გულანი
საცდელი · 1.11.4
დღის საკითხავები 1 / 2ფილიპელთა 4:4–7

დღის საკითხავები

ბრწყინვალე შვიდეული

ფილიპელთა 4:4–7 · იოანე 1:1–5

8 მაისი 2027ხმა 8

მკითხველი

ფილიპელთა 4:4–7

გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ; კუალად გეტყჳ: გიხაროდენ. სიტკბოებაჲ ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. ნურარაჲ გეზრუნვინ, არამედ ყოველსა შინა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვაჲ თქუენი ეუწყენ ღმერთსა. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, დაიცვნეს გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.

იოანე 1:1–5

პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო, და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.