გულანი
საცდელი · 1.11.4
დღეს

ორშაბათი

ვნების შვიდეული

20 მარტი ძველი სტილით
მკაცრი მარხვა· ვნების შვიდეული ვნების შვიდეული · 1-ლი დღე 6-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

დიდი ორშაბათი

ტროპარი

აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი

იოსებისა წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობი, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი და მეფობდა ამისთვის, რამეთუ არა დაამონა გულსთქუმა თვისი მეძავისა ნებასა და სამართლად იდიდა იგი გულთმეცნიერებისა ღმრთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა.

ღირსნი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი (+796)

კონდაკი

ქუეყანისა და ხორცთა ფუფუნებაი უგულებელს-ჰყავთ ცხადად, ყოვლადსანატრელნო, და უდაბნოსა ცხოვრებაი აღირჩიეთ, ხოლო სოფლისა შუენიერებაი და საზრდელი საწუთოის მოიძულეთ, ვინაცა ღისრს იქმენით ზეცისა სასუფეველსა, და გუნდსა თანა მოწამეთა დამმარხველთასა იხარებთ; ამისთვისცა პატივისმცემელნი ხსენებისა თქვენისანი გიგალობთ თქვენ წადიერად და ვიტყვით: გვიხნენით ჩვენ ჭირთაგან, წმინდანი მოწამენო.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 1 აპრილი

დილით

დღისით