გულანი
საცდელი · 1.11.4
დღის საკითხავები 1 / 2ფილიპელთა 4:4–7

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ფილიპელთა 4:4–7 · მათე 11:28–30

28 სექტემბერი 2028ხმა 7

მკითხველი

ფილიპელთა 4:4–7

გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ; კუალად გეტყჳ: გიხაროდენ. სიტკბოებაჲ ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. ნურარაჲ გეზრუნვინ, არამედ ყოველსა შინა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვაჲ თქუენი ეუწყენ ღმერთსა. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, დაიცვნეს გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.

მათე 11:28–30

მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.