გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 4 მაისი ძველი სტილით
მარხვა არ არის ზატიკი · მე-15 დღე 50-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა

ტროპარი

რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

კონდაკი

ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.

წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290)

კონდაკი

საწუთო ესე უგულებელს-ჰყავ და ზეცათა კეთილთა ზიარ იქმენ, და გვირგვი წამებისა მოიგე, პელაგია ყოვლადპატიოსანო, და ვითარცა ძღვენი, შესწირენ ხორცნი შენი სისხლითა შეღებილნი მეუფისა ქრისტესა, და აწ მას ევედრე ხსნად ჩუენდა ჭირთაგან, რომლენი აღვასრულებთ სახსენებელსა შენა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 16 მაისი

დილით

დღისით