გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

შაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

1 სექტემბერი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

ტროპარი

ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.

კონდაკი

რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე.

მეტი
სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს (864)

ტროპარი

გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნავთსაყუდელო და შესავედრებელო კაცთა ნათესავისაო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელი მხოლო ხარ დედა და ქალწული, მარადის კურთხეული და დიდებული, ევდრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ყოვლისა სოფლისა დიდი წყალობა.

მეტი
ღირსი მამა სიმეონ მესვეტე (459)

ტროპარი

სვეტმოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველთა მამათა, ღირსო, იობს – ვნებათა შინა, და იოსებს – განსაცდელსა, და უჴორცოთა – მოქალაქობასა, მყოფი ჴორცთა შინა. მამაო წმიდაო სჳმეონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი

ზენათა ძიებითა, ზენათა შეერთებული, და ცად მეორედ სვეტისა აღმმართებელი, ამათ მიერ თანა მზრახველ ანგელოსთა იქმენ შენ, ნეტარო, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელმად ჩუენ ყოველთათვის.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 13 სექტემბერი

დილით

დღისით