გულანი
საცდელი · 1.11.2
31 ივლისი 1 / 6აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი…

31 ივლისი

თვენი

წინადღესასწაული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარის პატიოსანთა ძელთა შემოყვანებისა · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 4 წთ

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი…

ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

რომელმან ქუეყნით გიწოდა შენ სავანეთა მიმართ საუკუნეთა…

ტროპარი

რომელმან ქუეყნით გიწოდა შენ სავანეთა მიმართ საუკუნეთა, მარხავს შემდგომად სიკვდილისა ხორცთა შენთა, წმინდაო ევდოკიმე, რამეთუ შენ სიწმინდით და პატიოსან მოქალაქობითა, მოქალაქე ქმნილმან, ნეტარო, არა შეამწიკლე ტაძარი ხორცთა რომლისათვის გაქუს კადნიერებაი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

მაღლისა გსუროდა და მაღლისა თანა შეიერთე, ეტლითა…

კონდაკი

მაღლისა გსუროდა და მაღლისა თანა შეიერთე, ეტლითა ცეცხლისათა საღმრთოთა აღსავალითა სათნოებანი სრულ-ჰყავ სულისა ყოვლად-სანატრელო ევდოკიმე, ქუეყანასა ზედა სცხრებოდი, ვითარცა უხორცო, და დამბადებელსა ყოველთასა სათნო ეყავ.

ღირსისა არსენისა, ნინოწმიდელი ეპისკოპოსისა (1082)

ღირსისა არსენისა, ნინოწმიდელი ეპისკოპოსისა (1082)

წმიდა არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი „კაცი მაღალი სათნოებითა და მუშაკი ქრისტეს მცნებათაჲ“ საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

წმიდა არსენმა „ღვთისათვის დაუტევა ეპისკოპოსობაჲ და დავით კურაპალატის წინაშე მოვიდა“. ტაოს მფლობელმა დავითმა არსენი „ღირსად სიწმიდისა მისისა მოიკითხა და ოთხთა ეკლესიასა წარმოგზავნა“. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან: „მათ უკუე ნეტართა მამათა ჩუენთა, იოანეს და არსენის ფრიადი სიყუარული აქუნდა ერთმანეთისაჲ და მრავალჟამ იღუწიდეს მუნ კეთილსა მას ღუაწლსა მონაზონებისასა“, მაგრამ ოთხთა ეკლესიაში ისინი ამქვეყნიური ცხოვრებისაგან საკმაოდ განრიდებულად ვერ გრძნობდნენ თავს, „მყუდროებით ცხოვრებაჲ ვერ იყოფებოდეს“, ამიტომ „უცხოსა ქვეყანასა“ წასვლა განიზრახეს. „წარვიდეს კერძოთა პონტოჲსათა“ და იქ ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ. მათი იქ ყოფნა შეუტყვიათ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთ, რომელნიც ამ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ და თავისთან მიიწვიეს მამები. მეორე წელს არსენი და იოანე ჩავიდნენ ათონზე და მხარში ამოუდგნენ ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. ისინი „დიდად თანაშემწე ექმნნეს წმიდასა მამასა... ეფთჳმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა და მოშურნე და მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნნეს და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თჳსითა ხელითა აღწერნესო“, - მოგვითხრობს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი.

წმიდა არსები გარდაიცვალა ათონის მთაზე. დაუკრძალავთ „გარეგან მონასტრისა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ მესვეტისასა“. როცა ივერონის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს გიორგი მთაწმინდელი, მან წმიდა არსენის ნეშტი წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის გვერდით, დიდი ეკლესიის საგანგებო სამარტვილეში გადაასვენა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მართლისა ევდოკიმე კაბადოკიელისა (IX)

მართლისა ევდოკიმე კაბადოკიელისა (IX)

წმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული და, როცა წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, უღმრთომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ; მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 (ან 305) წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ივლიტასი (304-305)

მოწამისა ივლიტასი (304-305)

წმინდა მოწამე ივლიტა IV საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 304-405 წელს უფალი იესო ქრისტეს ერთგულებისთვის კოცონზე დაწვეს. მოწამებრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმინდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმინდა ივლიტას განსადიდებლად.

ივლიტა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს კაპადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. ერთ-ერთმა წარმართმა მისი მამული მიითვისა და, როცა წმინდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, ურჯულომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ივლიტას შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ; მაგრამ წმინდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე, რისთვისაც კოცონზე დაწვეს.