გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 7 მაისი ძველი სტილით
მარხვა არ არის ზატიკი · მე-29 დღე 50-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა

ტროპარი

ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგებაი ანგელოზისაგან ოსწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა და პირველი იგი წყევაი განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიხსნა სიკვდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

კონდაკი

სარწმუნოებით მოსრულმან წყაროსა ზედა სამარიტელმან გიხილა შენ წყალი სიბრძნისა, რომლისა მსმენელმან უხვებით დაიმკვიდრა საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაი, ვითარცა მარადის დიდებულმან.

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI)

ტროპარი

ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველტა უმეტეს მზისთუალისა, მამო მამათაო იოანე, მეოხ-იქმენ მათვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.

კონდაკი

ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმინდისათა გვიწყაროებ და სასწაულთა სიმრვალითა განგვაბრწყინვებ, მამო წმინდაო იოანე, მოეც მშვიდობაი მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იხსნენ განსაცდელთაგან.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 19 მაისი

დილით

დღისით