გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 24 თებერვალი ძველი სტილით
ზეთი და ღვინო· დიდი მარხვა დიდი მარხვა · მე-21 დღე 40-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირა

ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი

არღარა სცავს ედემისა ბჭეთა მახვილი მოტყინარი, არამედ მიჰრიდა ჯუარსა შენსა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან, მხსნელო, სიკვდილი მოკლა და ჯოჯოხეთი შეფქვა, რომლითა მიხვედ მათდა და ეტყოდი: მკვიდრნო ქვესკნელისანო, აღმოგვალედ კვალად სასუფევლად.

პირველად (IV) და მეორედ (452) პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი

ტროპარი

ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამეთუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოზთანი, და ქუეყანასა ზედა კაცნი ერთ ხმობით უღაღადებთ. ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა.

კონდაკი

წინასწარ-მეტყუელო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი ვითარცა ნიჭი საღმრთო ვპოვეთ ქუეყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კუალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 7 მარტი

დილით

დღისით