დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
დიდი პარასკევი, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება
ტროპარი
მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა.
კონდაკი
რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი.
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (613)
ტროპარი
საცნაურ იქმენ საჩჩოთაგან განწმენდილ და გამოსჩნდი სავსე მადლითა, და სასწაულითა სოფელი განანათლენ, და სიმრავლე მადლითა, და სიმრავლე ეშმაკთა განიოტენ, ყოვლადქებულო, თეოდორე, ვინაცა ევედრე ჩუენთვის უფალსა.
კონდაკი
ვითარცა ცეცხლსა ეტლსა ზედა აღმხედრებული სათნოებითა, ღმერთშემოსილო, აღხედ ზეცისა საყოფელსა და ვითარცა ანგელოზი კაცთა თანა იქცეოდი, და ვითრცა კაცი ანგელოზთა თანა გარემოს განსცხრები; ამისთვის გამოსჩნდი საღმრთოთა სასწაულთა შემწყნარებელ, თეოდორე ღირსო.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ