გულანი
საცდელი · 1.11.4
დღეს

შაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

10 ნოემბერი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303)

ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ნათელ-ჰყავ შვიდ-წილ სამყარო ახოვნად, ღუაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთო მთავარო მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით: გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაში ღმრთისა.

იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სარწმუნოებისა მისისა, და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა ურმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმინდაო მოწამეო გიორგი, მოგვანიჭებ ყოვალთა ცოდვათა მოტევებასა.

კონდაკი

მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

მეტი
11 ღირსი თეოდორე სტუდიელი (+826)

ტროპარი

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილ მსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, თეოდორე, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო ღვთივ სულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ, ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მმარხველობითა ანგელოსებრ სცხოვნდებოდი, და დევნულებითა განაშვენენ შრომანი შენნი, და უხორცოთა თანა ზიარ იქმენ თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 22 ნოემბერი

დილით

დღისით