გულანი
საცდელი · 1.37.0
ლოცვა სნეულსა ზედა ლახვრითა და ჯვრით 1 / 8ჯვარცმითა შენითა, ქრისტე, განიგმირა მძლავრი და დაითრგუნა…

ლოცვა სნეულსა ზედა ლახვრითა და ჯვრით

კურთხევანი

orthodoxy.ge; „საღვთისმსახურო წიგნები“; მამა ლაზარეს კრებული · დაახლ. 2 წთ

ჯვარცმითა შენითა, ქრისტე, განიგმირა მძლავრი და დაითრგუნა…

ლოცვა სნეულსა ზედა ლახვრითა და ჯვრით

ჯვარცმითა შენითა, ქრისტე, განიგმირა მძლავრი და დაითრგუნა ძალი მტერისა. რამეთუ არა ანგელოზმან და არცა კაცმან, არამედ თავად უფალი მოხვედ და გვაცხოვნენ ჩვენ.

მომიყიდენ ჩვენ წყევისა მისგან სჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე და ლახვრითა განიგმირე, ქრისტე, და უკვდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩვენო უფალო, დიდება შენდა.

ლახვრითა განიგმირე, მხსნელო, ჯვარს-ეცვი რა გვერდით შენით წყარონი ღმრთივ-ბრწყინვალენი უკვდავებისანი ჩვენ მოკვდავთა ამათ აღმოგვიცენენ, უკვდავ-მყვენ ჩვენ.

შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

კვერექსი

შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.

მერმეცა გევედრებით წყალობისა, ცხოვრებისა, მშვიდობისა და სიმრთელისათვის…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით წყალობისა, ცხოვრებისა, მშვიდობისა და სიმრთელისათვის მონისა ამის ღმრთისა (სახელი)-სათვის.

განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მისისანი…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მისისანი და იხსენ იგი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). მღვდელმან, ასამაღლებელი:

შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა…

მღვდელმან, ჩამოლოცვა:

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა ცხოველ-სმყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).