გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 6 აპრილი ძველი სტილით
მარხვა არ არის ზატიკი · მე-8 დღე 50-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

აღდგომიდან მე-2 თომას კვირა, კვირაცხოვლობა

ტროპარი

დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაი აღმობრწყონდა, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომაი, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდთა შენითა წყალობითა.

კონდაკი

გამომეძიებელითა მარჯუენითა გვერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შერახვედ კართა დახშულთა და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ჰყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.

წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+582)

კონდაკი

საღმრთოსა ევსტიქისა სარწმუნოებით ვაქებდეთ, ერნო, და გალობით და სიყვარულით ვნატრიდეთ, ვითარცა დიდსა მწყემსმთავარსა და მასწავლელსა ბრზენსა, და მწვალებელთა მომსვრელსა, და მეოხსა მარადის უფლისა მიმართ ჩუენ ყოველთათასა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 18 აპრილი

დილით

დღისით