გულანი
საცდელი · 1.11.1
დღეს

შაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

1 აგვისტო ძველი სტილით
ზეთი და ღვინო· მარიამობის მარხვა მარიამობის მარხვა · 1-ლი დღე 14-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა

ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას ბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძელველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.

მეტი
შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)

ტროპარი

წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აქ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.

კონდაკი

სიბრძნისა ღმრთისა სვეტნო, შვიდ რიცხვედნო, ბაზმანკო ნათლისანო, საღმრთონო შვიდ ნათელნო, მაკაბელნო ყოვლადბრძენნო, პირველმოწამეთა დიდნიმოწამენო, მათ თანა ღმერთსა ყოველთასა ევედრენით ცხოვრებად მაქებელთა თქუენდა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 13 აგვისტო

დილით

დღისით