გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

პარასკევი

ზატიკი

25 მაისი ძველი სტილით
მკაცრი მარხვა ზატიკი · მე-48 დღე 50-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

ამაღლების შემდგომი პარასკევი, ამაღლების წარგზავნა

ტროპარი

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

კონდაკი

სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (დაახლ. 850)

ტროპარი

ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო, ყოველნი უკუე პოვნასა მისსა შემოკრებულნი გალობით მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ, რომელი აცხპვნებს სულთა ჩუენთა მეოხებითა შენითა.

კონდაკი

წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორნედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო ვპოვნეთ ქუეყანით და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კვალადცა, ვითარცა პირველ ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 6 ივნისი

დილით

დღისით