დასაწყისი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდება, აწ და
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„აკურთხევდ, სულო ჩემო, უფალსა“
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ფსალმუნი 145
1 აქებს სული ჩემი უფალსა.
2 ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
3 ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი.
4 გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
5 ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა;
6 რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა; რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე;
7 ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰხსნნის კრულნი;
8 უფალმან განაბრძვნის ბრმანი უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
9 უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარწყმიდოს.
10 სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ თესლითი თესლადმდე.
აწ და მარადის
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„მხოლოდშობილო ძეო“
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ნეტარებანი
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.
ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა.
დიდება, აწ და
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„მომიხსენენ ჩვენ, უფალო“
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ზეციური დასის საგალობელი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ანგელოზთა და მთავარანგელოზთა დასი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
აწ და მარადის
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
ლოცვა შეცოდებათა მიტევებისა (შენდობისა)
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დღის კონდაკები
აქ იკითხება დღის კონდაკი.
ფერისცვალების კონდაკი
მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.
დღის კონდაკი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
„წმიდათა თანა განუსვენე“
წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
აწ და მარადის
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღვთისმშობლის კონდაკი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ლოცვა წმიდა სამებისადმი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
„იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ“
3-გზის
იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე
დიდება, აწ და
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 33
1 ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.
2 უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.
3 განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
4 გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.
5 მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.
6 ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.
7 დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.
8 განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
9 გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.
10 მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
11 მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ.
12 ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
13 დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა;
14 მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას.
15 თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
16 პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი.
17 ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.
18 მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
19 მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან.
20 დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
21 სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ.
22 იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.
„ღირს არს ჭეშმარიტად“
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
განტევების წინ
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
განტევება
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, და ყოველთა წმიდათათა შეგჳწყალენ, და გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყუარე.