გულანი
საცდელი · 1.11.4
დღეს

ოთხშაბათი

ვნების შვიდეული

11 აპრილი ძველი სტილით
მკაცრი მარხვა· ვნების შვიდეული ვნების შვიდეული · მე-3 დღე 6-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

დიდი ოთხშაბათი

ტროპარი

აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი

ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი (+68)

ტროპარი

კერპთა საცდური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთის მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა ესთა ტანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყველებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაიტა აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

კონდაკი

მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენირებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიებულო მოწამეო, და გამობრწყონდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 23 აპრილი

დილით

დღისით