დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)
ტროპარი
აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაჲ და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი
დღესასწაულობს დღეს ეკლესიაჲ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, წმიდაო აღმსარებელო ცოტნე, და შემოკრებს შვილთა ივერიის ეკლესიისა, რომელნი ადიდებენ ღვრთივ-სათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმსრულებელი მცნებისაჲ, ამისთვისცა სიხარულით აღვასრულებდეთ სახსენებელსა შენსა, წმიდაო აღმსარებელო საქართველოსთვის თავდადებულო ცოტნე.
წმიდა მოციქულნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე - სამოცდაათთაგანნი (I)
კონდაკი
ვაზად გამოსჩნდით ქრისტეს ვენახისა, გამოიხვენით ტევანნი სიბრძნისანი სათნოებათა შინა, გვიწვდიეთ ჩუენ ღვინო ცხოვრებისა, რომლისა მიმღებელნი არვივსებით შვებითა, მედღესასწაულენი თქუენისა ხსენებასანი, რომელსა შინა ევედრენით მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, უფლისა მოციქულნო.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 11 აგვისტო
დილით
- შუაღამიანი კვირის30 წთ
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება