დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამია წინადღესასწაულისა გალობად…
ტროპარი
დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამია წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს, რამეთუ აჰა ესერა გაბრიელ მოვალს, მტვირთველი ქალწულისა ხარებისა, და მისა მიმართ ხმობს: გიცაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
დასაბამი იგი ცხოვრებისა ცუენ ქვეყანისათა ყოველთა შენ…
კონდაკი
დასაბამი იგი ცხოვრებისა ცუენ ქვეყანისათა ყოველთა შენ ხარ, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ მსახური ღმრთისა ზეცით მოივლინა წინა წარდგომად შენდა, რომელ არს დიდი იგი წესთმთავარი გაბრიელ, და ხარება სახარულევანი მოგართვა შენ; ამისთვისცა ყოველნი გიღაღადებთ: გიხაროდენ სძალო უსძლოო.
ღირსისა ზაქარია მონაზონისა
ღირსისა ზაქარია მონაზონისა
ღირსი ზაქარია მმარხველი, პეჩორელი (XIII-XIV) მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულში. ღირსი მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული მმარხველობით: ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს არ ღებულობდა, იკვებებოდა მხოლოდ ბალახით, ჭამდა დღეში ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ. მისი ღვაწლი სათნო ეყო უფალს. მხოლოდ მისი სახელის გაგონებაზეც კი ბოროტი სულები კრთოდნენ. წმიდა მამას ანგელოზთა ხედვისა და წინასწარცნობის ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმთავრისა არტემიოსისა სელევკიის ეპისკოპოსისა (I-II)
მღვდელმთავრისა არტემიოსისა სელევკიის ეპისკოპოსისა (I-II)
წმიდა არტემონ სელევკიელი (I-II) დაიბადა და ცხოვრობდა ქ. სელევკიაში (მცირე აზია) ღვთისმოსავ და გულმოწყალე წმიდა არტემონს წმიდა პავლე მოციქულმა დაასხა ხელი ქალაქის პირველ ეპისკოპოსად. წმიდა ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსისა იაკობ აღმსარებელისა (VIII-IX)
ღირსისა იაკობ აღმსარებელისა (VIII-IX)
ღირს იაკობ აღმსარებელს აიგივებენ წმიდა იაკობ ეპისკოპოსთან, რომელიც 21 მარტს იხსენიება.
(იხ. ამ დღის საკითხავი).