დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
სულთმოფენობა - აღდგომიდან 50-ე დღე
ტროპარი
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
კონდაკი
რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.
წმიდა მოწამე აკვილინა (+293)
კონდაკი
ქალწულებისა შენისა სიკეთითა წინაისწარ განიწმინდენ სული შენი და მაღლისა მიმართ წამებისა მიისწრაფე, აკვილინა ყოვლადპატიოსანო, და სიყუარულითა სიძისა შენისა ქრისტესითა მოიწყალ, რომლისა წინაშე ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ მოხარული; მათ თანა დაუცხრომელად ევედრე ჩუენ ყოველთათვის.
წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 370)
კონდაკი
ცხოვრებისა აღრჩევითა სიწმიდე ქალწულებისა მოიგე, ტრიფილე, და პირველ მოსაყდრედლევკუსიისა გამოსჩნდი, და განსცხადენ ამის მიერ ყოვლადმომთხრობელ საღმრთოსა, მეცნიერებისა წინამძღუარ; ამისთვის სახარულევანად გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მღვდელმთავართა შუენიერებაო.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 25 ივნისი
დილით
- შუაღამიანი კვირის30 წთ
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება