გულანი
საცდელი · 1.11.4
31 მაისი 1 / 5რომელმან ქრისტესთვის გულსმოდგინედ იღუაწე და მხცოვანებასა შინა…

31 მაისი

თვენი

წმიდა მოწამე ერმი (II) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 2 წთ

რომელმან ქრისტესთვის გულსმოდგინედ იღუაწე და მხცოვანებასა შინა…

კონდაკი

რომელმან ქრისტესთვის გულსმოდგინედ იღუაწე და მხცოვანებასა შინა სიმხნე და ახოვანებაი მოიგე, მოწამეო ერმი, და უღმრთოთა იგი ბოროტ განზრახვანი დასრთგუნენ ძალითა ქრისტესითა, და მწვალებელთა სასუმელისაგან უვნებლად დაიცევ და ღაღადებდი: ღმერთი არს ჩემთა და ვერა რაი შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.

მოციქულთა სწორნო, წმიდანო მირიან და ნანა, ევედრენით…

ტროპარი

მოციქულთა სწორნო, წმიდანო მირიან და ნანა, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

მოციქულისა ერმისა, 70-თაგანისა (I)

მოციქულისა ერმისა, 70-თაგანისა (I)

წმიდა მოციქული ერმი - სამეოცდაათთაგანი (I) იყო ფილიპოპოლის ეპისკოპოსი. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან. აღესრულა მშვიდობით.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ერმეიოსისა (II)

მოწამისა ერმეიოსისა (II)

წმიდა მოწამე ერმეიოსი (II) კომანში აღესრულა იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. კაბადოკიაში ჩასულმა იმპერატორის მოხელემ, სებასტიანმა მას კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა და სანაცვლოდ დიდება და პატივი აღუთქვა. მხცოვანმა მხედარმა თამამად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც ისე ცემეს, რომ სახიდან კანი გადაძვრა. ნაწამები ერმეიოსი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან. ვერც შხამიანმა სასმისმა დააკლო ვერაფერი წმიდანს. ამის მხილველმა აღიარა ქრისტე და იქვე აღესრულა წარმართთა ხელით. წმიდა ერმეიოსი თავდაღმა დაკიდეს. სამი დღის შემდეგ მასთან მივიდნენ სებასტინის გამოგზავნილი კაცები და როცა კვლავ ცოცხალი იხილეს, სასწაულით გაოგნებულებმა შემწეობა ითხოვეს მისგან.

განრისხებულმა სებასტიანმა დანით გამოჭრა ყელი ქრისტეს აღმსარებელს. ქრისტიანებმა მალულად დამარხეს წმიდა მოწამის ნეშტი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მოწამისა ფილოსოფოსისა (III)

მოწამისა ფილოსოფოსისა (III)

წმიდა მოწამე ფილოსოფოსი (III) ქრისტესთვის აღესრულა ალექსანდრიაში იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. მას აიძულებდნენ ქრისტეს უარყოფას და როცა ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს სიძვის ცოდვაში ჩაეგდოთ ჭაბუკი: აყვავებულ ბაღში შებორკილი დატოვეს როსკიპ ქალთან ერთად. ცოდვით რომ არ დაცემულიყო, წმიდანმა ენა მოიკვნიტა და აუტანელი ტკივილით დაიცვა თავი ხორციელი ვნებისგან, შემდეგ გასისხლიანებული ენა სახეში შეაფურთხა მეძავს. მოწამის უშიშრობით და მხნეობით განრისხებულმა ჯალათებმა წმიდა ფილოსოფოსს თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.