გულანი
საცდელი · 1.37.0
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 22 ოქტომბერი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

დღის საკითხავები

ამ დღის საკითხავების ერთი წესი ნაბეჭდ საეკლესიო კალენდარში ჯერ არ გადამოწმებულა. ტაძარში წაკითხვამდე შეადარეთ ეკლესიის კალენდარს.

ტროპარი და კონდაკი

7-თა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქოსისა, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინესი) და ანტონინეს

კონდაკი

რომელმან საკვირველ-ჰყვენ წმიდანი ქუეყანასა ზედა პირველ მეორედმოსლვისა შენისა, მაცხოვარ, და უცხოდ დიდებულითა აღდგინებითა ყრმათა უჩვენე აღდგომა შენი, უმეცართა მისთა უხრწნელად, რა აჩვენენ სამოსელნი და სხეულნი მათნი და მეფესა არწმუნენ ღაღადებად: ვითარმედ ნამდვილვე არს მკუდართა აღდგომა, დიდებაი შენდა.

მეტი
ყაზანის ღვთისმშობლის ხატი

ტროპარი

მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათვის ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩვენთანი გვტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ – წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩვენ და სიკეთეი მომმადლენ ყოველთა, მიხსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.

მეტი
წმიდისა მამისა ჩუენისა და მოციქულთა ჰსწორისა ამბერკი იერაპოლელ ეპისკოპოსისა და სასწაულთა მოქმედისა · და წმიდათა შვიდთა ყრმათა ეფესელთა

ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ამბერკი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღვთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ვითარცა მღუდელსა დიდსა და მოციქულთა თანა-მოკარვესა ყოველი ეკკლესია მორწმუნეთა გადიდებს შენ, ამბერკი, რომელი ოხათა შენთა მიერ დაიცევ სანატრელო დაუკუეთებელად, უღელვოდ და უბიწოდ ყოვლისა წვალებისაგან, ვითარცა მრავალ მოღვაწემან.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

მსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 3 ნოემბერი

დილით

დღისით