გალობა 3 და 6
დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ. ლიტურღიასა ზედა
მომიჴსენენი კანონისაგან ღირსისა, გალობა 3 და 6.
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა
წარდგომა, ჴმაჲ 7.
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო…
მუხლი.
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.
, თავი 12, მუხლი 7. (ძმანო, თითოეულსა…
სამოციქულო I კორინთელთა
, თავი 12, მუხლი 7. (ძმანო, თითოეულსა ჩუენსა...) დასასრული, მუხლი 12. (კაცად-კაცადსა ვითარცა ჰნებავს...)
ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა
ალილუია, ჴმაჲ 6.
ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.
ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი
მუხლი.
ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი.
, თავი 11, მუხლი 27. (ჰრქუა უფალმან…
სახარება მათესი
, თავი 11, მუხლი 27. (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა...) დასასრული, თავი 12, მუხლი 1. (ტჳრთი ჩემი სუბუქ-არს...)
საჴსენებელად საუკუნოდ
განიცადე
საჴსენებელად საუკუნოდ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა
ღირსისა გრიგოლ ხანცთელისა, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელისა და არქიმანდრიტისა (861)
ღირსისა გრიგოლ ხანცთელისა, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელისა და არქიმანდრიტისა (861)
წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“.
ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა“.
აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდლობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა“.
სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ნაკლოვანებათა აღმვდებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა“.
შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, „შეცვალებადი პატივი ქუეყანისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაჲ, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა“.
გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.
ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.
გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.
ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.
ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება და „ჴელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.
ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.
გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.
ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი, შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი“.
გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავანენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა“. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.
ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ“.
მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.
გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“.
კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩანდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ“. მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს“, - უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.
ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.
უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო“. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი“, - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.
ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა.
გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.
ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა „სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცის-სარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა“. მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.
გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა შინა მოღვაწეთა ღირსთა მამათა და დედათა: კათალიკოსთა: ნერსესი, იშხნის პირველად…
ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა შინა მოღვაწეთა ღირსთა მამათა და დედათა: კათალიკოსთა: ნერსესი, იშხნის პირველად აღმაშენებელისა და ნეტარი ილარიონისა, წყაროსთავის მამისა და აღმაშენებელისა; მღვდელთმთავართა: სტეფანე მტბევარისა, ზაქარია ანჩელისა, მაკარი ანჩელისა, ეზრა ანჩელისა, საბა იშხნელისა; ღირსისა მამისა იოანესი, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლულისა; ღირსთა მამათა: თეოდორე ნეძველისა, ქრისტეფორე კვირიკეწმიდელისა, ამონასი, პეტრესი, სამოელისა, ანდრიასი, აბბა გიორგისა, მაკარისა (ოპიზელთა); შიო სასწაულთმოქმედისა, გიორგისა, მიქაელისა, პავლესი, ბასილისა (ზარზმელთა); ხვედიოსისა, ეპიფანესი, მატოსი, ზენონისა, არსენისა, იოანესი, ბასილისა, დიმიტრისა, არსენისა, მაკარისა, თეოდორესი, გაბრიელისა, გიორგი მერჩულესი (ხანცთელთა); მიქაელ პარეხელისა და მოწაფეთა მისთა: ბასილისა და მარკელასი, დავითისა, იაკობისა (მიძნაძორელთა); გრიგოლისა, სოფრონისა (შატბერდელთა); ზაქარია ბარეთელთელისა, ილარიონ პარეხელისა, ილარიონ უბის მამასახლისისა,: ლირსთა დედათა: თებრონიასი და თემესტიასი, ანატოლე (ანტონიოს) დაყუდებულისა და ანასტასიასი (VIII-IX)
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებისგან და ქოლერის ეპიდემიისგან გაუდაბურებული და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. „ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი“ (წმ. ექვთიმე თაყაიშვილი). იწერებოდა აგიოგრაფიული ნაწარმოებები, ორიგინალური საგალობლებით ივსებოდა ლიტურგიკული კრებულები, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები... ამ პერიოდის ლიტერატურული ძეგლები იმდენადაა გამსჭვალული ეროვნულ-ქართული ხასიათითა და სულით, რომ ამ ხანას ჩვენი მწერლობის ეროვნული ხანა ეწოდა...
ცნობები ტაო-კლარჯეთში მოღვაწე დედათა და მამათა შესახებ შემოგვინახა
წმ. გიორგი მერჩულის
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ“. გიორგი მერჩულე ხანძთის უდაბნოში მოღვაწეობდა X საუკუნეში. მისი ზედწოდება - მერჩულე - რჯულის მცოდნეს, ღვთისმეტყველს უნდა ნიშნავდეს.
გიორგი მერჩულე გვაწვდის ცნობას
წმიდა ნერსე III კათოლიკოსის
შესახებ. ნერსე ეროვნებით სომეხი იყო. იგი აღიარებდა მართლმადიდებლურ (დიოფიზიტურ) მრწამსს და მოღვაწეობდა ქართველი მამების გვერდით (VI-VII საუკუნეებში ტაო-კლარჯეთისთვის თავი შეუფარებიათ სამშობლოდან დევნილ დიოფიზიტ სომხებს). წმიდა ნერსემ VII საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა იშხნის ტაძარს და იქვე მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით.
წმიდა ილარიონ კათოლიკოსი
„მამაი და მაშენებელი წყაროსთავისაჲ“. სიწმიდისა და სიბრძნის გამო არჩეულ იქნა ქართლის კათოლიკოსად. ამ ხარისხში წმიდანის მოღვაწეობა მოიცავს პერიოდს დაახლოებით IX ს-ის 50-იანი წლების ბოლოდან 860 წლამდე. ქართლის კათოლიკოსთა სიაში წმიდა ილარიონი მოხსენიებულია გაბრიელ II-ის (დაახლოებით IX ს-ის 30-50-იანი წლები) შემდეგ და წმიდა არსენ I დიდის (დაახ. 860-887 წწ.) წინ.
წმიდა სტეფანე მტბევარი
ტბეთის პირველი ეპისკოპოსი იყო. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი და ჰაგიოგრაფი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალური თხზულება „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“.
წმიდა ზაქარია ანჩელი
ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით, იგი წმიდა მეფსალმუნე დავითის მსგავსად ბავშვობიდანვე მწყემსის ლაღი და მკაცრი ცხოვრების წესით იზრდებოდა. წმიდანი ბავშვური გულწრფელობით შემოიკრებდა თავის თანატოლებს და საოცარი სიზუსტით იმეორებდა ეკლესია-მონასტრებში ნანახ და გაგონილ ღვთისმსახურთა მოქმედებებსა და სიტყვებს. ერთხელ მის ასეთი ბავშვურ თამაშობას შეესწრო ანჩელი ეპისკოპოსი, რომელმაც ყრმა ზაქარიას თავზე „ზეცით მოწევნული“ ნათლის სვეტი იხილა. ღვთის მინიშნებით სრულწლოვანებას მიღწეული წმიდანი მალე მთელი საძმოს მოძღვარი გახდა. მისი ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულებოდა: მან ლოცვით შეაჩერა კედელს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ-ვენახს შესეული ფრინველები და კალიები, შემუსრა ორი საშინელი გველი, რომლის შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშოად. ასეთი სიწმიდით გამორჩეული წმიდა ზაქარია მღვდელმთვარად იქნა დადგენილი ანჩის კათედრაზე.
წმიდა მაკარი ანჩელს
წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიცვალების ჟამს, 861 წელს ეპყრა ანჩის კათედრა.
წმიდა ეზრა ანჩელი
- „დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი“ - X საუკუნის მოღვაწე იყო.
წმიდა საბა იშხნელი
, წმიდა გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და მისი ერთ-ერთი პირველი თანამზრახველი იყო. მან ხელმეორედ ააშენა წმიდა ნერსე კათოლიკოსის მიერ იშხანში აგებული ეკლესია, რომელიც უკვე დანგრეული იყო და მისი ეპისკოპოსი გახდა. წმიდა საბამ მტკიცე და შეუვალი ტონით დაანახა მეფე ბაგრატ კურაპალატს მიწიერ და ზეციურ მეუფებათა ურთიერთდამოკიდებულება, და ქრისტეს მეუფების უპირატესობა ყოველგვარ ამქვეყნიურ მეუფებაზე. „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთა. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთა; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნო მეუფე...“
წმიდა საბამ გულწრფელი თავმდაბლობითა და კრძალვით უმასპინძლა იშხნის ეკლესიის დასათვალიერებლად ჩასულ წმიდა გრიგოლსა და მეფე ბაგრატ კურაპალატს. მან წმიდა გრიგოლი თავის საეპისკოპოსო ტახტზე დასვა და თვითონ გვერდით მიუჯდა.
წმიდა იოანე
- „ახალი იგი ქრისტეს მოწამე... სანატრელი“ - მოღვაწეობდა ხანძთის მონასტერში, იგი იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად; ქალაქ ბაღდადში სარკინოზებმა შეიპყრეს და წამებით აიძულეს ქრისტიანობის უარყოფა, მაგრამ მან სისხლის დათხევით დაამტკიცა მაცხოვრის სარწმუნოების ერთგულება.
წმიდა თეოდორე, ნეძვის მაშენებელი და წმიდა ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი
, წმიდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილები, მისი პირველი თანამზრახველნი და თანამდგომნი, მოძღვართან ერთად მოღვაწეობდნენ ჯერ ოპიზაში, შემდეგ კი ხანძთაში. წმიდა მამებმა გადაწყვიტეს საქართველოს დასავლეთ კუთხეში, აფხაზეთში წასვლა და იქ სამონასტრო ცხოვრების აღორძინება. გზად, სამცხეში მათ ადგილობრივმა აზნაურმა მირიანმა აღსაზრდელად მიაბარა უსაყვარელის შვილი, ექვსი წლის არსენი (შემდგომში ქართლის კათოლიკოსი არსენი დიდი; ხს. 25 სექტემბერს).
წმიდა გრიგოლ ხანძთელმა გადაწყვიტა, უკან დაებრუნებინა თეოდორე და ქრისტეფორე და თვითანაც აფხაზეთს გაემგზავრა. გზაში მან დაიმოწაფა ყრმა ეფრემი (შედგომში - აწყურის სასწაულთმოქმედი მღვდელმთავარი; ხს. 17 აპრილს). წმიდა გრიგოლმა ეფრემი და არსენი ხანძთაში დაბრუნებულ თეოდორესა და ქრისტეფორეს ჩააბარა აღსაზრდელად, თან პირობაც ჩამოართვა, რომ ყრმების აღზრდამდე ისინი ხანძთიდან არ წავიდოდნენ.
როდესაც ეფრემი და არსენი გაიზარდნენ „სრული სიბრძნითა“, წმიდა მამებმა დატოვეს ხანძთის უდაბნო და დააარსეს ნეძვისა და კვირიკეთის ცნობილი მონასტრები, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდნენ.
წმიდა ამბა გიორგი, ამონა, პეტრე და მაკარი
მოღვაწეობდნენ ოპიზის უდაბნოში. ბერმონაზონთა სულიერი გამოცდილების გასაზიარებლად წმიდა გრიგოლ ხანძთელი რამდენიმე ძმასთან ერთად ოპიზის უდაბნოში წავიდა, სადაც მან ორი წელი გაატარა. იმ დროს ოპიზის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს წინამძღვრობდა წმიდა ამბა გიორგი, რომელიც სავანის მესამე იღუმენი იყო
წმიდა ანდრიასა და წმიდა სამუელის
შემდეგ. ამბა გიორგიმ „საღმრთოითა ცნობითა“ გულისხმაჰყო „ღირსებისა მათისა მადლი და შეიწყნარნა იგინი სიხარულით არა ვითარცა მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთაესნი მისა, რამეთუ პატივი ზეგარდამო ღმრთისა მიერ მონიჭებად იყო მათდა“. სწორედ ამ ნეტარი ოპიზელი მამების წმიდა ცხოვრებაზე დაკვირვებით განიმტკიცა წმიდა გრიგოლმა ლოცვის, მარხვის, სიმდაბლისა და სიმშვიდის სათნოებანი. ისტორიას შემორჩა 913 წელს ოპიზის უდაბნოში გადაწერილი წმიდა სახარება.
IX საუკუნის მეორე ნახევარში ზარზმაში
წმიდა სერაპიონ ზარზმელმა
(ხს. 29 ოქტომბერს) დააარსა ზარზმის ცნობილი მონასტერი. ამ მონასტერში გაბრწყინდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით წმიდა სერაპიონის ძმისშვილი
წმიდა ბასილ ზარზმელი
, ავტორი „სეაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“. წმიდა ბასილიმ შემოგვინახა ცნობები ამ მონასტერში მოღვაწე სხვა მამების შესახებაც.
წმიდა გიორგი
- „კაცი კეთილითა სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“, წმიდა სერაპიონის შემდეგ წინამძღვრობდა ზარზმის სავანეს. წმიდა გიორგის შეენაცვლა
წმიდა მიქაელი
, რომელმაც წმიდა სერაპიონის წინასწარმეტყველებისაებ, დაიწყო მეორე ტაძრის მშენებლობა ზარზმაში. ეს საქმე განასრულა ზარზმის მომდევნო წინამძღვარმა -
წმიდა პავლემ
, „კაცმა, წამებულმა ყოვლისა მიერ ერისა“.
წმიდა ხვედიოსი
, „კაცი მართალი და წმიდა“, დაყუდებული ბერი იყო და ხანძთის სანახებში მოღვაწეობდა. მას საღმრთო გამოცხადებით წინასწარ ეუწყა ხანძთაში წმიდა გრიგოლის ჩასვლის შესახებ და სიხარულით შეიწყნარა მასთან მისული ძმათა კრებული. წმიდა ხვედიოსმა დალოცა და თვითონაც ლოცვა-კურთხევა ითხოვა წმიდა გრიგოლ ხანძთელისაგან, თან ისურვა, ცალკე გამოქვაბულში განეგრძო ცხოვრება, რომ მარტომყოფობის აღთქმა არ დაერღვია. წმიდა ხვედიოსის გარდაცვალების შემდეგ მისი მღვიმე საოცარი კეთილსურნელებით აივსო.
წმიდა ეპიფანე
წმიდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილი იყო. სასწაულთქმედებითა და სიმტკიცით შემკული მამა უდიდესი მორჩილებით და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მის წმიდა ლოცვას სნეულებისაგან სასიკვდილოდ განწირული მრავალი ადამიანი განუკურნავს. ეპიფანეს სიწმიდესა და მორჩილებაში მრავალჯერ დარწმუნებული წმიდა გრიგოლ ხანძთელი ძმებს მოუწოდებდა, ენახათ „სიმდაბლე საქმით სრული ეპიფანესი“.
წმიდა მატო
მოღვაწეობდა ხანძთის უდაბნოში. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ იგი ორმოცი წლის განმავლობაში წინამძღვრობდა ამ მონასტერს და „ექმნა ყოველთა სახე კეთილისა“. მის სიწმინდეზე და ასკეტიზმზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ ხნის განმავლობაში მას დედებთან ერთად არასდროს უჭამია პური და არც არაფერი გამოურთმევია მათთვის უშუალოდ ხელიდან ხელში; ღრმად მოხუცებულმა და დასნეულებულმა წმიდანმა თავი აარიდა დედების ხელით მსახურებას, მამათა მონასტერში მოღვაწე თავის ნათესავს სთხოვა, თან წაეყვანა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
წმიდა ზენონი
სამცხელი დიდგვაროვნის შვილი იყო. მას, სიყრმიდანვე ღვთისმსახურებით აღზრდილს, მონაზვნობა ჰქონია გადაწყვეტილი. განზრახვის შესრულებამდე ცოტა ხნით ადრე ერთმა „უკეთურმან კაცმან“ მისი და მოიტაცა. ცხენზე ამხედრებული და შეიარაღებული ზენონი გამოუდგა დის გამტაცებელს, მაგრამ გზაზე მტანჯველმა ფიქრებმა შეიპყრო: „მე ვარ ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს“. რომ დავეწიო და მოვკლა, სულს წარვიწყმედ, უკან რომ დავბრუნდე, ესეც სირცხვილიაო, და გადაწყვიტა: „აღთქუმა მონაზონებისა აწ აღვუსრულო უფალსა“. შემდგომში იგი წმიდა გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე გახდა.
„სათნოებათა საუნჯე, მონაზონებისა წესი წმიდა, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდე“ - წმიდა ზენონი ღრმა მოხუცებულობაში აღესრულა.
ხანძთის წინამძღვარი,
მამა იოანე
- ცნობილია იმით, რომ მან დაასრულა თავისი წინამორბედის, „ნათესავით აზნაურის“,
მამა არსენის
მიერ დაწყებული ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა. „ორნივე ესე ხანძთას მამობასა შინა აღესრულნეს“.
წმიდა ბასილი ხანძთელი
გრიგოლ ხანძთელის დედის მსახური ქალის შვილი იყო. გრიგოლს მისთვის წინასწარ განუცხადებია, რომ იგი ხანძთის წინამძღვარი გახდებოდა.
წმიდა თეოდორე
და მისი ძმა
წმიდა იოანე
ერთად მოღვაწეობდნენ ხანძთის მონასტერში. წმიდა თეოდორე მონასტრის წინამძღვარი იყო, სწორედ ამ წმიდა მამებს ახსენებს წმიდა გიორგი მერჩულე თავისი ცნობილი თხზულების - „წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ თანაავტორებად, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ისინი იყვნენ არა უშუალოდ თხზულების თანაავტორნი, არამედ ამ წმიდა საქმის მაკურთხეველნი და ხელმშემწყობნი.
ამავე მონასტერში მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით ცნობილი
ბერი გაბრიელი
, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა მონასტერში მცხოვრებ სნეულ და მოხუცებულ ბერებს. წმიდა გაბრიელი ყველას მოუთხრობდა მისთვის ცნობილი მამების მოღვაწეობის შესახებ და მოუწოდებდა, მტკიცედ დაეცვათ მონასტერში ცხოვრების მამათა მიერ დადგენილი წესები.
წმიდა დიმიტრიოსი
- ნეტარი დედის, წმიდა ფებრონიას გაზრდილი იყო. იგი წმიდა მამა გრიგოლ ხანძთელს დაემოწაფა და ეს „ქრისტეშემოსილი“ შვილი გრიგოლ ხანძთელისა „შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა“. იგი იხსენიება იმ წმიდა მამების გვერდით, „რომელთაგან მრავალნი უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნენ და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ხორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკვდილისა მათისა“. წმიდა დიმიტრიოსი იერუსალიმის სიწმიდეების მოსალოცად გაემგზავრა და იქ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წერილი მისწერა წმიდა ფებრონიას და წმიდა გრიგოლ ხანძთელს.
წმიდა არსენი და მაკარი
- „კეთილნი მონაზონნი, სრული სიბრძნით და სასწაულთა მოქმედნი“ წმიდა ეფრემ მაწყვერელის (ხს. 17 აპრილს) ნათესავები იყვნენ. ისინი იერუსალიმის საბაწმიდის მონასტერში მოღვაწეობდნენ და მუდმივი კავშირი ჰქონდათ ხანძთელ ბერებთან. წმიდა არსენი და მაკარი ხშირად წერდნენ წერილებს ხანძთაში მოღვაწე მამებს - მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ ქრისტესმიერი სიყვარული და დედაეკლესიისა და სამშობლოს თავდადებული მსახურება.
„დიდი
შიო საკვირველთმოქმედი
, რომელი, ვითარცა მთიები განთიადისა, ბრწყინვიდა ქვეყანასა ქართლისასა“, ბასილ ზარზმელის ცნობით იგი წმიდა მიქელ პარეხელის (ხს. 27 მაისს) მოძღვარი იყო.
წმიდა ბასილი და მარკელაოზი
„სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“ წმიდა მიქელ პარეხელის მოწაფეები იყვნენ. მამა ბასილი, რომელიც წმიდა მიქელის შემდეგაც „პარეხთა მკვიდრი იყო“, მოძღვრის სიახლოვეს დაუკრძალავთ. სარწმუნოებით მისულებს წმიდა საფლავებიდან კურნება მიემადლებათ.
წმიდა დავითი
- „წმიდათა უხორცოთა“ მსგავსი დიდი და სანატრელი მამა, „მაშენებელი მონასტერთა“, მიძნაძორის სავანეს წინამძღვრობდა. იგი იყო სულიერი მოძღვარი წმიდა ილარიონ კათოლიკოსისა.
წმიდა იაკობი
- „მრავალფერი მადლით“ შემკული X საუკუნის დიდი მამა, თავდაპირველად შატბერდში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მიძნაძორის ხევში დამკვიდრდა და „ბრწყინვიდა... ვითარცა მთიები შორის ვარსკვლავთა“.
„
დიდი სოფრონ
, სანატრელი მამაი, შატბერდის ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი“, ცნობილი საეკლესიო მწერალი იყო. სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია მისმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერელი წმიდა გიორგი მერჩილე მას იმ ბრძენ და სრულ მამათა რიცხვს მიაკუთვნებს, რომელთაგან ელოდა იგი „ცხოვრებისა ამის დაწერად“. ამავე მონასტერში მოღვაწეობდა
წმიდა გრიგოლ შატბერდელიც
. საბედნიეროდ, დროთა ავბედითობას გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია ამ მონასტერში შესრულებულმა და გადაწერილმა X ს-ის ისეთმა წერილობითმა ძეგლებმა, როგორიცაა: შატბერდის კრებული, უდაბნოს მრავალთავი, ჰადიშის, ჯრუჭისა და პარხალის სახარებების სახელით ცნობილი ხელნაწერები.
წმიდა ზაქარიამ
ააგო ბერეთელთის ცნობილი მონასტერი და სათავე დაუდო შემდეგომში აქ მცხოვრები წმიდა მამების სიწმიდითა და სიბრძნით მოღვაწეობას.
წმიდა ილარიონ პარეხელს
, ამ წმიდა და ღმერთშემოსილ მამას, წმიდა გიორგი მერჩულე იხსენიებს, როგორც მისი დროის ერთ-ერთ თვალსაჩინო მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს.
წმიდა ილარიონი, უბისის მამასახლისი
, დიდხანს მოღვაწეობდა იერუსალიმის საბაწმიდას ქართველთა მონასტერში. მოხუცებულობაში წმიდა მამა საქართველოში ჩამოვიდა და ხანძთის მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. უაღრესად წიგნიერ და განათლებულ წმიდა ილარიონს დაევალა უბისის ეკლესიის აშენება და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.
წმიდა ფებრონია
მოღვაწეობდა სამცხეში, მერეს დედათა მონასტერში. წმიდა ფებრონიასა და წმიდა გრიგოლ ხანძთელს საღმრთო სიყვარული და გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.
წმიდა ფებრონიას სიწმიდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმიდა მამათა კრებული „თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახვისა“ საქმესა არა ხელ-ჰყოფდა. წმიდა ფებრონიას ჩააბარა წმიდა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის (წმიდა მოწამის; ხს. 29 იანვარს) სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს „გარდარეული სიყვარული“ ჰქონდა. წმიდა ფებრონიამ შეძლო, მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმიდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას.
წმიდა ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა
წმიდა თემისტია
, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს დედათა მონასტერში მწირველ მღვდელ
წმიდა მატოს
. როგორც თვითონ წმიდა თემისტია აღნიშნავდა, ისეთი მოკრძალებული იყო მათი უმრავლესობა, რომ წმიდა მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასდროს.
მერეს დედათა მონასტერში დაყუდებით მოღვაწეობდა
წმიდა ანატოლე
(„რომელსა უწოდეს
ანტონიოს
“). ზეციურ უხორცო ძალთა მსგავსი ცხოვრებით გაბრწყინებულ წმიდა დედას ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები. სანატრელ დედებს თემისტიასა და ანატოლეს ანგელოზთაგან ეუწყათ მათი მოძღვრის, წმიდა მატოს ამქვეყნიდან განსვლაც.
წმიდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმიდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა
წმიდა ანასტასია
. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში მივიდა და იქ აღიკვეცა ანასტასიას სახელით.
წმიდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით აზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა.
წმიდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე, მეფე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმიდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმიდანისაგან. წმიდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისათვის: „ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით“, რის შემდეგაც ადარნასე „მსწრაფლ ხოლო განიკურნა“.
სიწმიდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმიდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმიდანი მიცვალების შემგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა, მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილთა განკურნებას წმიდა ანასტასიას საფლავთან.
ამ წმიდა მამათა და დედათა სისხლით და ოფლით ფაპოხილი ტაო-კლარჯეთის მიწა - საქართველოს უძველესი, ისტორიული ტერიტორია, რომელიც დღესაც ქართველებითაა დასახლებული, 1921 წლიდან (კომუნისტური რეჟიმის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ) თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იმყოფება; საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კუთვნილი საეპისკოპოსო კათედრები და ეკლესია-მონასტრები ხშირად სომხეთის კუთვნილებად ცხადდება, მაგრამ ისტორიული სინამდვილის უგულებელყოფა შეუძლებელია.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში ნომინალურად გამოაცხადა ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია; ზემოჩამოთვლილი წმიდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯეთში მოღვაწე, „დიდი სულიერებით, სასწაულთქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით“ გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ
ქალწულმოწამისა ხარიტინისა, რომელი იყო მხევალი კლავდიანესი (304)
ქალწულმოწამისა ხარიტინისა, რომელი იყო მხევალი კლავდიანესი (304)
წმიდა მოწამე ხარიტინა ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა დაობლდა. მისი აღზრდა კეთილმსახურმა ქრისტიანმა, კლავდიუსმა იტვირთა. კლავდიუსს ღვიძლი შვილივით შეუყვარდა ღვთისმოშიში გოგონა. მან ხარიტინას გამოუყო ოთახი, სადაც ქრისტიანი ასულები იკრიბებოდნენ. მათგან უფროსები წმიდანს საღვთო სჯულს ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ, უმცროსები კი თავად ხარიტინასგან სწავლობდნენ. ამ დროს დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო. ქრისტიანთა შესაპყრობად გაგზავნილი მეომრები ხარიტინასაც მიადგნენ, კლავდიუსს ქვითინი წასკდა, მკერდში ჩაიკრა ქალწული და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა შვილობილის გადასარჩენად. მაგრამ ხარიტინამ თვითონ თხოვა მამობილს: „გამიშვი, ჩემო მეორე მამავ, იესო ტკბილის კვალზე გამიშვი, და ნუ წუხხარ, გიხაროდეს, რადგან უფალს მსხვერპლად შევეწირები!“ იგი ჩაბარდა გულსასტიკ მხედრებს, კლავდიუსი კი თან მიჰყვებოდა შვილობილს და აცრემლებული სთხოვდა: „მომიხსენე ზეცათა მეუფის წინაშე, როცა მარტვილთა დასთან ერთად წარუდგები მას!“
სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ხარიტინას ამპარტავანი და სხვების გამხრწნელი კერპი ქრისტიანი უწოდა. ამაზე ქალწულმა მიუგო: „ღვთისა და ერის წინაშე ვაღიარებ იესო ქრისტეს სახელს და გაკერპება ამ შემთხვევაში უმაღლეს სათნოებად მიმაჩნია; მაგრამ სრული სიცრუეა, თითქოს მე სხვებს ვრყვნი; მე მათ კი არ ვრყვნი, გარყვნილებას ვაშორებ“. დომიციანემ რისხვა დაიოკა და ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა: „შენ ერთს გეტრფი, იესო, სიძეო ჩემო; შენ თანა ჯვარს ვეცმი და ვცოცხლობ შენ თანა“. მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იგი იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა, რომ ეს მოხდა 304 წელს).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მღვდელმოწამისა დიონისე ალექსანდრიელ ეპისკოპოსისა (264-265)
მღვდელმოწამისა დიონისე ალექსანდრიელ ეპისკოპოსისა (264-265)
მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმიდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III) გავლენით მოექცა ქრისტიანობაზე, დაემოწაფა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ფრიად დაშვრა სხვადასხვა ერეტიკული სწავლებების, განსაკუთრებით, საველიანელთა მწვალებლობის სამხილებლად და აღმოსაფხვრელად.
იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მშვიდი და მოსიყვარულე მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცებდა.
წმიდა მამა ყველას დახმარებასა და ნუგეშისცემას ახერხებდა. ჟამიანობის დროს იგი თავის სამწყსოს მოუწოდებდა, შემწეობა აღმოეჩინათ, როგორც ქრისტიანი, ისე წარმართი ავადმყოფებისათვის და დაეფლათ მიცვალებულნი. იმ სულიერ შვილებზე, რომლებიც ამ კურთხევის შესრულებისას დაიღუპნენ, ნეტარი მწყემსმთავარი წერდა: „ამგვარად დატოვეს სიცოცხლე საუკეთესოებმა ჩვენს ძმათა შორის. ასეთი სიკვდილი - დიდი ღვთისმოსაობისა და მტკიცე სარწმუნოების ნაყოფი - არაფრით ჩამოუვარდება მოწამეობას“.
წმიდა დიონისე ორჯერ იყო გადასახლებული. იგი იმპერატორ გალიენუსის (260-268) დროს დაუბრუნდა თავის კათედრას და მშვიდობით მიიცვალა 264 ან 265 წელს. მართალია, წმიდა დიონისე მოწამეობრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი ტანჯვა დაითმინა ღვთისთვის, რომ წმიდა ეკლესიამ იგი მარტვილთა დასში შერაცხა.
წმიდა დიონისე ალექსანდრიელმა დაგვიტოვა რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი წმიდა წერილის განსამარტებლად და ერეტიკულ სწავლებათა უარსაყოფად. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული აზროვნების განვითარების ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა IV საუკუნის ღვთისმეტყველებაზე.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მოწამისა მამელთე სპარსელისა (344)
მოწამისა მამელთე სპარსელისა (344)
წმიდა მოწამე მამელთე (მამელხვა) სპარსელი, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, ქალღმერთ არტემიდეს ქურუმი იყო. იგი საკუთარმა დამ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა წარმართებმა ნეტარი მარტვილი ნათლისღების თეთრ სამოსელში იხილეს, ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა დაახლოებით 344 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.