დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
სულთმოფენობა - აღდგომიდან 50-ე დღე
ტროპარი
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
კონდაკი
რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.
ღირსი პახუმი დიდი (348)
კონდაკი
მნათობად ბრწყინვალედ გამოსჩნდი კიდეთა შორის ქუეყანისათა და უდაბნონი ქალაქ-ჰყუენ მონაზონთა სიმრავლითა, და ჯუარს აცუ თავი თვისი, და ჯუარი შენი ბეჭთა ზედა იტვირთე, და მარხვითა ხორცი განკაფენ, მემო პახუმი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 27 მაისი
დილით
- შუაღამიანი კვირის30 წთ
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება