დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
მცხეთობა-სვეტიცხოვლობა დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა (1 ოქტომბერი / 14 ოქტომბერი)
ტროპარი
კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სუჱტისა წმიდისა და კუართისა საუფლოსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა უკუდავებად წმიდად მირონსა გჳწყაროებს: რომელნი წმიდასა ღუთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანისვჰსცემთ: რათა ვჰპოვოთ ცხორება სულთა ჩუჱნთა.
კონდაკი
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღვთივბრწყინვალისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ: გიხაროდენ სვეტო ბრწყინვალეო.
მოციქულთასწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV)
ტროპარი
მოციქულთა სწორნო, წმიდანო მირიან და ნანა, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
კონდაკი
საუფლონი მცნებანი სულიერნი, სიყრმითგან შემოიკრიბენ, ყოვლადბრძენო რომანოზ და ქრისტეს ეკლესიისა ბრწყინვალედ შემამკობელ იქმენ, რამეთუ გალობითა ყოვლად-შვენიერითა განაშვენე იგი, ნეტარო, ამით მიერ გევედრებით შენ: მოგვანიჭე მოსურნეთა საღმრთოსა ნიჭისა შენისათა, რათა გიგალობდეთ შენ, გიხაროდენ, მამაო ყოვლადსანატრელო, ეკლესიათა შვენიერებაო.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 13 ოქტომბერი
დილით
- შუაღამიანი კვირის30 წთ
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება