დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
ღირსი ილარიონ დიდის
კონდაკი
ვითარცა მნათობსა დაუვალსა გონიერისა მზისასა, შემოკრებულნი ესე პატივს გცემთ და შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ გამოუბრწყინდი ბნელსა უღმრთოებისასა მსხდომარეთა, და ყოველნივე აღიყვანენ საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ილარიონ; ამისთვისცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო, მოღუაწეთა სიმტკიცეო.
წმიდისა და ღირსისა მამისა ჩუენისა დიდისა ილარიონისი · ნაწილით აღმოყვანება ღირსისა მამისა ჩუენისა ილარიონ მეღლენთა ეპისკოპოსისა
ტროპარი
ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულთქმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყუენ, და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად, და განბრწყინდი საქმითა ღვთისა სათნოითა, და დამწყსენ მონაზონთა გუნდნი, ხოლო მღუდელმთავრობისა საყდარსა პატივ-ეც და მწვალებელთა ზედა-დასხმისაგან არა შეიყიე, ეკკლესიანი ქრისტესნი განამტკიცენ, ღირსო ილარიონ, და განხვედ მსგავსად მძინარისა და გვამი შენი განუხრწნელად დაცულ იქმნა, და ჰკურნებს პირად-პირადთა სენთა, და ეშმაკთა გასდევნის, ამისთვის გევედრებით შენ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი
ვითარცა რაი მნათობი ბრწყინვალე გამოსჩნდა მღუდელმთავრობისა შენისა სახსენებელი, და მოძღვრება იგი ბნელისა განაქარვა, და ნათელი ელვარეი ზეცით მოანიჭა ყოველთა, რომელნი სიხარულით ღაღადებენ, რამეთუ ჰპოვე მადლი ღვთისა მიერ, ილარიონ, და მონაზონთა ექმენ სიმტკიცე.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებამსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 2 ნოემბერი
- ღამისთევა საკვირაო120 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი
- მწუხრი ყოველდღიური მწუხრი35 წთ სრული ტექსტი
- სერობა მცირე სერობა20 წთ სრული ტექსტი
დილით
- შუაღამიანი კვირის30 წთ სრული ტექსტი
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ სრული ტექსტი
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ სრული ტექსტი
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება ტექსტები ემატება