დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი - აღდგომიდან მე-40 დღე
ტროპარი
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
კონდაკი
სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარში (1087)
ტროპარი
მოიწია დღე ბრწყინვალისა დღესასწაულისა, და ქალაქი ბარავისა იხარებს, და მის თანა ყოველი სოფელი განსცხრების გალობითა სულიერითა, რამეთუ დღეს უკუე საღმრთო დღესასწაული პატიოსანთა და მრავალ მკურნალთა ნაწილთა წმიდისა და საკვირველთ მოქმედისა ნიკოლაოსისთა, ვითარცა მზე დაუვალი აღმობრწყინდა ბრწყინვალითა ნათლისა შარავანდედითა, რომელნი განდევნიან ბნელსა განსაცდელთა და ჭირთასა, სარწმუნოებით მგალობელთაგან, რომელნი უღაღადებთ მას ესრეთ: გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა შესავედრებელმან ჩუენმან, დიდო ნიკოლაოს.
კონდაკი
აღმობრწყინდეს ვითარცა ვარსკულავნი აღმოსავალით დასავალად ნაწილნი შენნი, მღუდელ-მთავარო ნიკოლაოს, რამეთუ ზღუა განწმდა სლვითა შენითა, და ბარავისა ქალაქმან მადლი შენ მიერ მიიღო, ვინათგან ჩუენ-თჳს გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად, და საკვირველად მოწყალედ.
წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე)
კონდაკი
წინასწარმეტყულებისა ნიჭი მოღე, წინაისწარმეტყუელო და მოწამეო ისაია ღმრთისმქადაგებელო, და ყოველთა გამოუცხადე ვგანკაცებაი იგი უფლისა, და ხმა-ჰყო მაღლითა ხმითა ყოველთა კიდეთა მიმართ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს.
მოწამე ქრისტეფორე (+250)
ტროპარი
სამოსლითა სისხლითა მიერ შენთა შემკობილთა შუენიერად მდგომარე ხარ შენ წინაშე მეუფისა ძალთასა, ქრისტეფორე, მარადის სახსენებელო, და შენცა უხორცოთა თანა და მოწამეთა გუნდსა უგალობ სამწმინდათა და საშინელითა ტკბილითა მით ხმითა; ამისთვისცა მეოხებითა შენითა აცხოვნე სამწყსო შენი.
კონდაკი
მაღლით ბრძენო, მადლისა მომღებელმან ქრისტეს ღმრთისა თანა მოსახლე იქმენ, ქრისტეფორე დიდებულო, მოღუაწეთა საღმრთო სამკაულო, რომელთა თანა მეოხ გუეყავ შეცოდებათაგან ხსნისა მონიჭებად ჩუენდა.
ღირსი შიო მღვიმელი (VI)
ტროპარი
სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან სათნოებითა წარმართე ყოველი ცხორება შენი, ღმერთშემოსილო და სასწაულთა, ღვთისა მიერ მოცემულთა, იღვწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი
ცხოვრება შენი ღვთისმსახურებით წარმართე და ჯვარისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შვენიერებაო, შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევეტკბოთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 21 მაისი
დილით
- შუაღამიანი ყოველდღიური30 წთ
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება