გულანი
საცდელი · 1.37.0
დღეს

ხუთშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

21 იანვარი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

დღის საკითხავები

ამ დღის საკითხავების ერთი წესი ნაბეჭდ საეკლესიო კალენდარში ჯერ არ გადამოწმებულა. ტაძარში წაკითხვამდე შეადარეთ ეკლესიის კალენდარს.

ტროპარი და კონდაკი

ღირსი მაქსიმე აღმსარებლის

კონდაკი

სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

მეტი
ღირსისა მამისა ჩუენისა მაქსიმე აღმსარებელისა · და წმიდისა მოწამისა ნეოფიტესი

ტროპარი

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო, და კეთილმსახურებისა, და კრძალულებისა მოძღვარო, მაქსიმე, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღუდელმთავართა კანონო ღვთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

მოწამემან შენმან, უფალო, ნეოფიტე, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღვთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

მსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 2 თებერვალი

დილით

დღისით