დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი - აღდგომიდან მე-40 დღე
ტროპარი
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
კონდაკი
სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
წმიდა მოციქული სვიმეონ კანანელი, მოშურნედ (ზილოტად) წოდებული (I)
ტროპარი
მოციქული წმიდაო სჳმეონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი
მტკიცედ დამდებელსა სულთა შინა კეთილ მსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა, ქებითა ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთის-მეტყველსა, სვიმეონს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე, ყოველთა თანა ანგელოსთა იხარებს, დაუცხრომელად მვედრებელთა ჩუენ ყოველთა-თჳს.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 22 მაისი
დილით
- შუაღამიანი ყოველდღიური30 წთ
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება