დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
ღირსი ლაზარე გალისიელის
ტროპარი
მღვიძარებითა და ლოცვითა, და ცრემლთა მდინარითა სუეტი იგი შენი დაალტვე, რომელსა ზედა სდეგ, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მწყემს და შემნდობელ ცოდვათა სამწყსოთა შენთა, ღირსო მამაო ჩუენო ლაზარე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი
ვითარცა მთიებსა დიდსა ქრისტეს ეკლესიისასა, ყოველნი გადიდებთ შენ, ღმერთშემოსილო ლაზარე, და სიხარულით ვღაღადებთ შენდა მომართ: ევედრე ქრიასტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
წმიდათა ოცდა ათსამეტთა მოწამეთა მელიტინელთა · და ღირსისა მამისა ჩუენისა და საკვირველთ მოქმედისა ლაზარესი
ტროპარი
მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს, უხრწნელებისა შენ მიერ ღვთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.
კონდაკი
გუნდი მოწამეთა ცხადად, და ბანაკი ნათლით შემოსილი საცნაურად გარდამოსრულნი ჩუენდა მომართ, დღეს ეკლესიასა განანათლებენ სასწაულთა შარავანდედითა, ვინაიცა მედღესასწაულენი პატიოსნისა ხსენებისა მათისანი, ვითხოვთ შენგან მაცხოვარო ჩუენო, მათითა მეოხებითა გვიხსნენ ჩუენ ჭირთაგან, რათა გიგალობდეთ შენ: ალილუია.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებამსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 19 ნოემბერი
- ღამისთევა საკვირაო120 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი
- მწუხრი ყოველდღიური მწუხრი35 წთ სრული ტექსტი
- სერობა მცირე სერობა20 წთ სრული ტექსტი
დილით
- შუაღამიანი ყოველდღიური30 წთ სრული ტექსტი
- ცისკარი ყოველდღიური ცისკარი60 წთ სრული ტექსტი
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ სრული ტექსტი
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი