გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

ოთხშაბათი

ზატიკი

27 აპრილი ძველი სტილით
მკაცრი მარხვა ზატიკი · მე-25 დღე 50-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

აღდგომიდან მე-5 შვიდეულის ოთხშაბათი, შუაზატიკობა

ტროპარი

განზოგებასა დღესასწაულისა წყურიელი სული ჩემი მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე, რამეთუ ყოველთა უღაღადე, მაცხოვარო ჩუენო: რომელთა აწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ წყარო ცხოვრებისა ჩუენისაო, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.

კონდაკი

განზოგებასა სჯულიერისა დღესასწაულისასა ყოველტა დამბადებელო და მეუფეო წრისტე ღმერთო, ეტყოდი ტაძრად მდგომარეთა ერთა: მოვედით ჩემდა წყურიელნი და აღმოივსეთ უკუდავებისა წყალი, ვინაიცა გევედრებით და ვხმობთსარწმუნოებით: წყალობანი შენი მოგვანიწენ ჩუენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შენ ხარ წყარო ცხოვრებისა ჩუენისა.

წმიდა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ხორციელი ძმა უფლისა (107)

ტროპარი

ნათესავად ქრისტეს, მღვდელმთავარო სვიმეონ და მხნედ მღვდელმოწამედ გქადაგებთ შენ საცდურისა უჩინოდ მყოფელად, და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ხსნისა მოველით ლოცვითა შენითა.

კონდაკი

ვითარცა რა ვარსკვლავი ყოვლად დიდი, აქვს დღეს ეკლესიისა კეთილმეტყველი სვიმეო და ნათლისა მიმართ მიგიძღვისა, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ, მოწამეთა პატიოსანო გვირგვინო.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 9 მაისი

დილით

დღისით