დღის საკითხავები
ამ დღის საკითხავების ერთი წესი ნაბეჭდ საეკლესიო კალენდარში ჯერ არ გადამოწმებულა. ტაძარში წაკითხვამდე შეადარეთ ეკლესიის კალენდარს.
ტროპარი და კონდაკი
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
კონდაკი
დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.
მოწამენი: საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი (272)
ტროპარი
ქუეყანისა მხედრობისა სარტყელი დაუტევე და პატივ-ეც წამებასა, და წინაშე მძლავრთა მაცდურთა მყოფისათა ქრისტე ღმერთი აღიარე; ამისთვისცა მრავალსა სატანჯუელსა მიეცი, საბა დიდებულო, ვინაცა ყოვლად შუენიერითა ძლევისა გვირგვინითა შეიმკვე ყოველთა მეუფისა მიერ და ზეცისა მხედრობათა თანა მდგომარე ბრწყინვალედ განშუენებული წინაშე მისსა ევედრე მას, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.
კონდაკი
გამოსჩნდი შენ უძლეველად სტრატილატად და სძლიე მანქანებასა ბარბაროზთასა, და მტკიცედ იღუაწე, დიდებულო, და სიმრავლე მტერთა უხილავტა შემუსრე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა შეითხზენ; ევედრე ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, საბა ყოვლადსანატრელო, სარწმუნოებით პატივისმცემელთა სენთათვის.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებამსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 6 მაისი
- ღამისთევა საკვირაო120 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი
- მწუხრი დიდი მწუხრი35 წთ სრული ტექსტი
- სერობა მცირე სერობა20 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი