გულანი
საცდელი · 1.11.4
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 19 იანვარი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

კონდაკი

სულთქუმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩვენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფისა ნებავს ცხოვრებაი ყოველთა კაცთა და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩვენთვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.

წმიდა ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი (VI)

ტროპარი

ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი

მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.

მეტი
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

კონდაკი

სახლსა შინა ღვთისასა დაიდევ ჭეშმარიტისა მოღვაწებისა უცთომელი ვარსკვლავი განმანათლებელად ყოველთა კიდეთა, მამაო მამათაო, ღირსო მაკარი.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 31 იანვარი

დილით

დღისით