გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 11 მარტი ძველი სტილით
ზეთი და ღვინო· დიდი მარხვა დიდი მარხვა · მე-7 დღე 40-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

დიდი მარხვის 1 კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი

ტროპარი

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი

გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ-იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.

წმიდა სოფრონ იერუსალიმელი (638-644)

კონდაკი

საღმრთოჲთა შურითა აღძრულმან, ჭეშმარიტებათა ბრძანებანი პირითა განავრცენ, და საფუძველსა ეკლესიათასა სჯულ უდევ, და მას შინა მყოფთა მონაზონთა ქცევანი განუწესენ, ბრძენთა პატრიარქთა შორის სოფრონ იერუსალიმელო, ყოვლად ბრძენი სიტყვანი ზრახვათა შინა აღირჩიენ, რომლითა წინა-ძღვანვითა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მღუდელ-მთავარო, მართლ-მადიდებელთა სიქადულო.

მეტი
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი - რომის პაპი (+604)

ტროპარი

რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვა თავს-იდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი

წინასწარ მთავრობად გამოსჩნდი, მწყემს-მთავრად განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოსა მამაო გრიგოლი, და შეზღუდე მოძღვრებითა ზეციერითა, და მსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან და სახითა ასწავე სამწყსოსა, ქრისტესსა მცნებანი მისნი, აწ მათ-თანა იხარებ, და იშვებ ზეცათა შინა.

მეტი
ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411)

ტროპარი

სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ, და გონება განიწმიდე ბილწთა გულის თქმათაგან, ხოლო ცხოვრება შენი უვნებელობითა განაშვენე, და მმარხველობაჲ სახარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი, და გამობრწყინდი მსგავსად მზისა სოფელსა შინა, ყოვლად ნეტარო ალექსი.

კონდაკი

სახლი მშობელთა შენთა ვითარცა უცხოსა გაქუნდა, და იქცეოდი მას შინა სახითა გლახაკისათა, და შემდგომად მიცვალებისა გვირგვინი მიიღე დიდებისა, და საკვირველთმოქმედად გამოსჩნდი ქუეყანასა ზედა, ალექსი, კაცო ღმრთისაო, ანგელოსთა და კაცთა სიხარულო.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 23 მარტი

დილით

დღისით