გულანი
საცდელი · 1.11.4
9 ივნისი 1 / 4უფსკრულნი ღმრთისმეტყუელთა მოძღურებათანი ჩუენ მაცხოვრისა წყაროთაგან აღმოგვიდინენ…

9 ივნისი

თვენი

კირილეს, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 2 წთ

უფსკრულნი ღმრთისმეტყუელთა მოძღურებათანი ჩუენ მაცხოვრისა წყაროთაგან აღმოგვიდინენ…

კონდაკი

უფსკრულნი ღმრთისმეტყუელთა მოძღურებათანი ჩუენ მაცხოვრისა წყაროთაგან აღმოგვიდინენ, ყოვლადბრძენო, წვალებათა წარმძღუანებელნი, სანატრელო, და სამმღელვარეობათაგან საწმყსოსა განუხრწნელად დამცველნი, რამეთუ ყოველთა კიდეთა შენ ხარ, ღირსო, მასწავლელი, ვითარცა საღმრთოთა შინა ბრძენი.

ღირსისა იოანე შავთელ-გაენათელისა (XIII)

ღირსისა იოანე შავთელ-გაენათელისა (XIII)

ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) - „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი იყო. მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია ცნობილი ოდა „აბდულ-მესია“ და „გალობანი ვარძიის ღვთისმშობელისანი“. მან ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და მშვიდობით აღესრულა.

(სხვა ცნობები მის შესახებ იხილეთ 1 აპრილს).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

წმ. კირილესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (444)

წმ. კირილესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (444)

წმიდა კირილე ალექსანდრიელი დაიბადა ალექსანდრიაში, დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში IV საუკუნის მეორე ნახევარში. მას 412-444 წლებში ეპყრა მღვდელმთავრის ტახტი. ნეტარი მამა თავმჯდომარეობდა 431 წელს ეფესოში მოწვეულ III მსოფლიო კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ნესტორი და მისი ცრუსწავლება. 444 წელს წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მან მრავალი ზნეობრივი და საღვთისმეტყველო ხასიათის თხზულება დაგვიტოვა.

(უფრო ვრცლად ღირსი კირილე ალექსანდრიელის შესახებ იხილეთ 18 იანვრის საკითხავში).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამეთა: თეკლასი, მართასი და მარიამისა, სპარსეთში წამებულთა (346)

მოწამეთა: თეკლასი, მართასი და მარიამისა, სპარსეთში წამებულთა (346)

წმიდა მოწამენი თეკლე, მართა და მარიამი სპარსეთში აღესრულნენ საპორ II ზეობისას, 346 წლის 6 ივნისს. მათ ქრისტეს აღსარებისთვის თავები მოკვეთეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.