დღის საკითხავები
- ცისკარზე
- სახარება ინ. 20:1–10 · დას. 63რიგისა
- ლიტურგიაზე
- სამოციქულო საქ. 11:19–26, 29–30 · დას. 28რიგისა
- სახარება ინ. 4:5–42 · დას. 12რიგისა
ამ დღის საკითხავების ერთი წესი ნაბეჭდ საეკლესიო კალენდარში ჯერ არ გადამოწმებულა. ტაძარში წაკითხვამდე შეადარეთ ეკლესიის კალენდარს.
ტროპარი და კონდაკი
აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა
ტროპარი
ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგებაი ანგელოზისაგან ოსწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა და პირველი იგი წყევაი განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიხსნა სიკვდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი
სარწმუნოებით მოსრულმან წყაროსა ზედა სამარიტელმან გიხილა შენ წყალი სიბრძნისა, რომლისა მსმენელმან უხვებით დაიმკვიდრა საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაი, ვითარცა მარადის დიდებულმან.
წმიდა მოციქულთა სწორი ნინო (IV)
ტროპარი
სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგვარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმინდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.
კონდაკი
მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
წმიდა მღვდელმოწამე პატრიკი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მინანდრი და პოლიენი (100)
კონდაკი
ვითარცა რა ნათელი ბრწყინვალე მღვდელობისა შუენიერებითა და წამებისა სისხლითა ყოვლად განშუენებული, სდგა შენ წინაშე ქრისტესა თანა მოღუაწითურთ შენით, პატრიკი, მოგსივხსენენ ჩუენცა შემსხმელნი თქუენი, ვითარცა რა პატიოსანთა მოწამეთა.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებამსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 31 მაისი
- ღამისთევა საკვირაო120 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი
- მწუხრი ყოველდღიური მწუხრი35 წთ სრული ტექსტი
- სერობა მცირე სერობა20 წთ სრული ტექსტი
დილით
- შუაღამიანი კვირის30 წთ სრული ტექსტი
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ სრული ტექსტი
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ სრული ტექსტი
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება ტექსტები ემატება