გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4ფილიპ. 1:8–14 · დას. 236

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ფილიპ. 1:8–14 · დას. 236 · ლკ. 3:23 – 4:1 · დას. 11 · ეფ. 6:10–17 · დას. 233 · ლკ. 21:12–19 · დას. 106

3 ოქტომბერი 2034ხმა 1

მკითხველი

ფილიპ. 1:8–14 · დას. 236

რიგისა

1:8 რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა;

9 და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა,

10 რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა,

11 აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა იესუ ქრისტეს მიერ სადიდებელად და საქებელად ღმრთისა.

12 უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა,

13 ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა,

14 და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა, უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად.

ლკ. 3:23 – 4:1 · დას. 11

რიგისა

3:23 და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა,

24 მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა,

25 მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა,

26 მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა,

27 იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,

28 მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა,

29 იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა,

30 სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა,

31 მელეაჲსა, მაჲნანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა,

32 იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა,

33 ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა,

34 იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა,

35 სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა,

36 კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა,

37 მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა,

38 ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა.

4:1 ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.

ეფ. 6:10–17 · დას. 233

დიდმოწ.

6:10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,

11 შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.

12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.

13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.

14 მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.

15 და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.

16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;

17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;

ლკ. 21:12–19 · დას. 106

დიდმოწ.

21:12 ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.

13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.

14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.

15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.

16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.

17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.

18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.

19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.