გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

სამშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

28 აგვისტო ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+476)

ტროპარი

წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი და აწ კადნიერად მდგეომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

კონდაკი

დღეს მოხარული არს ერი ქართველთა ხსენებისა შენისათვის, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ, და ღვაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი, ვითხოვთ ქრისტესაგან მეოხებითა შენითა სოფლისათვის მშვიდობასა და სულთა ჩუენთათვის დიდსა წყალობასა.

მეტი
ღირსი მოსე შავი (+400)

ტროპარი

უდაბნოსა მოქალაქე, და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი, ღმერთ შემოსილო მამაო წმიდაო მოსე, მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და კურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან, დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი

შავთა მათ ყვრიმალთა ეც ძლიერად, და პირსა ეშმაკთასა შენერწყვე გონიერად, და განბრწყინდი, ვითარცა მზე ბრწყინვალე, წმიდითა ცხოვრებითა, და მოძღურებითა შენითა უძღვი სულთა ჩუენთა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 9 სექტემბერი

დილით

დღისით