გულანი
საცდელი · 1.11.4
დღეს

სამშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

17 ნოემბერი ძველი სტილით
თევზით ხსნილი· შობის მარხვა შობის მარხვა · მე-3 დღე 40-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)

ტროპარი

მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროჲსაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს მთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივ-შეერთებულთა, გალობათა ყვავილითა გვირგვინოსან ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად.

მეტი
წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (+266-270)

ტროპარი

ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარებითა, და სასწაულთა უხვად მოქმედებითა, სახელად მოიგე დიდებულებაჲ, ამის-თვისცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა მამაო წმიდაო გრიგოლი, განათლებად სულთა ჩუენთათვის, ნუ უკუე დავიძინოთ სიკუდიდ.

კონდაკი

საკვირველებათა მრავალთა მოქმედებისა შემწყნარებელმან, სასწაულთა საშინელთა მიერ ეშმაკნი შეაძრწუნენ, და სენნი იოტენ კაცთაგან ყოვლად ბრძენო გრიგოლი, და საკვირველთ მოქმედად სახელ იდები საქმეთაგან წოდებისა მომღებელი.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 29 ნოემბერი

დილით

დღისით