დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
წმიდა იოანე ოქროპირი (+407)
ტროპარი
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი
ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.
წმიდა მოციქული ფილიპე (+90)
ტროპარი
ბრწყინვალედ განშვენდების დღეს ყოველი ქუეყანა, და ეთიოპია უმეტეს განსცხრების, ვითარცა გვირგვინითა შემკული შენ მიერ, ხოლო ბრწყინავს დღესასწაულიცა ხსენებისა შენისა ღმრთის-მეტყველო ფილიპე, რამეთუ ყოველთა სარწმუნოებაჲ ქრისტესი გვასწავე, და კეთილად აღასრულე სახარებაჲ ღირსო, ვინაჲცა კადნიერად აღიპყრენ ხელთა ეთიოპელნი ღმრთისა მიმართ, რომელსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი
ვითარცა მოწაფემან და მოყვარემან შენმან, და მობაძავმან ვნაბათა შენთამან, სოფელსა შინა ღმრთად გქადაგა შენ, ღმრთის-მეტყველმან ფილიპე, ოხათა მისთა მიერ მტერთაგან უჰსჯულოთა ეკლესიაჲ შენი და ყოველნი ქალაქნი შენნი დაიცვენ, ღმრთის-მშობელისა მიერ მრავალ მოწყალე.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 25 ნოემბერი
დილით
- შუაღამიანი ყოველდღიური30 წთ
- ცისკარი ყოველდღიური ცისკარი60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება