კურთხევა
შევალს მღდელი წმიდასა შინა ეკლესიასა, დაიდებს ეპეტრახილსა, დასდგების წინაშე აღსავლის კარისა, და იტყჳს:
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
და მკითხველმან:
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 103
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ,
2 შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.
3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
4 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;
5 რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.
6 უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.
7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.
8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.
9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.
10 რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;
11 ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.
12 მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.
13 დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.
14 რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.
15 და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.
16 განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
17 მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.
18 მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.
19 შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.
20 დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,
21 ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.
22 აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.
23 გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.
24 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.
25 ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;
26 მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.
27 ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;
28 მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.
29 ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.
30 გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.
31 იყავნ უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.
32 რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.
33 ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
34 ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.
35 მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
სამწუხრო (მწუხრის) ლოცვები
ხოლო მღდელი დასდგების წინაშე წმიდისა კარისა, თავმოხდილი, და წარიკითხავს ლოცვებსა მწუხრისასა:
უფალო, სახიერო სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, ყურად-იღე ლოცვა ჩუენი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩუენისასა, ჰყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩუენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩუენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩუენთა შიშითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკჳრველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლო, და არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა, და სახიერი კაცთ-მოყუარებითა, შეწევნად, და ნუგეშინის-ცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩუენ, არამედ ჰყავ ჩუენ თანა წყალობაჲ მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მჴსნელო სულლა ჩუენთაო; მიმიძეღუ ჩუენ ნავთსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩუენ ნეშტი დღისა ამის მშჳდობით და უცოდველად, და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო ღმერთო ჩუენო, მომიჴსენენ ჩუენ, ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩუენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩუენ სასოებისაგან ჩუენისა წყალობითა შენითა, არამედ მომმადლე ჩუენ, უფალო, ყოველივე საცხოვრებელი თხოვაჲ, და ღირს-მყვენ სიყუარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩუენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა:
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და მარადის გადიდებთ, ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ ქებულო, აღავსე პირი ჩუენი ქებითა შენითა, რათა უგალობდეთ სახელსა შენსა წმიდასა, მოგვეც ჩუენ ნაწილი და სამკჳდრებელი ყოველთა მოშიშთა ჭეშმარიტებისა შენისათა, დაცვითა მცნებათა შენთათა, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა და ყოველთა წმიდითა შენთათა.
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი დაბადებული, და სულგრძელ ხარ ჩუენ ცოდვილთა ზედა, შემნანებელად სიბოროტისა ჩუენისა, მოგჳჴსენენ წყალობითა და მოწყალებითა შენითა, და დაგჳფარენ ჩუენ სახიერებითა შენითა, მოგვეც ჩუენ განვლად ნეშტი დღისა ამის მადლითა შენითა, და განგუაშორე ბოროტისა ეშმაკისა საცთური, და უვნებელად დაიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი მეორედ მოსლვასა მას შენსა, მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა:
წყალობითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქუმელითა სახიერებითა შენითა და სიმდიდრითა წინასწარ მცნობელობისა შენისათა განაგებ ყოველთა, რომელმან ქუეყანისა ყოველი კეთილი მოგუეც ჩუენ, და შენ მიერი იგი აღთქუმული სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ, და აღთქუმითა მით კეთილი გზაჲ გჳჩუენე ჩუენ, დღესა მას მოსვლისა შენისასა, ყოვლისა ბოროტისაგან განგუათავისუფლენ ჩუენ, და მოგუანიჭე ჩუენ შემდგომი ნეშტი ცხოვრებისა ჩუენისაჲ, უცოდველად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, საქებელად მხოლოჲსა სახიერისა, და კაცთმოყვარისა შენ ღმრთისა ჩუენისა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ ხარ ნათელსა თუალთშეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებული სიბრძნით შეჰქმენ; რომელმან განჰყავ შორის ნათლისა და შორის ბნელისა, და დააწესე მზეჲ მფლობელად დღისა, და მთოვარე და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა, და ღირს მყვენ ჩუენ ცოდვილნი ჟამსაცა ამას მოსლვად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა და შეწირვად შენდა მწუხრის ლოცვისა, შენ, კაცთმოყუარეო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკმეველი, შენ წინაშე, და შეიწირე სუნად სუნნელად: და მოგუმადლე მწუხრი ესე და შემომავალი ღამეჲ მშჳდობით; შეგუმოსე ჩუენ საჭურველი ნათლისაჲ, გჳჴსნენ შიშისაგან ღამისა, და ყოვლისაგან ღუაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე, რომელ მოგვეც განსასუენებელად უძლურებათა ჩუენთა, ყავ ყოვლისაგან ოცნებისა საეშმაკოჲსა განშორებულ. ჰე, მეუფეო, კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთაცა ჩუენთა ზედა ვინანდეთ და ღამითცა ვიჴსენებდეთ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ დიდების-მეტყველებად სახიერებისა შენისა, რათა ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა მიმართ ცოდვათა ჩუენთათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა:
რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ფსალმუნის ბოლო მუხლები
მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე
ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
დიდი კვერექსი
ხოლო აღსრულებასა წინადასაწყისისა ფსალმუნისასა დიაკონი გამოვალს ჩრდილოეთით კერძო, და დასდგების ჩუეულებისაებრ ადგილსა თჳსსა, და იტყჳს კუერექსსა.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთ-მთავარიცა მის სამწყსოჲსა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, - წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად-კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნუთი უკუნისამდე;
ამინ.
კანონი
შემდგომად დიდისა კუერექსისა, კანონი რიგისა. და შემდგომად კანონისა კუერექსი მცირე.
აქ იკითხება დღის საკითხავი.
მცირე კვერექსი
და შემდგომად ფსალმუნებისა გამოვალს დიაკონი ჩრდილოეთით კერძო და იტყჳს მცირესა კუერექსსა.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ.
„უფალო, ღაღად-ვყავ“
ტექსტი ემატებაესრეთ: უფალო, ღაღად-ვყავ: ითქუმის ჴმასა ზედა დასდებელისასა.
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ფსალმუნი 140
1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
2 წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.
3 დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.
4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.
5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.
6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.
7 ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.
8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.
9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
10 შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?
ფსალმუნი 141
1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.
2 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.
3 მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.
4 ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.
5 ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
6 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
7 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.
ფსალმუნი 129
1 ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი;
2 იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
3 უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი.
4 სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.
5 სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.
6 რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.
ფსალმუნი 116
1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;
2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.
„უფალო, ღაღად-ვყავ“-ის დასდებლები
ესრეთ დასდებელი, დიდება, აწდა.
აქ იგალობება დღის სტიქარონები თვენიდან, პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან) ან მარხვანიდან.
„ნათელო მხიარულო“
ნათელი მხიარული წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა მამისა ზეცათასა, წმიდა მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე; მოსრულთა დასლვასა მზისასა ვიხილოთ ნათელი სამწუხრო, ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ჴმითა ტკბილითა, ძეო ღმრთისაო, ცხოვრების მომცემელო, რომლისათჳსცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს.
დღის წარდგომა
ხოლო შემდგომად შესლვისა, ჰყოფს ჩუეულებისაებრ თაყუანის-ცემასა მღდელი და დიაკონი მაღალ დასაჯდომელისასა და შემდგომ მხედველნი დასავალით დიაკონი იტყვის წარდგომასა დღისასა.
ხოლო უკუეთუ იყოს შაბათი მწუხრი, ითქუმის, ჴმა ვ:
უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა.
მუჴლი: შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა.
მუჴლი: და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
მუჴლი: სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
„ღირს-მყავ, უფალო“
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
სათხოვარი კვერექსი („აღვასრულოთ სამწუხრო ლოცვა“)
აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.
მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳსგებაჲ წინაშე საშინელისა სამშჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.
ასამაღლებელი
რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
თავის მოდრეკის ლოცვა
ლოცვა თავმოდრეკით.
მშჳდობა ყოველთა.
და სულისაცა შენისა თანა.
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
შენ, უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჴედ ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა ზედა, და სამკჳდრებელსა შენსა ზედა, რამეთუ შენ ხარ საშინელი და კაცთმოყუარე მსაჯული მონათა შენთა, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი, და დაუმდაბლებიან ქედნი მათნი, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერსა ითხოვენ წყალობასა, და შენსა ეძიებენ ცხოვრებასა, რათა დაიცვნე ყოველსა ჟამსა, და შემდგომსაცა მწუხრსა, და მომავალსაცა ღამესა ყოვლისა წინააღმდგომთა მტერთა საცთურისაგან, და ამაოთა გულის-სიტყუათა და ბოროტთა განზრახვათა საეშმაკოთა.
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
სტიქარონის დასდებლები
სტიქარონსა ზედა დასდებელნი.
აქ იგალობება დღის სტიქარონები ჩასართავებზე (სტიქარონსა ზედა).
„აწ განუტევე“
აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დღის ტროპარი
ოხითა წესისაებრ ტჳპიკონისა.
აქ იკითხება დღის ტროპარი თვენიდან ან რვახმიდან.
კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ, ღო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტისათჳს, ანუ მთავარეპისკოპოსისა ანუ ეპისკოპოსისა მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა მონათა ღმრთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა).
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს და კეთილის-მყოფელთა წმიდისა და ყოვლად-პატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის
ასამაღლებელი
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
„სიბრძნით“ და „დაამტკიცე, ღმერთო“
სიბრძნით.
გუაკურთხენ.
რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.
„ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ“
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„უფალო, შეგვიწყალენ“ (3)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
კურთხევის თხოვნა
გუაკურთხენ.
განტევება
ხოლო მღდელი მოიქცევის წმიდისაგან კარისა დასავალად ერისა მიმართ და იტყჳს განტევებასა, და მოიჴსენებს წმიდასა, რომლისაცა განგება იგალობების. და მგალობელთა თქვან მრავალ-ჟამიერ.
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს ეკლესია, და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთაჲთა“
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.