ორშაბათი
ვნების შვიდეული
saint.ge-დან იტვირთება…
დღის საკითხავები
- ცისკარზე
- სახარება მთ. 21:18–43 · დას. 84რიგისა
- ლიტურგიაზე
- სახარება მთ. 24:3–35 · დას. 98რიგისა
ტროპარი და კონდაკი
დიდი ორშაბათი
ტროპარი
აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი
იოსებისა წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობი, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი და მეფობდა ამისთვის, რამეთუ არა დაამონა გულსთქუმა თვისი მეძავისა ნებასა და სამართლად იდიდა იგი გულთმეცნიერებისა ღმრთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა.
მეუდაბნოე ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი (+522)
ტროპარი
შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.
კონდაკი
მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულით შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვის მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებამსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 13 აპრილი
- ღამისთევა საკვირაო120 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი
- მწუხრი მარხვის მწუხრი35 წთ ტექსტები ემატება
- სერობა დიდი სერობა20 წთ სრული ტექსტი
დილით
- შუაღამიანი ყოველდღიური30 წთ სრული ტექსტი
- ცისკარი სიძის ცისკარი60 წთ ტექსტები ემატება
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- საღმრთო ლიტურგია პირველშეწირულთა75 წთ სრული ტექსტი
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი