გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

შაბათი

დიდი შაბათი

11 აპრილი ძველი სტილით
მკაცრი მარხვა· ვნების შვიდეული ვნების შვიდეული · მე-6 დღე 6-დან
დღის ხსენებანი (1)
  • დიდი შაბათი
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე

ტროპარი და კონდაკი

დიდი შაბათი

ტროპარი

შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ: ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.

მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა.

კონდაკი

რომელმან დაჰხშნა უფსკრულნი მკვდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი, საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა, ვითარცა მკვდარი, უკვდავების მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლისა მიმღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ღაღადებდეს: ესე დღე უფროსად კურთხეული შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა ძილისაგან, აღდგომაი ნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი (+68)

ტროპარი

კერპთა საცდური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთის მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა ესთა ტანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყველებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაიტა აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

კონდაკი

მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენირებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიებულო მოწამეო, და გამობრწყონდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 23 აპრილი

დილით

დღისით