გულანი
საცდელი · 1.11.1
27 აპრილი 1 / 4ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ და მხნედ მღვდელმოწამედ…

27 აპრილი

თვენი

წმიდა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ხორციელი ძმა უფლისა (107) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 2 წთ

ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ და მხნედ მღვდელმოწამედ…

ტროპარი

ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ და მხნედ მღვდელმოწამედ გქადაგებთ შენ საცდურისა უჩინოდ მყოფელად, და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნისა მოველით ლოცვითა შენითა.

ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლად დიდი, აქვს დღეს…

კონდაკი

ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლად დიდი, აქვს დღეს ეკლესიისა კეთილმეტყველი სვიმეო და ნათლისა მიმართ მიგიძღვისა, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ, მოწამეთა პატიოსანო გვირგვინო.

მოც. და მღვდელმოწ. სვიმეონისა, ნათესავისა უფლისა (107)

მოც. და მღვდელმოწ. სვიმეონისა, ნათესავისა უფლისა (107)

მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ხორციელი ძმა უფლისა (+107) იყო კლეოპას, წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების (+63; ხს. 23 ოქტომბერს) შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს (98-117) რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს, რომ წმიდა სვიმეონი დავით მეფის ტომიდან იყო (რომაელები ანადგურებდნენ დავით მეფის შთამომავლებს) და ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებდა. წარმართებმა შეიპყრეს 100 წელს მიტანებული წმიდა ეპისკოპოსი და ხანგრძლივი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მართლისა ევლოგი უცხოთშემწყნარებელისა (IV)

მართლისა ევლოგი უცხოთშემწყნარებელისა (IV)

მართალი ევლოგი უცხოთშემწყნარებელი IV საუკუნეში ცხოვრობდა თებაიდაში. მან უცხოთა შეწყნარებისა და მსახურების ღვაწლი იდო თავს, რითაც სათნო ეყო მოწყალეთა შემწყალებელ უფალს და ეკლესიის მიერ წმიდანად იქნა კანონიზებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.