ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან…
ტროპარი
ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო, ყოველნი უკუე პოვნასა მისსა შემოკრებულნი გალობით მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ, რომელი აცხპვნებს სულთა ჩუენთა მეოხებითა შენითა.
წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორნედო მადლისაო, თავი შენი…
კონდაკი
წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორნედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო ვპოვნეთ ქუეყანით და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კვალადცა, ვითარცა პირველ ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა. სხვა
იროდის მიერ უსჯულოთა ბილწთა დედათათვის თავი მოგეკვეთა…
კონდაკი
იროდის მიერ უსჯულოთა ბილწთა დედათათვის თავი მოგეკვეთა, წინამორბედო, ხოლო ჩუენ პატიოსანსა ამას თავის პოვნას შენსა ვიხარებთ და გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი. სხვა
ნათელ-საჩინო და საღმრთო სუეტი, სანთელი მზისა, თავი…
კონდაკი
ნათელ-საჩინო და საღმრთო სუეტი, სანთელი მზისა, თავი თვისი წინამორბედმან ნათელშემოსილი განცხადებულ-ჰყო კიდეთა შინა და განწმენდს სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა მისთა და ესრეთ მწოდებელთა: ნათლისმცემელო ქრისტესო ყოვლადბრძენო, გვაცხოვნენ ჩუენ ყოველნი.
წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა (დაახ. 850)
წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა (დაახ. 850)
მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი (დაახლ. 850). როცა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 13 ნოემბერს) გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820) კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი ინახება წმიდა ათონის მთაზე.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამისა თერაპონტესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV)
მღვდელმოწამისა თერაპონტესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV)
წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსი (IV) დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თამამად აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას, რისთვისაც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი შეიქმნა. მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები კვიპროსზე განისვენებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა, 806 წელს კი, სარკინოზთა თავდასხმების შიშით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. გზაში წმიდა ნაწილებიდან მირონმა იწყო დენა. აღსრულდა სასწაულიც: წმიდანის მეოხებით ხომალდი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. სიწმიდე ღვთისმშობლის ხატის ელეუსას (დღესასწაული - 12 ნოემბერს) სახელობის ტაძარში დააბრძანეს. იმავე წელს წმიდა ნაწილები წმიდა თერაპონტეს სახელობის ტაძარში გადაიტანეს, სადაც კვლავ გაგრძელდა სასწაულების აღსრულება.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.